Procter & Gamble-მა სანქცირებულ ტელეარხ "იმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა
კომპანია Procter & Gamble-მა, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდების მფლობელია, როგორებიცაა Gillette, Pampers, Tide და Fairy, სანქცირებულ სამთავრობო ტელეკომპანია "იმედთან" თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა City A.M. წერს.
გამოცემის ინფორმაციით, P&G აგრძელებდა "იმედზე" რეკლამის განთავსებას იმის მიუხედავად, რომ ტელეკომპანია მიმდინარე წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა. City AM-ის ცნობით, კომპანიის ევროპული ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის უფროსი დირექტორის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად, Procter & Gamble-მა "იმედთან" საქმიანი ურთიერთობა ორშაბათს შეწყვიტა.
"P&G ყველა ბაზარზე, სადაც მომხმარებლებს ემსახურება, კანონის მოთხოვნებს იცავს და სანქციებთან შესაბამისობის მიმართ მკაცრ მიდგომას იყენებს, მათ შორის მედიის შესყიდვების პრაქტიკაშიც. ჩვენ არ დაგვირღვევია გაერთიანებული სამეფოს სანქციების რეჟიმი. თუმცა, ნებაყოფლობით შევცვალეთ ჩვენი მიდგომა და საქართველოში ტელეკომპანია „იმედზე“ რეკლამის განთავსება შევაჩერეთ," — განუცხადა Procter & Gamble-ის წარმომადგენელმა City AM-ს.
ამავე გამოცემის ცნობით, "იმედთან" თანამშრომლობის საკითხზე შიდა გამოძიება დაიწყო Nestle-მაც. გამოძიებას კომპანიის გლობალური იურიდიული ხელმძღვანელი ლიან ჯილი ხელმძღვანელობს.
City AM აღნიშნავს, რომ სხვა საერთაშორისო კომპანიებმა, მათ შორის BBC-ის კომერციულმა განყოფილებამ, "იმედთან" თანამშრომლობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ტელეკომპანია ბრიტანეთის საგარეო უწყების სანქციების სიაში მოხვდა.
გამოცემის ცნობით, 2003 წელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია "იმედი" გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ სანქციების სიაშია შეყვანილი და აღწერილია, როგორც საშუალება, რომელიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით "განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას" ავრცელებს.
"ტელეკომპანია "იმედი" მხარს უჭერს ან პოპულარიზაციას უწევს ისეთ პოლიტიკასა და ქმედებებს, რომლებიც უკრაინის დესტაბილიზაციას ან მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნას ემსახურება. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არალეგიტიმურად არიან წარმოჩენილნი, უკრაინა "დასავლეთის მარიონეტად" და კორუმპირებულ სახელმწიფოდ არის წარმოდგენილი, ხოლო უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ," — აცხადებენ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში (FCDO).
City AM ასევე იხსენებს, რომ Procter & Gamble-ს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარზე საქმიანობის გამო არაერთხელ აკრიტიკებდნენ. 2023 წელს უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია "ომის საერთაშორისო სპონსორად" დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ P&G-მ რუსეთში საქმიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა, ახალი ინვესტიციები შეაჩერა და სარეკლამო აქტივობები შეზღუდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები