დუა ლიპამ აკრძალული წიგნების ბიბლიოთეკა გახსნა
ფოტო: Service95 / Instagram
ინგლისელმა პოპვარსკვლავმა დუა ლიპამ, რომელიც ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულითაც გამოირჩევა, წიგნების ცენზურასთან დაპირისპირება გადაწყვიტა. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა პორტუგალიის ქალაქ პორტუში, ლივრარია ლელუს წიგნის მაღაზიის ისტორიულ შენობაში ბიბლიოთეკა გახსნა. "ბიბლიოთეკა მანიფესტი", როგორც მას უწოდეს, აკრძალულ წიგნებს აერთიანებს და ცენზურასთან ერთად, "ძალაუფლებასა და დომინანტურ ნარატივებს" ეწინააღმდეგება.
ბიბლიოთეკა წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა. დუა ლიპას ინიციატივას მისივე შექმნილი პროექტი Service95 ახორციელებს, რომლის ერთ-ერთი მიმართულება წიგნის კლუბია. კლუბი ყოველთვიურად ირჩევს საკითხავ წიგნს, შემდგომ კი მის ავტორთან ლიპა ინტერვიუს წერს.
"როცა Service95-ის წიგნის კლუბი შევქმენი, ჩემი სურვილი იყო, მას მწერლები და მკითხველები საზღვრებს მიღმა გაეერთიანებინა", — აღნიშნავს მომღერალი, — "კითხვა ერთმანეთთან უფრო გვაახლოებს, მაგრამ ამის მომხრე, სამწუხაროდ, ყველა არაა. [ბიბლიოთეკაში] თქვენ შეხვდებით ას წიგნს, რომლებიც კითხვებს სვამს, ან თავად აღმოჩენილა კითხვის ნიშნის ქვეშ. ზოგიერთი მათგანი საგანმანათლებლო უწყებებმა იმის გამო აკრძალეს, რომ რასობრივ ან სექსუალობის თემატიკას შეეხება. სხვები, ლგბტქ მკითხველებისთვის განკუთვნილი წიგნები, დახლებიდან ჩამოიღეს. არის შემთხვევებიც, როცა მწერალმა თავისი სიტყვებისთვის საკუთარი სიცოცხლით ზღო.
"ეს ბიბლიოთეკა არის ტაძარი წიგნებისთვის, რომლებიც გაქრა, მწერლებისთვის, რომელთა გაბედულება ძალაუფლებისა და ბატონობის სისტემებს ფარდას ხდის, და მკითხველებისთვის, რომლებიც არ ემორჩილებიან მითითებას, თუ რა წიგნის წაკითხვაა ნებადართული. გეპატიჟებით ამ ბიბლიოთეკაში, სადაც თავად გადაწყვეტთ, რომელი წიგნების ადგილია თაროებზე. რადგან ზოგჯერ ყველაზე რევოლუციური ნაბიჯი წიგნის წაკითხვა და მასზე საუბარია".
ბიბლიოთეკაში განთავსებული წიგნების ასეულში ისეთ ცნობილ ავტორებსაც აღმოაჩენთ, როგორებიც არიან მარგარეტ ეტვუდი, სალმან რუშდი და ოლგა ტოკარჩუკი.
ლივრარია ლელუს ხელმძღვანელობის თქმით, მათი წიგნის მაღაზია უკვე 120 წელია, ერთ რწმენას ეფუძნება: რომ წიგნი თავისუფლების მექანიზმია.
"ახლა კი, საფრთხის წინაშე არა მხოლოდ წიგნების ბედია, არამედ საზოგადოების შესაძლებლობაც, წარმოიდგინოს და შექმნას საკუთარი მომავალი", — ამატებენ წიგნის მაღაზიაში.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები