კაილი ჯენერის ყოფილი მზარეულის თქმით, გადატვირთული სამუშაოს გამო მუცელი მოეშალა
ფოტო: LADbible
კაილი ჯენერს სამუშაო პირობების გამო უკვე მესამე თანამშრომელი უჩივის. მოდელის ყოფილმა პირადმა შეფმზარეულმა ლოს-ანჯელესის უზენაეს სასამართლოში სარჩელი 22 ივნისს შეიტანა. საჩივარი ორ ათეულზე მეტ პუნქტს მოიცავს, მათ შორის: დისკრიმინაციას, შევიწროებას, მორალურ ზიანს, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებასა და კუთვნილი ხელფასის გადაუხდელობას.
შეფმზარეული, რომელიც ამ პოზიციაზე 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის მარტამდე მუშაობდა, აცხადებს, რომ მას ზეგანაკვეთურ შრომას, ფიზიკურად მძიმე დავალებებსა და მაღალი პასუხისმგებლობის ღონისძიებების ორგანიზებას ავალებდნენ. ეს ხდებოდა იმის მიუხედავად, რომ მან ჯენერსა და მის მენეჯმენტს აცნობა თავისი რისკიანი ორსულობის შესახებ, რომელიც შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნას მოითხოვდა.
ფოტო: Vogue
მოსარჩელის თქმით, ორსულობის პერიოდში ის ხელმძღვანელების მხრიდან სიტყვიერ აგრესიასა და არასათანადო მოპყრობას განიცდიდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2024 წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც შეფმზარეულს მძიმე საკვები პროდუქტების დამოუკიდებლად ტარება დაავალეს. შედეგად შეფს თავბრუ დაეხვა, სუნთქვა შეეკრა და დაცვის თანამშრომლების დახმარება დასჭირდა. მოგვიანებით, მენეჯერმა მას ამ ქცევით კაილი ჯენერის აღელვების გამო უსაყვედურა.
როგორც შეფმზარეული ამბობს, 2025 წლის 1-ელ თებერვალს, ჯენერის შვილის დაბადების დღეზე, შეფმზარეულს კვლავ ზედმეტი სამუშაო დააკისრეს და დახმარების გამოყენებაზეც უარი უთხრეს, რის გამოც შეფი შუა ღონისძიების დროს მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ჩავარდა. იმავე ღამით, ხანგრძლივი და რთული სამუშაო დღის შემდეგ, შეფი ფიზიკურ გამოფიტვასა და სიმძიმეს გრძნობდა, მეორე დილით კი ძლიერი სისხლდენა დაეწყო. საავადმყოფოში მისულს ექიმებმა აცნობეს, რომ ნაყოფს გულისცემა აღარ უფიქსირდებოდა — ბავშვი დაკარგა.
კაილი ჯენერი შვილებთან ერთად
ფოტო: People
სამსახურში დაბრუნების შემდეგ, შეფმა მენეჯმენტს მუცლის მოშლის შესახებ შეატყობინა, რასაც მოჰყვა ბრალდება, თითქოს 1-ელი თებერვლის ღონისძიების შემდეგ მან ჯენერის სახლი არეული დატოვა. 2025 წლის 8 თებერვალს შეფმზარეულს კვლავ დაეწყო სისხლდენა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მენეჯერი მას ხშირად სთავაზობდა ნიუ-იორკში გადასვლას ოჯახთან ახლოს ყოფნის მიზნით. თუმცა, მას შემდეგ, რაც მან მენეჯერს ელექტრონული ფოსტით მისწერა და გადასვლის პროცედურა მოითხოვა, დამსაქმებლებმა მისი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გადასვლის შესახებ "საკუთარი სურვილით სამსახურიდან წასვლად" შეაფასეს, მიუხედავად იმისა, რომ მას მუშაობის გაგრძელება სურდა.
14 მარტს, სამსახურში დაბრუნებიდან მალევე, შეფმზარეულს აცნობეს, რომ ის კაილი ჯენერის სახლის მომსახურე პერსონალიდან მოხსნეს და 2025 წლის 31 მარტი მისი ბოლო სამუშაო დღე იქნებოდა. მომდევნო კვირას კი ჰკითხეს, თუ რა პირობებით დათანხმდებოდა ჯენერის მომავალ ღონისძიებაზე მუშაობას, რაზეც მან უპასუხა, რომ სამსახურიდან წასვლის განცხადება არასდროს დაუწერია და გაუგებრობაში იყო, რადგან თავი უკვე გათავისუფლებული ეგონა. მენეჯერი მას დაჰპირდა, რომ საკითხს გუნდთან ერთად განიხილავდა, თუმცა მოგვიანებით შეფს შეატყობინეს, რომ მათ შორის თანამშრომლობა ვერ შედგებოდა.
ფოტო: Sun
შეფმზარეული ირწმუნება, რომ მუშაობის პერიოდში მას არასდროს მიუღია კანონით გათვალისწინებული შესვენებები (როგორც კვების, ისე დასვენების), ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, სამგზავრო ხარჯების კომპენსაცია და ხელფასის ზუსტი ამონაწერი. სამსახურიდან გაშვების შემდეგ, მან დისკრიმინაციის, შევიწროების, არასათანადო მოპყრობისა და სახელფასო დარღვევების შესახებ მენეჯმენტ კომპანია Tri Star-ს აცნობა, რომელიც საქმეში თანამოპასუხედ ფიგურირებს.
2025 წლის 22 მაისს, Tri Star-ის წარმომადგენელმა შეფმზარეულს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა ხელშეკრულების პროექტი, რომელიც კაილი ჯენერისა და მისი კორპორაციების სახელით კომპენსაციის სანაცვლოდ დავის მოგვარებასა და სასამართლოში ჩივილზე უარის თქმას ითვალისწინებდა.
სასამართლო სარჩელში ჯენერი და სხვა მოპასუხეები ასევე დადანაშაულებულნი არიან იმაში, რომ მათ არ აღმოუჩინეს სათანადო მხარდაჭერა თანამშრომელს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, არასათანადო მოპყრობისა და მუშაობის გაგრძელების სურვილის შესახებ.
შეფმზარეული ითხოვს მიყენებული ზიანის, დაკარგული ხელფასისა და შეღავათების ანაზღაურებას, სასამართლო ხარჯების დაფარვას და საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას.
აღსანიშნავია, რომ კაილი ჯენერის წინააღმდეგ სასამართლოში ყოფილი თანამშრომლების მიერ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ანხელიკა ჰერნანდესი აპრილში შეტანილი სარჩელით სამსახურში რასის, ეროვნული წარმომავლობის, რელიგიისა და შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით დისკრიმინაციის გამო ჩიოდა. ხუანა დელგადო სოტო კი ჯენერს უკანონო გათავისუფლების, დისკრიმინაციის, შევიწროებისა და მორალური ზიანის მიყენების მუხლით უჩივის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები