ირაკლი კობახიძე

30 Jun. 2026, 11:26

"ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ვიზიტი, თავისი მნიშვნელობით არის ისტორიული ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს ისედაც ძალიან კარგი დინამიკა ჩვენს ურთიერთობებში, გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები და გვაქვს ძალიან მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა. ყაზახეთი არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორი და თქვენ იცით, რომ ზოგადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ რეგიონს — შუა აზიას, და ამ რეგიონში ყაზახეთის როლი, თქვენ მოგეხსენებათ, რომ არის განსაკუთრებული. ეს არის ძალიან მზარდი ეკონომიკა, ყველაზე დიდი ეკონომიკა რეგიონში.

შესაბამისად, ჩვენთვის ყაზახეთთან თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის დაკავშირებადობის კუთხით. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და, რა თქმა უნდა, ყაზახეთთან თანამშრომლობას ამ კუთხითაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თავისი მნიშვნელობით ეს არის ისტორიული შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სრულიად ახალ დონეზე გადადის ჩვენი ურთიერთობები ყაზახეთის რესპუბლიკასთან", — ირაკლი კობახიძემ მედიასთან ყაზახეთში ვიზიტზე ისაუბრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…