ვახო სანაიას შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოქალაქე ზურაბ ოსიყმაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვახო სანაიას მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერისთვის მოქალაქე ზურაბ ოსიყმაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს. განაჩენი 53 წლის ხელოსანს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოუტანა.
"შენი მიშას **თ ნაცემი დედას შე**ცი," — ოსიყმაშვილმა კომენტარი თინათინ თოფურიას პოსტის ქვეშ დაწერა. თინათინ თოფურიას სოციალური მედიის ანგარიში "მითების დეტექტორის" სტატიებში ფიგურირებს. მათი ინფორმაციით, ის ხშირად ავრცელებს პროპაგანდისტულ პროსამთავრობო დეზინფორმაციას.
ვიდეოში, რომლის დაკომენტარების გამოც ოსიყაშვილს ედავებოდნენ, ვახო სანაიაა ასახული წარწერით "ვახო სანაია ახალ სამშობლოს უმღერის", ხოლო ვიდეოს ფონად სომხურენოვანი სიმღერა გასდევს.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ოსიყმაშვილი სასამართლო პროცესზე ადვოკატის გარეშე მივიდა. მან არ იცოდა რაზე იყო დაბარებული და დეტალების გარკვევის შემდეგ ეგონა, რომ ვახო სანაიამ უჩივლა. ოსიყმაშვილის წინააღმდეგ სასამართლო ოქმი სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველომ შეადგინა.
"ინვალიდი ძმა მყავს. ავადმყოფი დედა. მარტო 1500 ლარის წამლები სჭირდება, თირკმლები აწუხებს. 2000 ლარს როგორ გადავიხდი, ფაქტობრივად, მე ვარ ოჯახში ერთადერთი შემომტანი," — განაცხადა ოსიყმაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან".
აღნიშნული სასამართლო დავა ვახო სანაიასთვისაც უცნობი იყო. მისი თქმით, საქმის შესახებ მედიიდან შეიტყო. სანაიას განცხადებით, "რეჟიმის საქმე არ არის, ვინ რას დაწერს".
"ჩემი პოზიცია არის ის, რომ დაანებონ ამ ხალხს თავი. რეჟიმის საქმე არ არის, ვინ რას დაწერს. ეს არის ბრძოლა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, რაღაც ტაქტიკური ჩანაფიქრებით. ადამიანებს არ უნდა აკისრებდნენ ამ ჯარიმებს. კომენტარების გამო ადამიანების დაჯარიმება არ შეიძლება.
ეს არის ტოტალიტარიზმისთვის დამახასიათებელი ფაქტი, როდესაც ადამიანებს ტოტალურად აკონტროლებენ, რათა მათ აზრი ვერ გამოთქვან და ჩაახშონ ყველანაირი აზრი, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს გამოხატული. სახელმწიფოს საქმე არ არის, ვინ რასში იგრძნობს თავს შეურაცხყოფილად," — განუცხადა ვახო სანაიამ "რადიო თავისუფლებას".
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები