ალეკო ელისაშვილი შალვა პაპუაშვილს ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის
პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის, განმარტებით, პაპუაშვილმა საჯარო გამოსვლებში არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და ბრალდებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს "ტერორისტი" უწოდა.
ადვოკატის თქმით, ელისაშვილს თავდაპირველად სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ, ხოლო პაპუაშვილის აღნიშნული განცხადების შემდეგ, მას ბრალი ტერორისტულ საქმიანობაზე გადაუკვალიფიცირეს.
რეხვიაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია, პაპუაშვილს არ აძლევს უფლებას, მას დამნაშავე უწოდოს. ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული ქმედება "პროკურატურასა და სასამართლოზე ზეწოლას წარმოადგენს".
"პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ალექსანდრე ელისაშვილი ტერორისტია. მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 29 ნოემბერს ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, ხოლო მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ არის სხვისი ნივთის დაზიანება და ტერორისტული აქტია, პროკურატურამაც დაუყოვნებლივ შეცვალა საქმის კვალიფიკაცია.
როგორც პროკურატურაზე განხორციელდა პირდაპირი ზეწოლა, რაც აღნიშნული ბრალის კვალიფიკაციის შეცვლაში გამოიხატა, ასევე ზეწოლა განხორციელდა სასამართლოზეც, რათა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს და ალექსანდრე ელისაშვილი მტკიცებულებების გარეშე ტერორისტული აქტის ჩადენაში დამნაშავედ ცნოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითხოვთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინოს, რატომ დაარღვია შალვა პაპუაშვილმა არაერთხელ [უდანაშაულობის პრეზუმფცია] და რატომ შელახა ალექსანდრე ელისაშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია," — განაცხადა ადვოკატმა "ტვ პირველთან" საუბრისას.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრალდებულებმა ღირსების შელახვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს. 2025 წლის 12 დეკემბერს პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძის ოჯახმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა.
"[პაპუაშვილი] ტერორისტს უწოდებს ჩემს შვილს, რომელიც ტერორიზმის მუხლით საერთოდ არ ყოფილა გასამართლებული და თავდაპირველად წარდგენილი მუხლიც კი უფრო მსუბუქი კვალიფიკაციით შეუცვალეს", — განაცხადა ზვიად ცეცხლაძის მამამ.
2 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აქტივისტმა მარიამ მეყანწიშვილმა შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
იურისტ აიჰან ჰასანლის განმარტებით, ამის მიზეზი პაპუაშვილის მიერ 2025 წლის 17 ოქტომბერს X-ზე გამოქვეყნებული პოსტი გახდა, რომელშიც იგი აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს "უკიდურესად რადიკალური ჯგუფების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად" მოიხსენიებს.
ადვოკატის თქმით, "შალვა პაპუაშვილი თავის განცხადებაში პირდაპირ, სახელითა და გვარით, კონკრეტული გარემოებების, ფაქტობრივი მოცემულობისა და სიტუაციის აღწერის საფუძველზე ამტკიცებს", რომ მარიამ მეყანწიშვილი ასევე არის: "მონაწილე ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებაში 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის დროს", "შიდა ტერორიზმში ჩართული" და "ექსტრემისტი". თბილისის საქალაქო სასამართლომ მეყანწიშვილის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები