პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა
კრემლისტური პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, ბიზნესმენი მამუკა ფიფია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, ხელში ავტომატი უჭირავს, სამხედრო ფორმა აცვია, მკერდზე რუსული დროშა აქვს გამოსახული და ტანკზე ზის.
როგორც ფიფია აცხადებს, 2021 წელს, მოსკოვთან ახლოს, საბრძოლო ოფიცრებთან, ვეტერანებთან და სამხედრო სპეციალისტებთან ერთად სამხედრო-პატრიოტული კლუბი "არმატა ტური" შექმნა, სადაც "ახალგაზრდა მებრძოლების" გადამზადება ხდება. ვიდეოდან ცნობილი ხდება, რომ ამ კლუბში "წვრთნა" 10 000-მდე ახალგაზრდამ გაიარა.
"თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის მოემზადე. ამიტომ აქ ყველაფერი მაქსიმალურად მიახლოებულია რეალობასთან, უბრალოდ აქ ფუჭი ვაზნებით ისროდნენ. ომში ჯერ არ წავსულვარ, ნუ ნერვიულობთ. მაგრამ თუ საჭირო იქნება — წავალთ კიდეც", — ამბობს ფიფია.
ამავე ვიდეოსთან ერთად ის ტექსტსაც აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მათი "პატრიოტული ბანაკები" უკვე ათასობით ახალგაზრდამ და მოზარდმა გაიარა და "აქ ისინი მხოლოდ ტექნიკას ან ტაქტიკური მომზადების საფუძვლებს კი არ სწავლობენ — ისინი ითვისებენ ურთიერთდახმარების, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის ცნებებს".
"ადამიანი, რომელსაც არ ახსოვს თავისი წარსული, პატივს არ სცემს წინაპრების გმირულ საქმეებს და ივიწყებს ჩვენს საერთო დიდ გამარჯვებებს, ვერ შეძლებს შექმნას მტკიცე, დამოუკიდებელი ხვალინდელი დღე. სწორედ ეს ფიქრები ამოძრავებდა ჩემს გუნდსა და მე 2021 წელს, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვექმნა მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი — სამხედრო-პატრიოტული კლუბი "არმატა ტური".
ჩვენ დავისახეთ ამბიციური, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი მიზანი: ახალგაზრდობისთვის ჩაგვენერგა დისციპლინის, ამხანაგობის, ისტორიისადმი ღრმა პატივისცემისა და ნამდვილი სულიერი სიმტკიცის გრძნობა. ამისთვის ჩვენ გავაერთიანეთ ძალისხმევა ნამდვილ პროფესიონალებთან — საბრძოლო ოფიცრებთან, ვეტერანებთან და სამხედრო სპეციალისტებთან, რომლებიც დღეს თავიანთ უნიკალურ გამოცდილებას გადასცემენ მომავალ თაობას.
ამ წლების განმავლობაში ჩვენი კლუბი მოსკოვის მახლობლად მდებარე ჩვეულებრივი სავარჯიშო ბაზის ფორმატს გასცდა. "არმატა ტური" მიზიდულობის მძლავრ ცენტრად იქცა. ჩვენი პროგრამები, პატრიოტული ბანაკები და ინტერაქტიური ისტორიული ღონისძიებები უკვე ათასობით ახალგაზრდამ და მოზარდმა გაიარა. აქ ისინი მხოლოდ ტექნიკას ან ტაქტიკური მომზადების საფუძვლებს კი არ სწავლობენ — ისინი ითვისებენ ურთიერთდახმარების, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის ცნებებს.
მე გულწრფელად ვამაყობ იმით, რომ პროექტს, რომელსაც საფუძველი ჩავუყარეთ, როგორც თანამოაზრეების ინიციატივას, დღეს რეალური შედეგები მოაქვს.
ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას, რათა მოზარდი თაობა გაიზარდოს ძლიერი, ჯანსაღი და ჩვენი პაპების დიდი ტრადიციების ერთგული. მხოლოდ წინ მივიწევთ!", — წერს ფიფია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები