გადაიღე ფინტი და გახდი PS5-ის მფლობელი — sCoolApp-ისა და GUPSPORT-ის ვიდეოკონკურსი დაიწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი მოსწავლეების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად, sCoolApp-ისა და GUPSPORT-ის ერთობლივი ვიდეოკონკურსი დაიწყო, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს შეუძლიათ, საკუთარი საფეხბურთო უნარები ფართო აუდიტორიას გაუზიარონ და მთავარი პრიზის — Sony PlayStation 5-ის მფლობელები გახდნენ.
კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა გადმოწერონ GUPSPORT-ის აპლიკაცია, გაიარონ რეგისტრაცია, სრულად შეავსონ პროფილი და 15 ივლისის ჩათვლით ატვირთონ საფეხბურთო ვიდეო ჰეშთეგით #sCoolApp.
კონკურსში მონაწილეობის მიღება 6-დან 16 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. მონაწილეებმა უნდა ატვირთონ ორიგინალური ვიდეო, რომელიც მათ მიერ არის გადაღებული და რეალურ საფეხბურთო მომენტებს ასახავს. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ, როგორც ვარჯიშისა და ტექნიკის ამსახველი კადრები, ისე თამაშის გამორჩეული ეპიზოდები — ეფექტური ფინტები, დრიბლინგები, შთამბეჭდავი გოლები თუ მეკარის დასამახსოვრებელი სეივები.
ფინალისტების შერჩევისას ჟიური ვიდეოებს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს, მათ შორის: საფეხბურთო უნარები, კრეატიულობა, ვიდეოში გადმოცემული ემოცია, გამარჯვების ჟინი და ნამუშევრის ტექნიკური ხარისხი.
შესარჩევი პროცესი რამდენიმე ეტაპად გაიმართება. 16-20 ივლისს ჟიური ატვირთულ ვიდეოებს შეაფასებს და 10 ფინალისტს გამოავლენს. 21 ივლისიდან კი GUPSPORT-ის პლატფორმაზე ხმის მიცემა დაიწყება — გამარჯვებულს მომხმარებლები გამოავლენენ.
დაჯილდოების ცერემონია 1 აგვისტოს გაიმართება — გამარჯვებულს მთავარი პრიზი, Sony PlayStation 5 გადაეცემა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კონკურსში ჩასართავად ეწვიეთ GUPSPORT-ის აპლიკაციას.
GUPSPORT არის სპორტის ტალანტების ქსელი — ინოვაციური პლატფორმა, რომელიც სპორტსმენებს კარიერულ განვითარებაში ეხმარება. ეს არის სივრცე, სადაც ტალანტების აღმოჩენა და შერჩევა მონაცემებზეა დაფუძნებული და არა გეოგრაფიულ საზღვრებსა ან პირად კონტაქტებზე.
გაპსპორტზე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი სპორტული პასპორტი — ვერიფიცირებული პროფილი, სადაც გროვდება მათი სტატისტიკა, ვიდეოები, განვითარების დინამიკა და მიღწევები. ამ ინფორმაციის გაზიარება შესაძლებელია, როგორც კონკრეტულ პროფესიონალებთან — სკაუტებთან, აგენტებთან და კლუბებთან, ისე უფრო ფართო აუდიტორიასთან, მათ შორის გულშემატკივრებთან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები