4 ქალი ისტორიიდან, რომლებიც House of the Dragon-ის პერსონაჟების პროტოტიპები არიან
ფოტო: HBO
დრაკონები შეიძლება გამოგონილია, მაგრამ ტახტისთვის, გავლენისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლას House of the Dragon-ში საფუძვლად ის კონფლიქტები უდევს, რომლებმაც რეალური ისტორია შეცვალა. ამ გამოგონილ სამყარომდე ბევრად ადრე, ქალები მუდმივად უპირისპირდებოდნენ იმ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც მათ ძალაუფლებას ართმევდა.
ისევე როგორც რეინისი, ალისენტი და სხვა ძლიერი ქალები სერიალიდან, ისინიც ცდილობდნენ სამეფო კარზე გადარჩენას, კავშირების დამყარებას, ხალხის აზრის მართვასა და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.
აი, ის 4 ქალი ისტორიიდან, რომლებიც სერიალის პერსონაჟების პროტოტიპებად იქცნენ:
1. რეინირა ტარგარიენი და იმპერატრიცა მატილდა (1102–1167)
ინგლისის იმპერატრიცა მატილდას მსგავსად, რეინირა ტარგარიენსაც მუდმივად აკრიტიკებენ იმ თვისებების გამო, რომლებსაც კაცი მმართველების შემთხვევაში პატივს სცემენ ხოლმე — ესაა მიზანდასახულობა, სიამაყე და პოლიტიკური ამბიციები.
ორივე ქალი ძალიან ახლოს იყო თავის მიზანთან და ძალაუფლების შენარჩუნებასთან, თუმცა ტახტის შენარჩუნება დიდხანს ვერცერთმა შეძლო.
ფოტო: HBO
ფოტო: British Library
მატილდასა და რეინირას ტახტისთვის სხვა პრეტენდენტები ეცილებოდნენ. მატილდა 1141 წელს ინგლისის მმართველადაც აღიარეს, თუმცა გვირგვინის დადგმამდე ქალაქიდან გააძევეს. მატილდას სამეფო ტახტზე მისი ბიძაშვილი, სტეფან ბლუელი ეცილებოდა. სტეფანის მიერ ტახტის ხელში ჩაგდებამ ინგლისი სამოქალაქო ომამდე, შემდეგ კი ანარქიამდე მიიყვანა. ზუსტად ასე ხდება House of the Dragon-შიც: რეინირას ტახტს მისი ნახევარძმა, ეიგონ II ეცილება.
ორივე შემთხვევაში კრიზისი იმიტომ იწყება, რომ გავლენიან დიდგვაროვნებს ქალი მმართველი არ სურთ. თავად წიგნის ავტორი, ჯორჯ მარტინიც ადასტურებს, რომ ვესტეროსის ეს ომი სწორედ ინგლისის XII საუკუნის ისტორიითაა შთაგონებული.
2. რეინის ტარგარიენი და ელეონორ აკვიტანიელი (დაახლ. 1124–1204)
რეინის ტარგარიენის მსგავსად, ელეონორ აკვიტანიელსაც ისეთი სტატუსი ჰქონდა, რაც დიდ გავლენასა და პრესტიჟს აძლევდა — ის ჯერ საფრანგეთის, მოგვიანებით კი ინგლისის დედოფალი გახდა.
ფოტო: HBO
ფოტო: Frederick Sandys
მიუხედავად იმისა, რომ თავად სამეფოს ერთპიროვნული მმართველი არცერთი ყოფილა, ორივე მათგანი დიდ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობდა ოჯახური კავშირების, დიპლომატიისა და საკუთარი ავტორიტეტის წყალობით. რეინისსაც და ელეონორსაც კარგად ესმოდა ტახტის მემკვიდრეობისა და ოჯახური კავშირების ფასი, რომლითაც მათ თავიანთი შთამომავლების პოლიტიკური მომავალი განსაზღვრეს.
3. ალისენტ ჰაიტაუერი და ეკატერინე მედიჩი (1519–1589)
ალისენტ ჰაიტაუერის მსგავსად, საფრანგეთის დედოფალი ეკატერინე მედიჩიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ პოლიტიკური არასტაბილურობის დროს თავისი შვილების მომავალი დაეზღვია და საკუთარი დინასტია გაეძლიერებინა.
სერიალში ალისენტი შვილების ქორწინებებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს, რადგან თვლის, რომ ეს კავშირები ოჯახის გადასარჩენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია — ზუსტად ისე, როგორც ამას რეალურ ცხოვრებაში ეკატერინე მედიჩი აკეთებდა.
ფოტო: HBO
ორივე ქალი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში: ალისენტი — დრაკონების ცეკვის დროს, ეკატერინე კი — საფრანგეთის რელიგიური ომების ეპოქაში.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი თავგამოდებით იბრძოდა შვილების მომავლისთვის, საბოლოოდ, ორივემ უდიდესი ოჯახური ტრაგედია გადაიტანა. ეკატერინე რამდენიმე შვილის სიკვდილს მოესწრო, სერიალში ალისენტი კი თვალს ადევნებს, როგორ ანადგურებს სამოქალაქო ომი მის მთელ ოჯახს.
4. ჰელენა ტარგარიენი და ზინაიდა ვოლკონსკაია (1792–1862)
ისტორიაში ყველა გავლენიანი ქალი როდი ესწრაფვოდა პირდაპირ ძალაუფლებას. ჰელენა ტარგარიენის მსგავსად, რუსი პრინცესა ზინაიდა ვოლკონსკაიაც მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი იყო, თუმცა პოლიტიკაში არასდროს ერეოდა.
ფოტო: HBO
ფოტო: Orest Kiprensky
სერიალში ჰელენას "ტარგარიენების სახლის მეოცნებეს" (dreamer of House Targaryen) უწოდებენ, რადგან ის თავისი წინასწარმეტყველური ხილვებით გამოირჩევა. ზინაიდა ვოლკონსკაიაც ინტელექტუალური და შემოქმედებითი ხედვებით იყო ცნობილი.
მთავარი განსხვავება ვოლკონსკაიასა და ჰელენას შორის ისაა, თუ როგორ ავლენდნენ ისინი თავიანთ ნიჭს. სერიალში ჰელენა საზოგადოებრივი ცხოვრების მიღმა რჩება და თავის ხილვებსა თუ იდეებს პოლიტიკური მიზნებისთვის არასდროს იყენებს. ვოლკონსკაიამ კი, პირიქით, თავისი ინტელექტუალური და შემოქმედებითი ინტერესები დიდ კულტურულ გავლენად აქცია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები