GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა
ფოტო: GM PHARMA
საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ 27-წლიანი ისტორიის ახალ ეტაპზე განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა, რომლის მთავარი სიმბოლო დნმ-ია — კომპანიისთვის სიცოცხლის, პროგრესის, უწყვეტი განვითარების, სამეცნიერო სრულყოფისა და ინოვაციების ერთიანობის გამოხატულება. სწორედ ეს პრინციპები განსაზღვრავს GM PHARMA-ს საქმიანობასა და მომავალ ხედვას.
კომპანიაში აცხადებენ, რომ განახლებული ვიზუალური იდენტობა მხოლოდ ლოგოს ცვლილება არ არის. ის ასახავს იმ გზას, რომელიც GM PHARMA-მ დაარსებიდან დღემდე გაიარა — თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობა და ისეთი ხარისხის უზრუნველყოფა, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე მილიონობით მომხმარებელი და ჯანდაცვის პროფესიონალი ენდობა.
დღეს GM PHARMA რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ფარმაცევტულ პორტფელს ფლობს, რომელიც 130-ზე მეტ ბრენდსა და 220-ზე მეტ გამოშვების ფორმას მოიცავს, მათ შორის ძირითად თერაპიულ მიმართულებებსა და საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს.
2017 წლიდან კომპანია საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია როგორც გაყიდვების მოცულობით, ისე ღირებულებით. GM PHARMA 100-ზე მეტ პროდუქტს ექსპორტზე აწვდის საერთაშორისო ბაზრებს და წარმომადგენლობითი ოფისები აქვს თერთმეტ ქვეყანაში: უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, სომხეთში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, მონღოლეთში, თურქმენისტანში, ბელარუსსა და უკრაინაში.
ყოველწლიურად GM PHARMA-ს მედიკამენტებითა და საკვები დანამატებით 14 მილიონზე მეტი პაციენტი სარგებლობს უცხოეთსა და საქართველოში, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის პროფესიონალების მაღალ ნდობას ადასტურებს.
კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგია საერთაშორისო მასშტაბის კიდევ უფრო გაფართოებას ისახავს მიზნად. GM PHARMA გეგმავს გააძლიეროს თავისი პოზიციები ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და ცენტრალურ ამერიკაში, რაც კომპანიის გლობალური განვითარების ახალ შესაძლებლობებს ხსნის.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს საწარმო თბილისში კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული საწარმოა, რომელსაც მედიკამენტების მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლი აქვს. კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას — საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატს, საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატს, ISO 9001:2017-ს, ISO 17025-ს და სხვ.
დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია — მეცნიერულ მიდგომებსა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქციის მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომლებიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს. დღეს, როდესაც ფარმაცევტული ინდუსტრია ტექნოლოგიური განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, კომპანია აგრძელებს ინოვაციების დანერგვას და თანამედროვე ჯანდაცვის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას.
ჩვენ გვჯერა, რომ განვითარება უწყვეტია. ისევე, როგორც სიცოცხლე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები