შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის მოუწოდებს, გაემიჯნოს ანგარიშს, სადაც, მისი თქმით, ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაა
"ევროპარლამენტის ანგარიშში ეკლესიის მოხსენიება რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში წარმოადგენს ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველი ღია თავდასხმაა", — ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ უპირისპირდება. ის პირდაპირ ეხება საქართველოს სახელმწიფოს მეორე ისტორიულ საყრდენს — საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას".
"ანგარიშში ეკლესიის მოხსენიება რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში წარმოადგენს ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველ ღია თავდასხმას და შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს. ამასთან, ეს საშიში პრეცედენტი აჩენს განცდას, რომ ევროპარლამენტს, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც პირველს მოასინჯინეს ნიადაგი მსგავსი თავდასხმებისთვის.
ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ერთდროული შეტევა არსებითად არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე.
...მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, აქვე გაემიჯნოს მსგავს თავდასხმას. აქ პილატესავით ხელს ვერავინ ვერ დაიბანს ამ უმსგავსო ქცევაში საქართველოს ხალხის და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ამ საქართველოს ეკლესიაზე ევროპარლამენტის მხრიდან თავდასხმაზე არგამიჯვნა ნიშნავს მასზე დათანხმებას და სწორედ ასე განვიხილავთ სამომავლოდ ამგვარ მიდგომებს", — განაცხადა შალვა პაპუშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას.
შალვა პაპუაშვილი საუბრობდა ევროპარლამენტის ანგარიშზე საქართველოს შესახებ, მასზე დაყრდნობით რეზოლუცია ევროპარლამენტმა 2026 წლის 17 ივნისს მიიღო. დოკუმენტი ეხებოდა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, დეზინფორმაციასა და რუსეთის გავლენის ქსელებს. სწორედ ამ დოკუმენტში იყო ნახსენები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის რელიგიური გავლენის კონტექსტში. რეზოლუციის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე იყო.
"საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ გავლენიან ინსტიტუტად რჩება ქართულ საზოგადოებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი დისკურსის ჩამოყალიბებაში. [ევროპარლამენტი] გამოთქვამს შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების, როგორც საქართველოში დეზინფორმაციისა და გავლენის ოპერაციების არხების გამოყენების შესახებ, პროევროპული ორიენტაციისა და დემოკრატიული მდგრადობის შელახვის მიზნით", — წერია რეზოლუციაში.
თავად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2026 წლის 5 მაისს, როდესაც AFET-ის კომიტეტმა ანგარიში დაამტკიცა, განაცხადა, რომ დოკუმენტი შეიცავდა თავდასხმას "საქართველოს სახელმწიფოზე, საზოგადოებასა და ღირებულებებზე, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე".
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები