"ორი წლის წინ, საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი" — თინა ბოკუჩავა საზოგადოებას ბოდიშს უხდის
ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ენმ-ს მოქმედმა თავმჯდომარმ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ "ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა ჰქონდა იმიტომ, რომ "2 წლის წინ, საზოგადოებას ვერ უთხრეს [ენმ-ამ] რეალური მიზეზი, რის გამოც ენმ-ში შეიცვალა თავმჯდომარე" და "ორი წლის თავზე ვალდებულად თვლის თავს, ხალხთან იყოს გულწრფელი". ამის გამო მას საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
"სხვათა შორის, მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა იმიტომ, რომ იმ კონკრეტულ მომენტში, ორი წლის წინ, საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი, რის გამოც "ნაციონალურ მოძრაობაში" შეიცვალა თავმჯდომარე. მე მომიწია, რომ ჩამენაცვლებინა ლევან ხაბეიშვილი. საზოგადოებას ახსოვს, რომ დასახელებული მიზეზი, რომელიც ჩვენ საზოგადოებას გავაცანით და მათ შორის ამ პროცესში მეც მივიღე მონაწილეობა. ახლა უკვე, ორი წლის თავზე ვალდებულად ვთვლი, რომ ხალხთან ვიყო გულწრფელი. მაშინ დასახელებული მიზეზი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა. გახსოვთ, რომ ლევანი არამხოლოდ სცემეს, არამედ აწამეს. კობახიძემაც კი დაადასტურა, რომ ის მაშინ იყო ნაწამები,
არავისთვის გასაკვირი არ იქნებოდა, მას დასჭირვებოდა კონკრეტული დრო რეაბილიტაციისთვის, მკურნალობისთვის, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი, თუმცა, მე ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი. ახლა თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა ამაზე, მეტიც თავად ლევანმა ისაუბრა ამაზე საჯარო პოსტებში, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოქვეყნდეს – რეალური მიზეზი უკავშირდებოდა იმას, რომ მაშინ ოპოზიციური გაერთიანების მცდელობა იყო და რიგი პოლიტიკური აქტორებისთვის, თითქოს ლევანი იქნებოდა მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი. ამან განაპირობა ეს ჩანაცვლება. ღიად დააფიქსირეს პრეზიდენტმაც და ლევან ხაბეიშვილმაც.
...ერთი რამ, რის მიმართაც მაქვს პრინციპული და გადაულახავი მიუღებლობა, ეს არის არაგულწრფელობა. მაშინ არ ვიყავი და ვერ ვიყავი გულწრფელი იმ დიდი მიზნების გამო, რაც გვეგონა მაშინ, რომ გვამოძრავებდა. ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმის გამო, რომ, მაშინ ვერ ვიყავით გულწრფელი. ვფიქრობ, ეს მოგვცემდა შესაძლებლობას, გაცილებით ჯანსაღად გვემართა პროცესები", — განაცხადა ენმ-ის მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "ფორმულას" ეთერში.
2 წლის წინ, ენმ-ის თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლების გარემოებებზე საქართველოს მე-3 პრეზიდენტმაც ისაუბრა. მისი თქმით, "სვეცკი" ბაბლი უწუნებდა [ლევან ხაბეიშვილს] ინგლისურის არცოდნას", მიიყვანეს "უცხო ენების მცოდნე, ევროპაში და ამერიკაში განათლება მიღებული თინა და "სვეცკებმა" ხმა მაინც არ მისცეს".
"შეგახსენებთ, რომ რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი "სვეცკი" ბაბლი დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ. ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივი ადამიანის ენით საუბარს, ხან რას, ხან რას. ჰოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპაში და ამერიკაში განათლება მიღებული თინა და "სვეცკებმა" ხმა მაინც არ მოგვცეს," — განაცხადა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი "ტვ პირველის" ეთერში.
სააკაშვილის შემდეგ, საკითხს, პატიმრობაში მყოფი ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილის გამოეხმაურა. მისი თქმით, "შიდა საუბრებში სხვა ოპოზიციონერებს მისი "დონე" არ მოსწონდათ".
"შიდა საუბრებში სხვა ოპოზიციონერები, ჩემთან ერთად, კოალიციას სკეპტიკურად უყურებდნენ. ჩემი "დონე" არ მოსწონდათ.
ამასთან, ივანიშვილის ქოცპროპაგანდა დილა-საღამოს მებრძოდა, მაშავებდა, ხოლო ამ ყველაფერს ოპოზიცია შიგნით იყენებდა და ცხადია ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტე. თანამდებობა, საარჩევნო სია (სადაც მეთოთხმეტე ვიყავი) ჩემთვის მეათეხარისხოვანი იყო. შესაბამისად, საერთო საქმისთვის გავიწიე", — დაწერა ლევან სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები