"უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი" — პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტივისტ ნინა სანდერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მე-9 თვეა ქალთა საპყრობილეში წამებასა და არაადამიანურ პირობებში იმყოფება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური "მორიგ ცილისმწამებლურ და პროვოკაციულ განცხადებას" უწოდებს, რომელიც "მიზნად ისახავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N5 პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის დისკრედიტაციას".
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნანა სანდერი დაწესებულებაში განთავსების დღიდან იმყოფება №5 პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მსჯავრდებულს გაეწია კონსულტაცია სხვადასხვა დარგის სპეციალისტის მიერ, მათ შორის სამოქალაქო სექტორის კლინიკაშიც.
მათი თქმით, ნანა სანდერი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი ყველა სამედიცინო სერვისით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური იმასაც წერს, რომ სანდერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიცრუე დასტურდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რომელთა გასაჯაროებისგანაც უწყება, მსჯავრდებულის ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე თავს შეიკავებს.
"მსჯავრდებული ნანა სანდერი პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, სიტყვიერად შეურაცხყოფს დაწესებულების მოსამსახურეებს.
შესაბამისად, სრულიად ლოგიკურად, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე ნანა სანდერის მიმართ ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა.
ნანა სანდერი უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი და საკვებიც მიეწოდება აღნიშნულის გათვალისწინებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის მიერ დაწესებულების მაღაზიაში შეძენილ იქნა არავეგანური პროდუქტი.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება!
ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.
ნანა სანდერის განცხადების საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა არაერთი სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმების ფარგლებში არ გამოვლენილა N5 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მსჯავრდებულ ნანა სანდერის უფლებების დარღვევის არც ერთი ფაქტი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსჯავრდებულ ნანა სანდერს თავი შეიკავოს ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც მიზნად ისახავს პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას", — წერია განცხადებაში.
მანამდე სოციალურ ქსელში #5-ე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდადებულის, ნინა სანდერის წერილი გავრცელდა, სადაც ის წერს, რომ შეიძლება 7 კვირაც ვეღარ იცოცხლოს, "რადგან მე-9 თვეა ქალთა საპყრობილეში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში იმყოფება".
"ქართველო ხალხო, თქვენი სახელით მომისაჯა დღეს სიკვდილით დასჯა უსამართლო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულო პოლიტპატიმარს, ემიგრანტს რომელსაც დაჭერით, მოკვლით, დასახიჩრებით, ფსიქიატრიულით ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნის დროს მემუქრებოდნენ, მაგრამ ვერ დამაშინეს და მაინც ჩამოვედი 4 ოქტომბრის ეროვნული კრებისთვის.
7 კვირაც შეიძლება ვეღარ ვიცოცხლო, რადგან მე-9 თვეა ქალთა საპყრობილეში ვიმყოფები წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, არაადამიანურ გარემოში. თქვენი სახელით მომისაჯეს 7 წელი — ერთი აბსურდული ბრალით, 3 წელი — მეორე აბსურდული ბრალით.
ციხეს კი არა მარტო, წამებას, გაუსაძლის ტკივილებს ვუძლებ მე-9 თვეა და არ გავაფორმე ე.წ. საპროცესო "პროკურატურასთან", არ დავიბრალე ის, რაც არ ჩამიდენია, მიუხედავად იმ არაადამიანური პირობებისა რაშიც ციხეში ჩემი დატყვევების პირველივე წუთებიდან ვიმყოფები.
საქართველოს მოქალაქეებს გეკითხებით — ერსაც და ბერსაც: აძლევთ სახელმწიფოს კრიმინალურ დაჯგუფებებს ჩემი ღირსების შელახვის, ჩემი წამების, ჩემი სიცოცხლის მოსპობის უფლებას? თუ თქვენი პასუხი იქნება არა, მაშინ გამოდით ქუჩებში და დამიხსენით წამებისგან, დამიხსენით ციხეში სიკვდილისგან.
ციხეში პოლიტპატიმრების ჯანმრთელობა განზრახ ზიანდება. ელენეს ჯანმრთელობაც განზრახ ზიანდება. ციხეში მისი მკურნალობის ილუზია არ უნდა გქონდეთ, მისი განთავისუფლებისთვის უნდა იბრძოლოთ და არა ციხეში მკურნალობისთვის, რომელსაც ვერასდროს მიიღებს ელენე ხოშტარია, რადგან ელენეს სიცოცხლის და მისი ჯანმრთელობის მოსპობა რომ იყო სახელმწიფოს მიზანი, ზუსტად ამიტომ დაატყვევეს და გამოკეტეს ქალთა მწამებელ საპყრობილეში.
მე აღარ მაქვს ციხეში ყოფნის უნარი — წამართვეს. ვიკრებ ბოლო ძალებს ჩემი ხმა მოგაწვდინოთ ჯერ თქვენ— ვისი სახელითაც მომისაჯეს სიკვდილი ციხეში და ვისი სახელითაც სჩადიან მე-9 თვეა სისასტიკეს", — წერს ნანა სანდერი.
შეგახსენებთ, რომ მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე წარდგენილ ბრალდებაში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები