ლიეტუვის პრემიერმინისტრი ინგა რუგინიენე გადადგა
ლიეტუვის პრემიერმინისტრმა ინგა რუგინიენემ თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა საქმიანობას ასრულებს და ქვეყანაში ახალი კაბინეტის ფორმირების პროცესი იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა LRT ავრცელებს.
ლიეტუვის მე-20 მთავრობის ბოლო სხდომა სამშაბათს გაიმართა, სადაც მინისტრებმა მთავრობის გადადგომის შესახებ რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცეს.
"მიუხედავად ყველა სირთულისა, ბევრი რამ გვაქვს, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ და თითოეულმა თქვენგანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობასა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში. დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ და მთავრობის უფლებამოსილებას რესპუბლიკის პრეზიდენტს ვუბრუნებთ", — განუცხადა რუგინიენემ მინისტრთა კაბინეტის წევრებს.
სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მან საკუთარი საქმიანობა შეაფასა და აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრობის პერიოდში მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო.
"პოლიტიკაში ბევრი რამის სწავლა შეიძლება — როგორ გამოიყურებოდე კარგად, როგორ ისაუბრო გამართულად, მაგრამ ვერ ისწავლი გამბედაობასა და ადამიანურობას. ემპათია, ადამიანების მოსმენის უნარი და მოქმედების გამბედაობა სწორედ ის თვისებებია, რომლებიც რთული გადაწყვეტილებებისა და პასუხისმგებლობების მიუხედავად, სწორ გზაზე დარჩენაში მეხმარებოდა", — განაცხადა რუგინიენემ.
მისივე თქმით, საზოგადოების ნაწილისთვის შესაძლოა უჩვეულო იყო, რომ ის არ შეესაბამებოდა "პრემიერმინისტრის ტრადიციულ სტერეოტიპულ იმიჯს".
"არასოდეს მჯეროდა, რომ ლიდერი სხვის მიერ წინასწარ შექმნილ შაბლონებს უნდა ერგებოდეს", — აღნიშნა მან.
რუგინიენემ უარყო მოსაზრება, თითქოს თანამდებობის დატოვება მისი პარტიის მხრიდან პოლიტიკური მსხვერპლშეწირვა ყოფილიყო და განაცხადა, რომ მიმდინარე ცვლილებები ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის ნაწილია.
მისი თქმით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი მინდაუგას სინკევიჩიუსი პრემიერმინისტრის პოსტი ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დაეკავებინა, როდესაც მისი წინამორბედი გინტაუტას პალუცკასი გადადგა, თუმცა ეს პროცესი გადაიდო.
"რაც ახლა ხდება, გასულ წელს უნდა მომხდარიყო. დღეს მივდივარ თავაწეული და მშვიდი გულით", — განაცხადა რუგინიენემ.
გადადგომის შესახებ დადგენილება სამშაბათს პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას გადაეგზავნება. მან მოქმედ მთავრობას სთხოვა, ახალი კაბინეტის ფორმირებამდე მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით გააგრძელოს საქმიანობა.
კოალიციური შეთანხმების თანახმად, პრემიერმინისტრობის კანდიდატად მინდაუგას სინკევიჩიუსია დასახელებული. ახალი საპარლამენტო უმრავლესობა სოციალ-დემოკრატების, "დემოკრატთა კავშირის — ლიეტუვისთვის" და ლიეტუვის ფერმერთა, მწვანეთა და ქრისტიანული ოჯახების კავშირისგან შედგება და სეიმში 75 მანდატს ფლობს.
ახალი კოალიციის ფარგლებში მინიმუმ ოთხ მინისტრს შეიცვლიან. დემოკრატები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს ჩაიბარებენ, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრო სოციალ-დემოკრატებს გადაეცემა. რუგინიენე, სავარაუდოდ, სოციალური დაცვისა და შრომის მინისტრის თანამდებობას დაუბრუნდება.
ეს მიმდინარე საპარლამენტო მოწვევის პერიოდში ლიეტუვაში მთავრობის ცვლილების უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი ცვლილება გასულ წელს მოხდა, როდესაც პრემიერმინისტრი გინტაუტას პალუცკასი მის ბიზნესსაქმიანობასა და კავშირებთან დაკავშირებული გამოძიებების ფონზე გადადგა, რასაც მთავრობის სრული გადადგომაც მოჰყვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები