რატომ ვერ ვიძინებთ ზაფხულშიც კი საბნის გარეშე?
ფოტო: Pinterest
თუ შენც იმ ადამიანების ჯგუფს მიეკუთვნები, ვისაც ზაფხულში, პაპანაქება სიცხეში, გარშემო ყველაფერი რომ იწვის და ჰაერიც თითქოს გაჩერებულია, ძილისას მაინც სჭირდება რამის მიფარება, ერთად ამოვხსნათ, რას უკავშირდება ეს უცნაური ქცევა.
ქცევა ერთი შეხედვით ალოგიკურიც კია, მაგრამ თითქმის ყველა ვაკეთებთ ამას — შეიძლება სრულად საბანში არ გავეხვიოთ, მაგრამ თხელ ზეწარს მაინც მივიფენთ ხოლმე, თუნდაც მხოლოდ მუცელზე ან ცალ ფეხზე.
პირველი მიზეზი წმინდა წყლის ბიოლოგიაა. ჩვენი სხეულის ტემპერატურა დღის განმავლობაში მუდმივად იცვლება. ჩაძინებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ორგანიზმი გაგრილებას იწყებს, რაც ტვინისთვის დაძინების სიგნალია.
ფოტო: Pinterest
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ძილის ღრმა ფაზაში, როცა სიზმრებს ვნახულობთ, სხეული ტემპერატურის რეგულირების უნარს პრაქტიკულად კარგავს. ტვინმა ეს იცის — თუნდაც ოთახში 35 გრადუსი იყოს, ჩვენი ქვეცნობიერი თადარიგს იჭერს. ეშინია, რომ სხეული გაიყინება და ამიტომ ითხოვს დამცავ ფენას — სტაბილურობის გარანტიას.
მეორე და კიდევ უფრო ძლიერი ფაქტორი ფსიქოლოგიურია. როცა კანზე თუნდაც ძალიან მსუბუქი ზეწრის შეხებას ვგრძნობთ, ჩვენი ტვინი მას, როგორც ფიზიკულ ჩახუტებას, ისე აღიქვამს. ეს მექანიზმი მომენტალურად ააქტიურებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რის შედეგადაც ორგანიზმში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონე მცირდება, ბედნიერებისა და ძილის ჰორმონების, სეროტონინისა და მელატონინის გამოყოფა კი პირიქით — აქტიურდება. ფაქტობრივად, საბანი სხეულს სიგნალს აძლევს, რომ უსაფრთხო გარემოშია და სრულიად მოდუნება შეუძლია.
ისე, თითქოს ბუნებრივიცაა ეს კავშირი, ბავშვობაში გვაქვს გამომუშავებული — აკვნიდან მოყოლებული, საბნის გადაფარება ყოველთვის მზრუნველობასთან და დაცულობასთან ასოცირდებოდა.
ფოტო: Pinterest
ჰოდა, რადგან ტვინს საბანი უსაფრთხოებისთვის სჭირდება, სხეულს კი სიცხისგან თავის დაღწევა უნდა, ჩვენი ინსტინქტები გენიალურ კომპრომისს პოულობს და მაგიტომაა, ერთ ფეხს საბნიდან გარეთ რომ ვყოფთ ხოლმე.
ჩვენს ხელისგულებსა და ფეხის ტერფებზე სპეციალური სისხლძარღვოვანი ქსელებია, რომლებიც სითბოს გაცემაზე აგებს პასუხს. ტერფის გარეთ დატოვებით სხეული ზედმეტ სიცხეს გასცემს, სხეულის ნაწილი კი საბნის ქვეშ რჩება და ჩახუტების შეგრძნებას ინარჩუნებს.
ასე რომ, თუ ზაფხულის ღამეს საბნის გარეშე ვერ იძინებ, არ გეგონოს, რომ უცნაური ჩვევა გაქვს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები