ISFED: სტრასბურგის სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტსა" და "გრანტების შესახებ" კანონზე საქართველოს მთავრობას კითხვები გაუგზავნა
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას კითხვები გაუგზავნა "სოციალური სამართლიანობის ცენტრის", მისი დირექტორის, ხუთი ადვოკატისა და სამი ბენეფიციარის საჩივართან დაკავშირებით. საქმე ეხება 2025 წლის ზაფხულში ორგანიზაციის მიმართ განხორციელებულ მონიტორინგის პროცესს, რომელიც "გრანტების შესახებ" კანონისა და "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის" (ე.წ. FARA) საფუძველზე ჩატარდა. ინფორმაციას ISFED ავრცელებს.
ISFED-ის ცნობით, განმცხადებლები ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული არაერთი ფუნდამენტური უფლების დარღვევაზე დავობენ, მათ შორის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის (მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების (მე-11 მუხლი), ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის (მე-13 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვისა (მე-14 მუხლი) და უფლებათა შეზღუდვის ფარგლების მიზნობრივი გამოყენების (მე-18 მუხლი) მუხლებით.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ კითხვებში პრაქტიკულად გაიმეორა მოსარჩელე მხარის ყველა ძირითადი მოთხოვნა და არგუმენტი. კერძოდ, სასამართლო პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით მთავრობისგან პასუხს შემდეგ საკითხებზე ითხოვს:
- აქვს თუ არა ორგანიზაციის "უცხო პრინციპალის აგენტად" რეგისტრაციის ვალდებულებას სტიგმის ეფექტი და შესაძლოა თუ არა ამას ორგანიზაციის საქმიანობაზე დამაზიანებელი გავლენა ჰქონდეს;
- საკმარისად განსაზღვრავს თუ არა კანონი "აგენტობის ურთიერთობას" უცხოურ პრინციპალებსა და მათ ადგილობრივ აგენტებს შორის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტად ფართო ან არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტაცია;
- შესაბამისობაშია თუ არა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით უცხოური გრანტის მიღებისთვის წინასწარი ნებართვის მოთხოვნა კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) მუხლების მოთხოვნებთან;
- პროპორციულია თუ არა ქართული FARA-სა და გრანტების შესახებ კანონის დარღვევისთვის დაკისრებული სანქციები გადაცდომის სიმძიმესთან?
ISFED წერს, რომ ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საჩივარს მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა. ეს ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს წინასწარი შეფასებით, ამ საქმეს შესაძლოა განსაკუთრებული გავლენა ჰქონდეს სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე.
ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული საჩივარი სხვა ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანალოგიურ სარჩელებთან გააერთიანა და მათ ერთობლივად განიხილავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები