ოქტოპუსი: თუ "ტვ იმედი" და გია აბაშიძე ცილისწამებისთვის ბოდიშს არ მოიხდიან, სასამართლოში ვუჩივლებთ
"ოქტოპუსის" YouTube-არხზე "გაცოცხლებულ შოუში" გაჟღერებულ ხუმრობას, რომელიც, მათი განმარტებით, გამოგონილ პერსონაჟ რაპუნცელსა და ლეიკემიას ეხებოდა, კრიტიკა მოჰყვა. გუნდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავენ, რომ ეს იყო იმპროვიზირებული "შავი იუმორი", რომელსაც მიზნად ონკოპაციენტების შეურაცხყოფა არ ჰქონია, თუმცა შექმნილი უხერხულობის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდიან.
"ოქტოპუსი" ასევე წერს, რომ თუ ტელეკომპანია "იმედი" და გია აბაშიძე ცილისწამებისთვის ბოდიშს არ მოიხდიან, სასამართლოში უჩივლებენ.
"გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი გადაცემა "გაცოცხლებულიდან" გაჟღერებულ ხუმრობას, სადაც იუმორისტულ თემებს აგზავნის მაყურებელი და ჩვენ იმპროვიზირებულად ვხუმრობთ.
თემაზე "ზღაპრები რომ ცუდად მთავრდებოდეს" ჩვენმა ერთ-ერთმა მონაწილემ გამოგონილ პერსონაჟ რაპუნცელზე იხუმრა, რომ მას თმა ლეიკემიის გამო არ აქვს, რაც იყო შავი ხუმრობა, რომელიც არანაირად არ ისახავდა მიზნად ონკოპაციენტების დაცინვას, თუმცა გვესმის რომ ეს ხუმრობა ადამიანებისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო მტკივნეული და გვინდა ყველა ადამიანს, ვისაც ამ ხუმრობით ტკივილი მიადგა ან ეწყინა, ბოდიში მოვუხადოთ.
ონკოპაციენტები ჩვენც გვყოლია ოჯახში, სანათესაოშიც და ჩვენთვისაც ეს თემა სენსიტიურია, უბრალოდ ვცადეთ იუმორით შეგვეხედა ამ ყველაფრისთვის და სხვა განზრახვა მიზნად არ გვქონია.
აქვე განვმარტავთ რომ არცერთი ჩვენი სპონსორი და წარმდგენი შინაარსობრივ მხარეში მონაწილეობას არ იღებს და პასუხისმგებლობას მთლიანად იღებს ოქტოპუსის გუნდი, რადგან ჩვენ სარედაქციო დამოუკიდებლობა გვაქვს და კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს მეგობრებო.
რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედს" და გია აბაშიძეს, თუ ბოდიშს არ მოიხდიან იმ ცილისწამებისთვის, რომელსაც მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი, რომ თითქოს ეს ხუმრობა მიმართული იყო ლეიკემიანი ბავშვების დაცინვისკენ, მაშინ სხვა გზა არ დაგვრჩება გარდა იმისა რომ მათ სასამართლოში ვუჩივლოთ.
ეს ცილისწამებაც ბოლო დღეებში აგორებული შავი პიარის ნაწილია, რაც განზრახ ისახავს ჩვენთვის რეპუტაციული ზიანის მოყენებას", — აღნიშნულია "ოქტოპუსის" განცხადებაში.
"ოქტოპუსის" განცხადებამდე, სოციალურ ქსელში სპეციალური მიმართვა გაავრცელეს ონკოპაციენტი ბავშვების მშობლებმა და მათი ოჯახის წევრებმა. ისინი გადაცემაში გაჟღერებულ შინაარსს შეურაცხმყოფლად მიიჩნევენ და პროექტის ავტორებსა და სპონსორებს საჯარო რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
"ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია, მკურნალობის პროცესში ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტის სასაცილოდ წარმოჩენა და ადამიანების პირადი ტრაგედიის "შავ იუმორად" გარდაქმნა უცენზურო და შეურაცხმყოფელია.
მიუხედავად ჩვენი შვილების უმძიმესი დაავადებებისა და პირადი ტრაგედიებისა, იუმორი არ დაგვიკარგავს და ჩვენც გვეცინება ხარისხიან ხუმრობებზე, მდაბიო იუმორს გვერდს ვუვლით, თუმცა მსგავსი შეურაცხმყოფელი და მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებების სასაცილოდ წარმოჩენა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ვგმობთ მსგავს დამცინავ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს ჩვენი შვილების და თითოეული ონკოპაციენტის მიმართ და გადაცემის ავტორებსა და წამყვანებს, მათ შორის: Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს, ნიკა შევარდნაძეს და მათ კოლეგებს ვთხოვთ, გაიაზრონ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს", — აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ნინი მთვარაძე,
- მარიამ მითაიშვილი,
- თამუნა ჩახმახაშვილი,
- ნინო ელბაქიძე,
- სოფო ელოშვილი,
- თაკო თეზელაშვილი,
- ირმა გოგოლაძე,
- ირმა შენგელია,
- ინგა იაკობაძე,
- მეგი წაქაძე,
- ელზა ფარცვანია,
- ნათია ხიზამბარელი,
- ნანიკო ტორონჯაძე,
- დარეჯან სურმანიძე,
- ლია მესხიძე,
- ლალი ნარუშვილი,
- ანნა სააკაძე,
- ლელა ლომიძე,
- მევლუდი ჭულუხაძე,
- რუსუდან გიორგაძე,
- ნანა კუბლაშვილი,
- ბელა შუბითიძე.
სამთავრობო ტელეკომპანია "იმედს" და გია აბაშიძეს საპასუხო განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებიათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები