მიკროფონებისთვის იომეს და საბოლოოდ ყველა ციხეში გაგვაერთიანა ბიძინამ — ლევან ხაბეიშვილ ოპოზიციაზე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში საპატიმროდან წერილს აქვეყნებს. პოლიტიკოსი ღიად საუბრობს ოპოზიციურ სპექტრში არსებულ დამოკიდებულებებზე, კოალიციურ მოლაპარაკებებსა და იმ მიზეზებზე, რის გამოც თავის დროზე პარტიული პოზიციები დათმო.
წერილის დასაწყისში ხაბეიშვილი ხაზს უსვამს, რომ მისთვის ენმ-ში მთავარი სტატუსი ხალხისგან მიღებული სიყვარული და მხარდაჭერაა. იგი იხსენებს შიდაპარტიულ არჩევნებში მოპოვებულ გამარჯვებას და აღნიშნავს, რომ მისი მთავარი მოტივაცია არა პირადი ამბიციები, არამედ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა იყო.
"რადგან საინტერესოა, გიპასუხებთ!
ჩემთვის სტატუსი და თანამდებობა ენმ-ში არის ხალხის სიყვარული, სითბო, ნდობა, მათი დამოკიდებულება. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ამ სიყვარულსა და ნდობაში ახლაც ბევრი ვერავინ შემეცილება.
შესაბამისად, ეს არის ჩემი სტატუსი და თანამდებობა ენმ-ში.
შიდა არჩევნებში 25 ათასი ხმა მივიღე და ისე გავიმარჯვე! ამდენ ხმაზე შიდა არჩევნებში კი არა, პარტიები ეროვნულ არჩევნებში ოცნებობენ.
კიდევ ბევრი დრო დასჭირდება, რომ ამხელა ნდობით, მანდატითა და შიდა დემოკრატიით აირჩიონ "ლიდერი".
მაშინაც ეს პოზიცია მქონდა და ახლაც ასე ვფიქრობ.
არჩევნების დროსვე განვაცხადე, რომ ამ პარტიის უპირობო ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და რადგან ის ტყვეობაშია, მხოლოდ ამიტომ ვმონაწილეობდი არჩევნებში და არა რაიმე ამბიციების გამო", — დაწერა ხაბეიშვილმა.
პოლიტიკოსი იხსენებს პერიოდს, როდესაც მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიუხედავად, დღის წესრიგში ოპოზიციის გაერთიანების საკითხი დადგა. მისი თქმით, სხვა ოპოზიციონერები მის ფიგურას სკეპტიკურად უყურებდნენ, რის გამოც მან საერთო ინტერესებიდან გამომდინარე პოსტი მარტივად დათმო, თუმცა რეალური ერთობა მაინც არ შედგა
"2024 წელს, როდესაც არჩევნები ახლოვდებოდა და ამასობაში სახის ძვლები დამილეწეს, ღმერთის წყალობით ინვალიდობას გადავრჩი, სწორედ მაშინ დადგა ოპოზიციის გაერთიანების საკითხი.
შიდა საუბრებში სხვა ოპოზიციონერები, ჩემთან ერთად, კოალიციას სკეპტიკურად უყურებდნენ. ჩემი "დონე" არ მოსწონდათ.
ამასთან, ივანიშვილის ქოცპროპაგანდა დილა-საღამოს მებრძოდა, მაშავებდა, ხოლო ამ ყველაფერს ოპოზიცია შიგნით იყენებდა და ცხადია ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტე. თანამდებობა, საარჩევნო სია (სადაც მეთოთხმეტე ვიყავი) ჩემთვის მეათეხარისხოვანი იყო. შესაბამისად, საერთო საქმისთვის გავიწიე.
თუ მე ვიყავი პრობლემა, რომ ბიძინაზე გაგვემარჯვა და ერთობა ყოფილიყო, აბა, ამ საკითხს როგორ დავაყენებდი კითხვის ნიშნის ქვეშ?! ხო და ხუთ წუთში ვთქვი, რომ მე გავიწევი და აგერ ბურთი და აგერ მოედანი. ცხადია, "მე" მიზეზი ვიყავი, თორემ არავინ არსად არ გაერთიანდა…
მიკროფონებისთვის იომეს და საბოლოოდ ყველა ციხეში გაგვაერთიანა ბიძინამ", — აღნიშნულია წერილში.
წერილი დასასრულს ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მომავალშიც არ აპირებს პროცესების შეფერხებას. იგი აღნიშნავს, რომ თავს ძლიერად გრძნობს და მზად არის ბრძოლა ხალხთან ერთად ბოლომდე მიიყვანოს, რადგან მისი უმავალესი მიზანი საკუთარი ქვეყნის სამსახურია
"არც მომავალში ვაპირებ, რაიმე პროცესში შემაფერხებელი ვიყო. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ძლიერად ვგრძნობ თავს და ისიც ვიცი, ენმ-სთან და ხალხთან ერთად, როგორ მივიყვან ბრძოლას ბოლომდე.
არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს! მე ვარ მოსამსახურე ჩემი ხალხის და შესაბამისად მათი სიყვარული და ნდობა არის ჩემი უმაღლესი თანამდებობა!
ერთადერთ რამეზე მაქვს "პრეტენზია", მაქვს ამბიცია, რომ ბევრი ვერ შემეჯიბრება საქმეში, ბრძოლაში და ხალხის ჩემდამი დამოკიდებულებაში. საერთოდ არ მგონია ახლა ეს საკითხი საინტერესო განსახილველი, მაგრამ რადგან ჩემგან დამოუკიდებლად აქტუალური გახდა ეს თემა, მეც გაგიზიარეთ ჩემი პოზიცია.
და მაინც, საქმეს მივხედოთ, საქმეს...", — დაწერა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს მესამე პრეზხიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლევან ხაბეიშვილს მისი არჩევნების წინ ინგლისურის არცოდნის გამო იწუნებდნენ.
"რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი "სვეცკი" ბაბლი დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ. ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივი ადამიანის ენით საუბარს, ხან რას, ხან რას. ჰოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპაში და ამერიკაში განათლება მიღებული თინა და "სვეცკებმა" ხმა მაინც არ მოგვცეს," — განაცხადა სააკაშვილმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები