"არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
"პრეზიდენტი ალიევი რომ ბრძანდებოდა საქართველოში, მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში", — გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის ამ სიტყვების შემდეგ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში.
გიორგი შარაშიძის თქმით, "არათუ ქვეყანა, ქართული ოცნებაც არ იმსახურებს ასეთ პრემიერს".
"პრეზიდენტი ალიევი რომ ბრძანდებოდა საქართველოში, მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში. როგორი პრემიერი არ ყოფილია საქართველოს მაგრამ ასეთი ნამდვილად არ ჰყოლია.
...პრემიერი, რომელიც არის ქვეყნის კონსტიტუციით პირველი პირი, მაგრამ თავად აღიარებს, რომ პარტიაში თურმე მეორე კაცია. სამარცხვინო თქვენსკენ მოიკითხეთ. თქვენ არაფერი არ მოგემატებათ ამ გამოძახებებით, ბატონო არჩილ, ზუსტად ისევე, ისეთივე არჩილ გორდულაძე დარჩებით, როგორიც ხართ. ტყუილად ნუ ირჯებით, ტყუილად ნუ ირჯებით, გეუბნებით.
უფრო მეტიც, ბატონო ირაკლი, არათუ ქვეყანა, არამედ აი, ქართული ოცნებაც არ იმსახურებს ესეთ პრემიერმინისტრს, პირდაპირ რომ გითხრათ, და დარწმუნებული ვარ, შეძახილებში კი მაგრები არიან, მაგრამ ძალიან ბევრი აქ მჯდომი დეპუტატი გულში მეთანხმება, რომ ეს ასეა, იმიტომ რომ არაერთხელ გვინახავს, როგორ ემიჯნებიან, ისინი და მათ შორის თქვენს ყოფილ კოლეგებს როგორ გაემიჯნენ და აი, ვნახავთ და ყველანი გავხდებით მოწმე იმისა, როგორ დადგება დრო და როგორც, გაგემიჯნებიან", — განაცხადა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან. ამის პარალელურად კი დარბაზში უკვე ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა.
მისივე ინფორმაციით, პარლამენტში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო, ყველაზე მეტად მათი თანაპარტიელი გიგა ფარულავა დაშავებული.
ფიზიკური დაპირისპირების შემდგე, გიორგი შარაშიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას თქვა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვინც ეს "ველურობა" ჩაიდინეს "დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ".
"ვაჟკაცობაზე, კაცობაზე გველაპარაკებიან. მე ნამდვილად არ მივესალმები, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კოლეგები არიან, მაგრამ, უბრალოდ, როგორ არ ვთქვა. მართლა ველურობა იყო, რაც ვიხილეთ, ჩვეულებრივი ძალადობა. პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან, დიდი ბოდიში, და ეხლა რა ჰგონიათ ამათ, რომ დაუსჯელები დარჩებიან? ან დიდი ბოდიში, პრემიერი რომ ზის დარბაზში, მთელი თავისი მთავრობით და შემადგენლობით, იმის ავტორიტეტი არ უნდა ჰქონდეს, რომ ადგეს და ამაზე განცხადება მივიდეს მიკროფონთან, ერთი წამი უნდა, ხო? ან შალვა პაპუაშვილს... არ აქვს იმის ავტორიტეტი, რომ საკუთარი ეს გუნდი, უბრალოდ, გააჩეროს? მიკროფონთანაც არ მიდიან არც ერთი და არც მეორე", — განაცხადა შარაშიძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები