ზურაბ მახარაძე შიო III-ს შეხვდა და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე ესაუბრა
პარტია კონსერვატორები საქართველოსთვის თავმჯდომარე, პრორუსი ზურაბ მახარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, შიო III-ს შეხვდა. ამის შესახებ მახარაძე სოციალურ ქსელში წერს და შეხვედრის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.
მისი თქმით, პატრიარქთან კონსტიტუციური მონარქიის, დემოგრაფიის, აბორტების, სუროგაციისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საკითხებზე ისაუბრა.
"დღეს მქონდა პატივი, შევხვედროდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს!
ვისაუბრეთ კონსტიტუციური მონარქიის, დემოგრაფიის, აბორტების, სუროგაციისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საკითხებზე.
პატრიარქისგან მივიღეთ კურთხევა, აღნიშნულ თემებზე ვისაუბროთ და ვიმუშაოთ!
გაგრძელდება ინტენსიური შეხვედრები საერო და სასულიერო პირებთან," — ვკითხულობთ მახარაძის განცახდებაში.
ცნობისთვის, პარტიაში კონსერვატორები საქართველოსთვის მონარქიის თემასთან დაკავშირებით დაპირისპირებაა.
24 ივნისს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ქარდავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ზურაბ მახარაძის პოზიცია ბატონ-ყმობისა და მეფის მოყვანის შესახებ" აბსურდულია და მხოლოდ "პარტიის მარგინალიზაციას, არასერიოზულობის განცდას" ემსახურება.
"ზურაბ მახარაძის პოზიცია ბატონ-ყმობისა და მეფის მოყვანის შესახებ, თანამედროვე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური რეალობის პირობებში, იმდენად აბსურდული და არარეალისტურია, რომ ამ ანაქრონიზმის ჩვენს პოლიტიკურ ძალასთან ასოცირება მხოლოდ მარგინალიზაციას, არასერიოზულობის განცდასა და იმ მრავალწლიანი შრომისა და ღვაწლის გაუფასურებას იწვევს, რომელიც ათასობით ადამიანს აქვს გაწეული.
მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც კონსერვატიული ღირებულებების აღზევება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოშიც, მმართველი ძალიდან დაწყებული და ნაციონალური მოძრაობით დასრულებული, არაერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს კონსერვატიულ ღირებულებებთან საკუთარი თავის გაიგივებას და ამ მზარდი პოლიტიკური ნიშის დაკავებას.
სამწუხაროა, რომ ზურას ეს მარტივი ჭეშმარიტება არ ესმის და ყველა შიდა თუ გარე გადაცემაში ამ დამაზიანებელ იდეას ჯიუტად იმეორებს, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ცხადია: ამ გზით არა თუ ახალი მხარდამჭერების შეძენა არაა შესაძლებელი, პირიქით, პარტიის აქტიური თანამებრძოლების აბსოლუტური უმრავლესობის უკმაყოფილებასაც იწვევს.
პოლიტიკური ორგანიზაცია "კონსერვატორები საქართველოსთვის" ერთგული რჩება იმ ღირებულებებისა და პოლიტიკური ხაზის, რომლებიც დაარსების პირველივე დღიდან აქვს გაცხადებული, და თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზით სვლას," — წერს ქარდავა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები