თეგეტამ დეილი ჯგუფს საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგმა დეილი ჯგუფს, რომელიც FMCG სექტორში ისეთ ცნობილ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა: SPAR, დეილი, მაგნიტი, კალათა, ფლიტ მენეჯმენტის ფარგლებში, FAW-ის ბრენდის 50 ერთეული სატვირთო ტექნიკა მიაწოდა. ეს არის პირველი მსხვილი პროექტი მას შემდეგ, რაც თეგეტა ჰოლდინგმა ახალი ბრენდი საქართველოს ბაზარზე შემოიყვანა. საუბარია FAW Tiger-ის მოდელის სადისტრიბუციო სატვირთო ავტომობილებზე, რომლებიც დეილი ჯგუფის სუპერმარკეტების ქსელის ლოგისტიკურ ოპერაციებს მოემსახურება.
ბექა ბერიძე, თეგეტა ჰოლდინგის სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: “თეგეტა მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ ბაზარს შესთავაზოს სხვადასხვა სეგმენტის ავტომობილები, რომლებიც მაქსიმალურად პასუხობს ბიზნესის საჭიროებებს. FAW-ის კომერციული მიმართულება სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია — ეს არის ბრენდი, რომელიც გამოირჩევა ოპტიმალური ფასისა და შესაძლებლობების კომბინაციით და განსაკუთრებით საინტერესოა ლოგისტიკისა და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის.
FAW გამოირჩევა ხარისხისა და ფასის საუკეთესო პროპორციით. ვფიქრობთ, FAW-ის გამძლეობის, გამოცდილებისა და თეგეტას სერვისის ინფრასტრუქტურის გამო ჩვენი პარტნიორობა ძალიან წარმატებული იქნება“.
ფოტო: თეგეტა
კომპანიებს შორის გარიგება ფლიტ მენეჯმენტის სერვისსაც მოიცავს, რაც ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, გამართულობის კონტროლსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას აერთიანებს. ბიზნესისთვის ეს ნიშნავს წინასწარი დიდი ინვესტიციის გარეშე მუშაობას, ხარჯების ზუსტ დაგეგმვასა და ძირითად საქმიანობაზე ფოკუსირების შესაძლებლობას. ამ ეტაპზე, თეგეტა ჯამში 37 კომპანიის 400-მდე ავტომობილს უწევს ფლიტ მენეჯმენტის მომსახურებას.
პეტრე წაქაძე, თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: “დეილი ჯგუფთან გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში, ეს არის დიდი მოცულობის პროექტი, რომელიც აჩვენებს, რომ ქართული ბიზნესი უფრო აქტიურად გადადის თანამედროვე ფლიტ მენეჯმენტის მოდელზე. მეორე მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ FAW-ის კომერციულ ავტომობილებს უკვე რეალურ ოპერაციებში იყენებს, ისეთი მსხვილი ბიზნესი, როგორიც არის დეილი ჯგუფი. ეს ქმნის კარგ მაგალითს ბაზრისთვის და ადასტურებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ეფექტიანია.
ფლიტ მენეჯმენტი დღეს უკვე ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან კომპანიებს საშუალებას აძლევს, ავტომობილების მართვა პროფესიულ და სისტემურ მოდელზე გადაიყვანონ. 5-წლიან პერსპექტივაში, ამ მიდგომით ბიზნესს შესაძლებლობა აქვს მსუბუქ ავტომობილებზე ხარჯების 15% დაზოგოს, მძიმე ტექნიკაზე კი 20-25%.
დეილი ჯგუფის შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ავტომობილების მიწოდებაზე — ეს არის სრულფასოვანი ფლიტ მენეჯმენტის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ავტომობილების მიწოდებას, ტექნიკურ მომსახურებას, ოპერაციულ მართვასა და ხარჯების მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას“.
ფოტო: თეგეტა
დეილი ჯგუფისთვის ეს პროექტი არ არის მხოლოდ ავტოპარკის განახლება — ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიის საოპერაციო ეფექტიანობისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
იოსებ ბაჩი ჩხაიძე, დეილი ჯგუფის მიწოდების ოპერაციების ხელმძღვანელი: “თეგეტასთან თანამშრომლობა ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობაა, რომელიც მიზნად ისახავს ოპერაციული ეფექტიანობისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ ვიყენებთ ჰიბრიდულ მოდელს — ავტოპარკის ტექნიკურ მომსახურებასა და მოვლა-პატრონობას თეგეტა უზრუნველყოფს, ხოლო საწვავის მართვა, მარშრუტების დაგეგმვა და მძღოლების ოპერირება დეილი ჯგუფის შიდა კონტროლს ექვემდებარება. ეს მიდგომა გვაძლევს ეფექტიანობისა და კონტროლის დაბალანსებულ კომბინაციას, ამცირებს ადმინისტრაციულ დატვირთვას და გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს.
რაც შეეხება FAW-ის ბრენდის არჩევას, ეს განპირობებული იყო სანდოობით, ოპერაციულ მოთხოვნებთან შესაბამისობითა და ეკონომიკური ეფექტიანობით. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საოპერაციო ლიზინგის კონკურენტუნარიანმა პირობებმა და მიწოდების მოკლე ვადებმა, რაც სწრაფი მასშტაბირების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თეგეტასთან თანამშრომლობა ჩვენთვის ნიშნავს სანდო და გრძელვადიან პარტნიორობას, რომელიც დაფუძნებულია პროფესიონალიზმსა და ხარისხზე და პირდაპირ აისახება ჩვენი სერვისის ხარისხსა და კომპანიის განვითარებაზე“.
FAW (First Auto Works Jiefang) ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია, რომელიც სატვირთო ტექნიკას 1953 წლიდან აწარმოებს. მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში თეგეტა ჰოლდინგი მიმდინარე წელს გახდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები