K-Motors ბათუმში — N1 ავტოსერვისი კომერციული ტრანსპორტისთვის
ფოტო: K-Motors
სატვირთო ავტომობილისა ან მიკროავტობუსის დაზიანება შემოსავლის წყაროს დროებით შეჩერებასაც იწვევს. ეს ერთი დღის, ზოგჯერ კი კვირის დანაკარგია. ბათუმი ამ მხრივ განსაკუთრებულია, რადგან აქ არის პორტი, სასაზღვრო გადაზიდვები, ტურიზმის სეზონი, ირანული და თურქული ტრანზიტი. შესაბამისად, ტრანსპორტი აქ მნიშვნელოვანი სამუშაო ინსტრუმენტია. ლოგიკურია, რომ ბათუმში სრულიად განსხვავებული მოთხოვნებია ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა სიჩქარე, კომპეტენცია, ნაწილების ხელმისაწვდომობა და ა.შ.
2024 წელს ბათუმში K-Motors-ის პირველი ფილიალი გაიხსნა. კომპანია ბაზარზე 2011 წლიდან 37 000-ზე მეტი მომხმარებლით, 200-ზე მეტი თანამშრომლითა და ექვსი ფილიალით ოპერირებს საქართველოში. სპეციალიზაცია კომერციული და სატვირთო ტრანსპორტია: მიკროავტობუსები, სპეციალური დანიშნულების ტექნიკა. ბათუმის ფილიალი ამ ქსელის მეხუთე წევრია.
K-Motors-ის ბათუმის ფილიალი ხახულის ქუჩა 50ბ-შია განთავსებული. ავტოსერვისი სრულია და თანამედროვე აღჭურვილობაზეა დამყარებული. ძრავის დიაგნოსტიკა და შეკეთება, გადაცემათა კოლოფის სერვისი, კომპიუტერული დიაგნოსტიკა, 3D რაზვალი, ზეთის შეცვლა, საბურავების მონტაჟი და ბალანსირება, კონდიციონერის სერვისი და სხვადასხვა სამუშაოები. ფილიალი სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების განზომილებებზეა მორგებული — სამუშაო სივრცე, ამწე და დანადგარები ამ კატეგორიის ტექნიკაზე მუშაობის საშუალებას იძლევა.
კომერციული ტრანსპორტისთვის, განსაკუთრებით დიზელის ძრავიანი ავტომობილებისთვის, ცალკე მიმართულება არსებობს — DPF, EGR და AdBlue სისტემები. ეს სამი კომპონენტი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ერთის გაუმართაობა, თუ დროულად არ გამოვლინდა, ჯაჭვურად ვრცელდება სხვა სისტემებზეც. ამ შემთხვევაში სულ ერთია, მძღოლი კომერციულ ავტომობილს ფლობს თუ სამგზავროს — გადაუდებელი შეკეთება ყოველთვის გაცილებით ხარჯიანია, ვიდრე პრევენციული დიაგნოსტიკა.
ძრავის სისტემის უხარვეზობაზე, DPF-ის გარდა, EGR-იც მოქმედებს — ეს სარქველი გამონაბოლქვ გაზებს ძრავში აბრუნებს. თუ ის დაიბლოკა ან გაუმართავია, ძრავი ნაკლები სიმძლავრით მუშაობს ან ჭარბად მოიხმარს საწვავს. ზოგჯერ ორივე ერთდროულადაა შესაძლებელი. K-Motors-ის სპეციალისტი, ასეთ შემთხვევაში, ჯერ სრულ კომპიუტერულ სკანირებას ატარებს და მხოლოდ შემდეგ ადგენს, რომელი კომპონენტი საჭიროებს ჩარევას. ეს იმიტომ, რომ სიმპტომი და მიზეზი ხშირად სხვადასხვა ადგილას ჩნდება.
K-Motors-ში ასევე ხელმისაწვდომია მობილური სერვისი, ადგილზე გამოძახება. სატვირთო ავტომობილებისთვის ეს ხშირად ყველაზე პრაქტიკული გამოსავალია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტომობილის გადაყვანა სერვის ცენტრამდე რთულია. K-Motors-ის ბათუმის ფილიალი თბილისის ცენტრალური საწყობიდან მარაგდება – აქ არის 5 000 კვ.მ-იანი სივრცე, სადაც სრული კონტეინერებით შემოდის პროდუქცია. დამხმარე საწყობი კი ქალაქში მდებარეობს და ოპერატიული მომარაგების საშუალებას იძლევა. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ფილიალში საჭირო ნაწილი ყოველთვის მოიძებნება.
ყველაზე ხშირად გაყიდვადი კატეგორიებია საბურავები, ძრავის ზეთი, აკუმულატორები, ფილტრები და დისკები. საბურავების ასორტიმენტი სეზონისა და ავტომობილის ტიპის მიხედვით ყალიბდება — მსუბუქი ავტომობილებიდან სატვირთომდე, ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის. სამთო მარკირებიანი საბურავები, რომლებიც ქართული ზამთრის პირობებში, გზებზე სავალდებულო მოთხოვნაა, ასევე ასორტიმენტში შედის.
German Adler-ის ძრავის ზეთები ამ ფილიალის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია. ისინი სხვადასხვა სიბლანტის კლასითაა წარმოდგენილი — 0W16, 0W20, 5W20, 5W30, 5W40, 10W40 ამერიკული, ევროპული, აზიური ავტომობილებისთვის განსხვავებული სპეციფიკაციებით. მძიმე ექსპლუატაციის EURO 5 და EURO 6 დიზელური ძრავებისთვის ცალკე ხაზია.
ზეთის სიბლანტის კლასი ძრავის ტიპსა და სამუშაო რეჟიმს უნდა ეფუძნებოდეს. ეს ზოგჯერ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მახასიათებელია, მაგრამ ეს მიდგომა არასწორია. სიბლანტე ცვეთის ტემპს ზრდის, საწვავის ხარჯვაზე მოქმედებს და, გრძელვადიან პერსპექტივაში, ძრავი სერიოზულ პრობლემამდე მიჰყავს.
Starter EX აკუმულატორები კორეული Solite-ის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. ეს იგივე მწარმოებელია, რომელიც Hyundai-სა და KIA-ს ავტომობილების კომპლექტაციაშია. კომერციული ექსპლუატაციის პირობებში, ძრავი ცივ ამინდში ხშირად ირთვება, ბატარეა კი გაცილებით მძიმე დატვირთვით მუშაობს, ეს მახასიათებელი პრაქტიკული განსხვავებაა ჩვეულებრივ საბაზრო ანალოგებთან შედარებით. ფილტრები, სეზონური შეცვლის გათვალისწინებით, ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი.
მძღოლს, რომელსაც ავტომობილი დაუზიანდა, ჩვეულებრივი ავტოსერვისი ხშირად ვერ ეხმარება ნაწილის უქონლობის ან სხვა ხარვეზის გათვალისწინებით. K-Motors ამ ორ პრობლემას ერთ სივრცეში წყვეტს: ნაწილები და სერვისი ერთ მისამართზე დახვდება მომხმარებელს.
ბათუმში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქალაქს სეზონური სატვირთო დატვირთვა აქვს — პორტი, ირანული და თურქული ტრანზიტი, ტურიზმის პიკი. ამ გარემოში ავტომობილის გაჩერება ზარალს გულისხმობს.
კომერციული ავტომობილი, მსუბუქი სამგზავრო ავტომობილისგან, ტექნიკური ექსპლუატაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად განსხვავდება. ძრავი ხშირად მაღალ ტემპერატურაზე, გრძელ მარშრუტებზე და სრული დატვირთვით მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ცვეთის სხვა ხარისხი და სიჩქარეა ამ შემთხვევაში. პრევენციული მომსახურების ინტერვალები სხვაა და ნაწილების ხარისხისადმი მოთხოვნა დიდია.
K-Motors-ის ასორტიმენტი და სერვისი ამ სპეციფიკაზეა მორგებული. ბათუმის ფილიალში კი ეს მიდგომა ადგილობრივ ბაზარზეა გადმოტანილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები