ZEG Storytelling Festival
ფოტო: თიბისი
ZEG — ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ღონისძიებამ, რომელიც ტრადიციულად თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართა, 1000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა, მათ შორის 140-ზე მეტ მომხსენებელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
სამი დღის განმავლობაში, ექვს სცენაზე გაიმართა მასტერკლასები, ვორქშოფები, პანელური დისკუსიები და სესიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მედიის გამოწვევები დღეს, ქალთა უფლებები და გენდერული სამართლიანობა, ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიური ძალაუფლება, ომებისა და იმპერიების მემკვიდრეობა, კლიმატური კრიზისი, ლიტერატურა, ფოტოგრაფია, დემოკრატიის გამოწვევები, არქიტექტურა თუ ფილოსოფია, ციფრული რეპრესიები და მრავალი სხვა. არაერთი სესია დაეთმო საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
ჩატარდა შემეცნებითი ტურები, რომლებიც მოიცავდა თბილისის საბჭოთა და დემოკრატიული წარსულის გაცნობას, ქალაქის არქიტექტურაზე საუბარს, უახლესი წარსულისა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაზიარებას.
წელს მომხსენებლებს შორის იყვნენ:
ვიეტ თან ნგუენი — პულიცერის პრემიის ლაურეატი, წიგნის The Sympathizer ავტორი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერალი ომებისა და იძულებითი გადაადგილების თემებზე.
დევიდ ბელტი — მეწარმე და ნოვატორი დეველოპერი, რომელმაც ბრუკლინის გემთსაშენის საუკუნოვანი საწყობი New Lab-ად აქცია და ნიუ-იორკის ტექნოლოგიური სფეროს 50 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა.
კარენ ჰაო — ჟურნალისტი, რომლის Empire of AI ცვლის წარმოდგენას იმაზე, თუ ვინ აკონტროლებს რეალურად ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას.
ზელდა პერკინსი — ჰარვი ვაინშტაინის ყოფილი ასისტენტი, რომლის ათწლიანმა კამპანიამ გაუთქმელობის ხელშეკრულებების(NDA) წინააღმდეგ ბრიტანული კანონმდებლობა შეცვალა.
კუმი ნაიდუ — სამხრეთ აფრიკელი უფლებადამცველი, რომელიც 15 წლის ასაკში აპარტეიდის წინააღმდეგ სკოლების ბოიკოტის ორგანიზატორი იყო, მოგვიანებით კი ხელმძღვანელობდა Greenpeace-სა და Amnesty International-ს.
მაიკლ ბარენბოიმი — მევიოლინე, West-Eastern Divan Orchestra-ს კონცერტმაისტერი.
ლეოპოლდო ლოპესი — ვენესუელელი ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც წლები გაატარა მადუროს ციხეში და შექმნა ავტოკრატიის გამარჯვებასთან შეგუების მოწინააღმდეგე ადამიანების გლობალური მოძრაობა.
ბაო ნგუენი — ემის ნომინანტი რეჟისორი; მისი ბოლო ფილმი, The Stringer, იკვლევს ვიეტნამის ომის ყველაზე ცნობილი ფოტოს ავტორს, რომლის ვინაობა სადავოა.
ჯული პოსეტი — დეზინფორმაციის მკვლევარი, რომელიც ამჟამად მარია რესას პროექტ, Information Integrity Initiative-ს ხელმძღვანელობს.
რეიჩელ კორპი — ITN-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც გაიარა გზა სტუდენტი ფრილანსერობიდან ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე სანდო საინფორმაციო ორგანიზაციის მართვამდე.
ჯეიკ ფრიდმანი — კრეატიული მეწარმე, რომელმაც საკუთარი ხმის ჩამწერი ლეიბლი 19 წლის ასაკში დააარსა და მუსიკას, თეატრსა და კინოს აკავშირებს.
ჯონ ლი ანდერსონი — The New Yorker-ის ჟურნალისტი და ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო კორესპონდენტი.
ელაიზა ანიანგვე — ემის მფლობელი კამერუნელი ჟურნალისტი, რომელიც გენდერისა და ძალაუფლების საკითხებზე მუშაობს.
წელს თიბისიმ ფესტივალში ჩართულობა კიდევ უფრო გააფართოვა და ZEG-ის მოხალისეთა პროგრამის მხარდამჭერი გახდა. ეს პარტნიორობა თიბისის ახალი თაობის მხარდაჭერის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ისეთი სივრცეების შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, პროფესიული უნარების განვითარებასა და გლობალურ დიალოგში აქტიურ მონაწილეობას.
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი, თბილისში 2027 წლის 4-6 ივნისს დაბრუნდება. მანამდე კი, 2026 წლის შემოდგომაზე, ZEG-ის ღონისძიებას ამსტერდამი და ნიუ-იორკი უმასპინძლებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები