"ეს მთლიანად პოლიესტერი არაა" — გივი მიქანაძე სასკოლო ფორმებზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განათლების მისნიტრმა გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების ხარისხსზე ისაუბრა. მისი თქმით, "პოლიესტერზე იყო გამახვილებული ყურადღება, თუმცა ეს მთლიანად პოლიესტერი არაა, იქ არის გარკვეული კონცენტრაციები ბუნებრივ მასალებთან ერთად, რომელიც ფორმის ცვეთადობას ამცირებს".
"ეს არის ანტიალერგიული ქსოვილი და მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ პოლიესტერზე იყო გამახვილებული ყურადღება და საერთაშორისო პრაქტიკაშიც პოლიესტერი აქტიურად გამოიყენება, თუმცა ეს მთლიანად პოლიესტერი არ არის, იქ არის გარკვეული კონცენტრაციები სხვადასხვა ბუნებრივ მასალებთან ერთად და ეს არის იმ სტანდარტის შესაბამისი, რაც საერთო პრაქტიკაში არის დამკვიდრებული, რომელიც უნარჩუნებს ფორმას მოქნილობას, მის ცვეთადობას ამცირებს და რაც მთავარია, ყველა ფორმას – ეს იქნება პიჯაკი, ეს იქნება შარვალი, ეს იქნება ქვედაბოლო – აქვს სარჩული, ის არის ანტიალერგიული და ზუსტად დღეს თქვენთან ეთერში მოსვლამდე მე მქონდა შეხვედრა კომპანიასთან, რომელმაც უკვე პირველი ნიმუშები წარმოადგინა. ამ ნიმუშებს აქვს უკვე საერთაშორისო ხარისხის შესაბამისი ტესტირება ჩატარებული და ეს დასკვნები ითარგმნება უახლოეს დღეებში, თუმცა, რა თქმა უნდა, ხელშეკრულების მოთხოვნაა, რომ საქართველოში მოხდეს მისი ხარისხის შემოწმება და შესაბამისად, ეს ნიმუშები უკვე წარდგენილი იქნება ხარისხობრივ კონტექსტში და დარწმუნებულები ვართ, იმიტომ, რომ თვითონ ვიზუალშიც, ხარისხობრივადაც და როდესაც ვნახეთ და ეს გადაწყვეტილება ფორმა როგორი იქნებოდა, შემცველობა როგორი იქნებოდა, ერთ კონკრეტულ პირს არ მიუღია, ამაზე კომისიამ იმუშავა, სადაც ჩვენ გვყავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შესაბამისი დარგის ექსპერტი მოწვეული", — განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, 30-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოეწყო მშობლებთან შეხვედრები და მათი დამოკიდებულება სასკოლო ფორმების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური იყო. მიქანაძე ამბობს, რომ "საზოგადოება მიესალმება ამ ინიციატივას".
"სამი თვის წინ დავიწყე ასეთი პროექტი — მინისტრის შეხვედრა მშობლებთან და დაახლოებით 30-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიყავი ამ სამი თვის განმავლობაში, სადაც, მინდა გითხრათ, რომ საშუალოდ თითო შეხვედრას 300 მშობელი ესწრებოდა. ...ამ შეხვედრების ფორმატში მე არ მახსენდება ერთი ადამიანიც კი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად არ გამოეხატოს ის, რომ რა კარგია, რომ ფორმები შემოდის სკოლაში და ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო და ეს ასეთი მნიშვნელოვანია. ყოველთვის იყო წუხილი იმისი, რომ რატომ მხოლოდ პირველი და მეექვსე კლასი და რატომ არა ზედა კლასები და ამის შესახებ ჩვენ ძალიან მარტივი ახსნა ვუთხარით საზოგადოებას, რომ პირველიდან მეექვსე კლასში ვიწყებთ და იმიტომ, რომ ფორმის კულტურა საჯარო სკოლებში, გამონაკლისების გარდა, სადაც ნებაყოფლობით შემოიღეს, სულ რამდენიმე სკოლაა ასეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით – საჯარო სკოლებზე მაქვს საუბარი – ბავშვებისთვის ეს არის რაღაცა სიახლე და ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ეს ეტაპობრივად შემოვიტანოთ, ისინი შევაგუოთ იმ კულტურას, რასაც ფორმის კულტურა ჰქვია და ამიტომ წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასი გვეყოლება, ყოველ წელიწადს თითო კლასი დაემატება. იმიტომ, რომ მეექვსეკლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს, ის უკვე შეჩვეულია ამ ფორმას და უკვე მეშვიდე კლასს დავამატებთ ერთი წლის შემდეგ და აი ესე ეტაპობრივად, თითო წელს გავზრდით იმისთვის, რომ შემდგომში ყველა საფეხური სასკოლო მოვიცვათ ფორმით რამდენიმე წელიწადში და მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება მიესალმება ამ ინიციატივას. ამასთანავე, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია გითხრათ, რომ ფორმა იქნება უმაღლესი ხარისხის", — განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, სასკოლო ფორმების ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი, კერძო სკოლების ფორმებთან შედარებით და ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან უფრო ნაკლები ქულით, ერთ პიჯაკს და ორ შარვალს ბიჭის შემთხვევაში და ერთ პიჯაკს, ერთ შარვალს და ერთ ქვედაბოლოს გოგონას შემთხვევაში მიიღებს სრულიად უსასყიდლოდ.
2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. 1 801 000 სასკოლო ფორმა 3 ეტაპად შეიკერება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები