მოსკოვი ისევ ძალის არგამოყენების შეთანხმებასა და ე.წ. "საზღვრების დელიმიტაციას" ითხოვს
ფოტო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი გაიმართა, რომელშიც საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, აშშ-ის და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით ჩატარდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მოსკოვი კვლავ ცდილობს თბილისს ოკუპირებულ სოხუმთან და ცხინვალთან ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმება აიძულოს და ამით საოკუპაციო რეჟიმებს "სუვერენული რესპუბლიკების" სტატუსი მიანიჭოს. კრემლი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობისა და გაეროში დევნილთა შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო.
"...რუსულმა მხარემ დაჟინებით მოუწოდა — დისკუსიების არსებული მანდატის შესაბამისად — მიღებულ იქნას პრაქტიკული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარ უსაფრთხოებას. საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას [საოკუპაციო რეჟიმებს] შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავებაზე. მისი გაფორმება არა მხოლოდ საგრძნობ იმპულსს მისცემდა საერთაშორისო დისკუსიების ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი იქნებოდა მთლიანად რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.
რუსეთისა და მისი აფხაზი და ოსი მოკავშირეების [საოკუპაციო რეჟიმების] მიერ შემოთავაზებული ნაბიჯების აქტუალობა იზრდება NATO-ს ბლოკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების ფონზე, რაც მოიცავს ამ აგრესიული ალიანსის მიერ ამიერკავკასიის ქვეყნის ტერიტორიაზე სწავლებებისა და სხვა სამხედრო-საწვრთნელი ღონისძიებების ჩატარებას.
რუსულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა "ადგილზე" არსებული შედარებით მშვიდი ვითარება, რაც საერთაშორისო დისკუსიების არსებული მოლაპარაკებების არხების სტაბილური მუშაობის დამსახურებაა. ეს მოიცავს რიტმულად ჩატარებულ რაუნდებს, 24-საათიან რეჟიმში მოქმედ "ცხელ ხაზებსა" და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე [საოკუპაციო ხაზთან], დასახლებულ პუნქტ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში რეგულარულად გამართულ შეხვედრებს. ხაზი გაესვა საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე [საოკუპაციო ხაზთან], დასახლებულ პუნქტ გალში, ანალოგიური მექანიზმის მუშაობის აღდგენის აუცილებლობას, ისევე როგორც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის [ე.წ. საზღვრების ბორდერიზაციის] პროცესის დაწყებას.
აქცენტი გაკეთდა თბილისის მხრიდან ჰუმანიტარული დღის წესრიგის ცალკეული საკითხებით მიმდინარე სპეკულაციების დაუშვებლობაზე, რაც სერიოზულად აფერხებს კონსტრუქციული დიალოგის ჩამოყალიბებას საერთაშორისო დისკუსიების ამ მნიშვნელოვან სეგმენტში. მორიგი რაუნდის წინა დღეს კვლავ იქნა მიღებული საქართველოს მიერ ყოველწლიურად წარდგენილი, უკიდურესად პოლიტიზებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ. ეს გაკეთდა იმ არსებული შეთანხმებების დარღვევით, რომლებიც ითვალისწინებს აღნიშნული თემატიკის განხილვას საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში და არა სხვა პლატფორმებზე, სადაც სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს არ აქვთ წვდომა და, შესაბამისად, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ქართულ მხარესთან ღია პოლემიკაში დაიცვან თავიანთი კანონიერი ინტერესები.
მიღწეულია წინასწარი შეთანხმება საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის მიმდინარე წლის ნოემბერში გამართვის შესახებ. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სესიას წინ უძღვის ეროვნული დელეგაციების კონსულტაციების სერია თანათავმჯდომარეებთან დედაქალაქებში", — წერია უწყების განცხადებაში.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 68-ე რაუნდი 2026 წლის ნოემბერში იგეგმება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები