არქი ჰორაიზონის დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა
ფოტო: არქი
საქართველოში #1 დეველოპერულმა კომპანია არქიმ მორიგი დიდი ფასდაკლების დღე გამართა. მხოლოდ ერთ დღეში არქი ჰორაიზონის პრემიუმ საცხოვრებელ კომპლექსში 186 ბინა გაიყიდა.
ღონისძიება არქი გრანდ ავენიუზე გაიმართა და განსაკუთრებულად დიდი ინტერესი გამოიწვია. მომხმარებლებს შეეძლოთ, არქი ჰორაიზონში ბინა შეეძინათ სპეციალურ ფასად, რომელიც მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებდა და აღარ განმეორდება.
არქი ჰორაიზონის დიდი ფასდაკლების დღის გაყიდვები სიმბოლურად გონგის ხმაზე გაიხსნა. გაყიდვების დაწყება სტუმრებსა და არქელებს არქის პარტნიორმა ზაზა ფაჩულიამ და კომპანიის დამფუძნებელმა ილია წულაიამ აცნობეს. ღონისძიების ფარგლებში არქის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა სტუმრებს არქი ჰორაიზონის პროექტი დეტალურად გააცნო.
არქი ჰორაიზონი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში მდებარე პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსია. პროექტი გამოირჩევა პანორამული ხედებით, თანამედროვე არქიტექტურით, მაღალი ხარისხის სამშენებლო სტანდარტებითა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით. კომპლექსში გათვალისწინებულია გარე აუზი, რეკრეაციული ზონა, სპორტული მოედნები, პადელის კორტი, საბავშვო სივრცე, სავარჯიშო დარბაზი, სამეზობლო ლაუნჯი და ავტოსადგომი.
“5 ივლისის დიდმა ფასდაკლების დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მაღალია ინტერესი პრემიუმ საცხოვრებელი პროექტების მიმართ. ერთ დღეში 186 ბინის გაყიდვა აჩვენებს, რომ არქი ჰორაიზონი საინტერესოა როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. მომხმარებლებს შეეძლოთ, ჯერ კიდევ მშენებლობის ეტაპზე, სპეციალურ ფასად შეეძინათ ბინა პროექტში, რომლის ღირებულების ზრდის პოტენციალიც ძალიან მაღალია“, — განაცხადა არქის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.
არქი ჰორაიზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მაღალი ენერგოეფექტურობაა. პროექტის ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები შეაფასა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ENVIROS-მა, რომელიც Société Générale-ის ჯგუფის წევრია და ენერგოაუდიტისა და მდგრადობის მიმართულებით 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
ENVIROS-ის შეფასებით, არქი ჰორაიზონი ენერგოეფექტურობის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა და შესაბამის ევროპულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. პროექტის ენერგოეფექტური დიზაინი მომავალ მცხოვრებლებს უფრო კომფორტულ და ეკონომიურად ეფექტიან საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ დიდი ფასდაკლების დღე არქის ტრადიციული შეთავაზებაა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, კომპანიის გამორჩეულ პროექტებში განსაკუთრებული პირობით შეიძინონ ბინა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები