როცა ტკბილი გინდება — 6 სასარგებლო ალტერნატივა
ფოტო: Magnific
ზედმეტი და გადამუშავებული შაქრის დიდი რაოდენობით მიღება რომ სასარგებლო არაა, ყველამ იცის უკვე. მაგრამ მისი აგრესიული აკრძალვაც არ მუშაობს. ტკბილის მოთხოვნილება ხშირად სუფთა წყლის ბიოლოგიაა — ორგანიზმს ან სწრაფი ენერგია სჭირდება, ან დოფამინის ნაკლებობას განიცდის.
და ისედაც, ხანდახან უბრალოდ გგონია, რომ მარწყვის ტორტის ერთი ნაჭრის გარეშე შეიძლება ვერც გადარჩე. ტრაგედიაც არ არის. კი, როცა შაქრით გატენილ ნამცხვარს შეჭამ, სისხლში ინსულინის დონე კატასტროფულად აიწევს და 30 წუთში დაღლასაც იგრძნობ, მაგრამ ხანდახან თავს შეგიძლია უფლება მისცე და სინდისის ქენჯნის გარეშე ისიამოვნო.
მთავარი აქ ბალანსის დაცვაა და ის, რომ ეს მარწყვის ტორტი ყოველდღე მაინც არ შეჭამო. ყველა სხვა დროს შეგვიძლია ტვინი ჭკვიანურად მოვიტყუოთ.
აი, 6 პროდუქტი, რომელიც ტკბილს ნამდვილად ჩაგვინაცვლებს:
ფოტო: Magnific
1. ფინიკი და ნუში
თუ მაინცდამაინც მძიმე, კარამელის მაგვარი სასუსნავი გინდა, ფინიკი საუკეთესო არჩევანია. ტკბილი კია, მაგრამ დიდი რაოდენობით უჯრედისსაც შეიცავს, რაც სისხლში შაქრის ათვისებას ანელებს. გახლიჩე ფინიკი, შიგნით 1-2 ნუში ჩადე და ისე შეჭამე — თხილეულის ჯანსაღი ცხიმები და ცილა შაქრის სისხლში გადასვლას კიდევ უფრო შეაყოვნებს.
2. ნამდვილი შავი შოკოლადი (70%+)
როცა შოკოლადი გენატრება, რძიანი ფილის ჭამა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა — მისი ძირითადი შემადგენლობა შაქარი და მცენარეული ცხიმია, კაკაო კი სიმბოლურად ურევია. შავი შოკოლადი სულ სხვა საქმეა — მკვეთრი, ინტენსიური გემო აქვს, თან მაგნიუმს შეიცავს, რომელიც ტკბილის მოთხოვნილებას აქრობს. რაც მთავარია, მისი მწარე გემოს გამო, 1-2 ნატეხზე მეტს ფიზიკურად ვერ შეჭამ.
3. კენკრა
ხილში შემავალი ფრუქტოზა ტკბილის მოთხოვნილებას შესანიშნავად აკმაყოფილებს, თუმცა აქაც სწორი შერჩევაა საჭირო. კენკრა (მარწყვი, ჟოლო, მოცვი) საუკეთესო არჩევანია — ძალიან დაბალკალორიულია, მაგრამ თან — განსაკუთრებული გემოც აქვს.
4. მაწონი ან ბერძნული იოგურტი ხილითა და თაფლით
ხშირად ტკბილი იმიტომ კი არ გვინდება, რომ მაინცდამაინც შაქრით გამოტენილი ტკბილეული გვენატრება, არამედ უბრალოდ გვშია და ტვინი ენერგიის მიღების ყველაზე სწრაფ გზას ეძებს. ამ დროს ცილისა და ბუნებრივი სიტკბოს მიქსი იდეალურია. ცილით მდიდარ ბერძნულ იოგურტში ან მაწონში ცოტა კენკრას თუ ჩაყრი, ერთ ჩაის კოვზ თაფლსაც თუ მოასხამ ან ბანანის ნაჭრებს დაუმატებ და ზემოდან დარიჩინსაც მოაყრი, ნამდვილ დესერტს მიიღებ, რომელიც გემრიელთან ერთად სასარგებლოც იქნება.
5. გამომცხვარი გოგრა ან ტკბილი კარტოფილი
გოგრაც და ტკბილი კარტოფილიც რთული ნახშირწყლებია, რომლებიც ორგანიზმს ენერგიას ნელ-ნელა, რამდენიმე საათის განმავლობაში აწვდიან. ღუმელში ან გრილში გამოცხობისას კი მათში არსებული ბუნებრივი შაქარი კარამელიზდება და საოცრად ტკბილიც ხდება. ზემოდან ცოტა ნიგოზს თუ მოაყრი, ტექსტურაც უკეთესი გახდება და კვებითი ღირებულებაც აიწევს.
6. დიდი ჭიქა წყალი
ალბათ უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჩვენს ორგანიზმს ხშირად წყურვილი და დეჰიდრატაციის ნიშნები შიმშილში ან ტკბილის მოთხოვნილებაში ერევა. სანამ მაცივარს გამოაღებ, მაინც გადაამოწმე, ხომ არ გწყურია? დალიე ერთი დიდი ჭიქა წყალი და 10 წუთი მოიცადე — იქნებ ის ტორტის ნაჭერი, მაცივარში მაცდურად რომ გელოდება, საერთოდაც არ გინდა?
სრულად თუ ვერ, არაჯანსაღი დესერტების ნაწილს მაინც ამ სასარგებლო ალტერნატივებით თუ ჩაანაცვლებ, სხეულიც და გონებაც მადლობას გადაგიხდის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები