6 ჩვევა ძილის გასაუმჯობესებლად
ფოტო: m
თუ დილით ისეთი შეგრძნებით იღვიძებ, თითქოს ძილის ნაცვლად მთელი ღამე აგურებს ეზიდებოდი, მარტო არ ხარ. ქრონიკული უძილობა კოშმარად გვექცა და უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად ჩვენვე ვუწყობთ მას საკუთარ თავს.
ძილის წინ მედიტაციაზე, ხალხურ მეთოდებზე, გვირილის ჩაის ბებიის დატოვებულ რეცეპტზე და სურნელოვან სანთლებზე ამ ბლოგში არ დაგელაპარაკები. როცა გონება დაღლილობისგანაა გადამწვარი და მოდუნებას ფიზიკურად ვერ ახერხებ, უფრო მარტივი და პრაქტიკული რჩევებია საჭირო.
აი, რამდენიმე მათგანი:
1. გაიღვიძე ერთსა და იმავე დროს (შაბათ-კვირის ჩათვლით)
ჩვენი ორგანიზმის შიდა საათს ყველაფერზე მეტად პროგნოზირებადობა უყვარს. როცა სამუშაო დღეებში დილის 8 საათზე დგები, უქმეებზე კი ლოგინში შუადღემდე კოტრიალობ, ორგანიზმი იბნევა. ამიტომ, მაშინაც კი, თუ ღამე გვიან დაიძინე, მაინც ჩვეულ დროს უნდა ადგე. შეიძლება იმ კონკრეტულ დღეს ცოტა გათიშულმაც იარო, სამაგიეროდ, საღამოს წვალების გარეშე ჩაგეძინება.
2. თუ ვერ იძინებ, არ დააძალო თავს!
დაწოლისას, თვალს თუ ვერ ხუჭავ და გონებას ვერ თიშავ, მისი წვალება, ლოგინში წრიალი და ჭერში ყურება ყველაზე დიდი შეცდომაა. ამ დროს თავს ისტრესავ, სტრესი და ნერვიულობა კიდევ უფრო მეტად გიშლის ხელს ჩაძინებაში.
თუ გრძნობ, რომ 20-წუთიანი მცდელობის შემდეგ მაინც ვერაფერი ქენი, უბრალოდ ადექი, გადი სხვა ოთახში და წაიკითხე რამე, წყალი დალიე, ფანჯარა გამოაღე და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქე. საძინებელში მხოლოდ მაშინ დაბრუნდი, როცა ყურადღების გადატანის შემდეგ თვალები თავისით დაგეხუჭება.
3. მოერიდე კოფეინს დღის მეორე ნახევარში
ყავის ნახევრად დაშლის პერიოდი ორგანიზმში დაახლოებით 6 საათია. ეს ნიშნავს, რომ თუ დღის 4 საათზე დალიე ბოლო ფინჯანი, ღამის 10 საათზე მისი ნახევარი ჯერ ისევ სისხლში გექნება და ნერვულ სისტემას გამოაფხიზლებს. მაშინაც კი, თუ გგონია, რომ ყავა შენზე არ მოქმედებს. ძილის ხარისხის შესანარჩუნებლად დღის 2 საათის შემდეგ ყავას და ენერგეტიკულ სასმელებს უბრალოდ აღარ უნდა გაეკარო.
4. მოერიდე ეკრანის შუქს
როცა დაძინებამდე სოციალურ ქსელებს სქროლავ, ტვინი სიგნალს იღებს, რომ ჯერ ისევ დღეა და მელატონინის გამოყოფას ბლოკავს. ამას ისიც ემატება, რომ ინფორმაცია, რომელსაც იღებს, დოფამინის გამოყოფასაც უწყობს ხელს, რაც ორგანიზმს საბრძოლო მზადყოფნაში აბრუნებს.
გამოსავალი მარტივია — დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე ტელეფონი საწოლისგან მოშორებით დაიდე.
5. საძინებელი მხოლოდ ძილის ადგილი გახადე
თუ საწოლში მუშაობ, ფილმებს უყურებ, წერ, ჭამ და ტელეფონსაც საათობით ათვალიერებ, ტვინისთვის საწოლი უბრალოდ სამუშაო სივრცე ხდება და აღარანაირი კავშირი დასვენებასთან აღარ აქვს.
როცა საწოლს მხოლოდ ძილთან აკავშირებ, ორგანიზმიც უფრო სწრაფად სწავლობს, რომ დაწოლისას მოდუნება შეუძლია.
6. საღამოს მძიმე ვახშამს მოერიდე
დიეტის კულტურამ რომ დაგვაჯერა, 6-ის მერე ჭამა მავნეაო, იმედია, მაგის აღარ გჯერა?!
ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზომიერებაზეა დამოკიდებული და იმაზე, შენ როდის იძინებ. ერთი რამ უნდა გახსოვდეს: ძალიან ცხიმიან ან დიდი ულუფით მიღებულ საკვებს ორგანიზმი ღამითაც აქტიურად ამუშავებს. ამის გამო ზოგჯერ დაძინებაც ჭირს და ძილიც უფრო ზედაპირული ხდება.
თუ გვიან მაინც გშია, უმჯობესია მსუბუქი საკვები აირჩიო.
ამ ჩვევებიდან თუნდაც სამის დანერგვა საკმარისია, რომ რამდენიმე დღეში დილა სულ სხვა ენერგიით დაიწყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები