"ტვ პირველი": გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
"ტვ პირველის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია, დააკავეს.
დღევანდელ ბრიფინგზე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "შესაძლოა, ის პირი, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი, უკვე დაკავებულიც იყოს".
"ბოლო დღეებში ერთ-ერთ პირზე იყო საუბარი, მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და, როგორც ამ წუთებში ჩემთვის ცნობილია, შესაძლოა, ის პირი, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი, უკვე დაკავებულიც იყოს", — თქვა მდინარაძემ.
ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, გიორგი მალანიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ლანჩხუთში ჩატარდა. შსს-ს დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ. თუმცა უწყების პრესსამსახურიში NEWS.On.ge-ს გიორგი მალანიას დაკავება დაუდასტურა. მათ ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე, გიორგი მალანიას დაკავებას თვეების განმავლობაში ითხოვდა. კუპატაძის ვერსიით, გიორგი მალანია იყო ადამიანი, რომელმაც თავდამსხმელებს გიგა ავალიანის მისამართი მიაწოდა.
"რომ არა გიორგი მალანია, შესაძლოა, დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი ყოფილიყო. ნია იმნაძე ამ ყველაფერს თავის მკვლელ შეყვარებულთან ერთად მაინც სისრულეში მოიყვანდა, თუმცა საქმე ისაა, რომ გიგა პირველ ოქტომბერს მოკლეს, ხოლო ორ ოქტომბერს ჩემი დაბადების დღეა და, სავარაუდოდ, სახლში ერთად წავიდოდით. გიორგი მალანიამ გიგა ავალიანის მკვლელობა დააჩქარა.
გარდა ამისა, გიორგი მალანია საქართველოში ყველაზე საშიში პიროვნებაა, რადგან სახეში გვიყურებდა მე და გიგას და იცოდა, რომ გიგას სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდა დარჩენილი. ბოლო მითითებები, ზუსტად არ ვიცი, რა, მაგრამ მითითებები მან მამასთან ერთად ალექსანდრე გაბაშვილს მისცა. ის მამასთან ერთად მანქანაში იჯდა, როდესაც ალექსანდრე გაბაშვილს ბოლო დეტალებს აწვდიდა. გაკვეთილის დროსაც უპასუხა ალექსანდრე გაბაშვილს. სავარაუდოდ, იმ დროს გიგა ჩაის გასაკეთებლად იყო გასული და ბავშვებთან ერთად გაკვეთილზე მყოფი ესაუბრებოდა მკვლელს," — აცხადებს ეკა კუპატაძე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები