ნიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად დავგმოთ ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის "სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებაზე" ისაუბრა.
სამხარაძის განცხადებით, საქართველო გმობს აღნიშნულ შეთანხმებას და დასძინა, რომ "დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევასა და მოსკოვის კიდევ ერთ სასოწარკვეთილ მცდელობას, განამტკიცოს ოკუპაცია და ხელი შეუწყოს იმ ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიას, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი".
"უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ მადლობა გადავუხადო მომხსენებელს წარმოდგენილი ანგარიშისთვის და მასში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის ასახვისთვის, როგორც ამაზე ვენაში შევთანხმდით. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო უკვე 30 წელია ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს.
ამ კონტექსტში გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. "სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება", რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევასა და მოსკოვის კიდევ ერთ სასოწარკვეთილ მცდელობას, განამტკიცოს ოკუპაცია და ხელი შეუწყოს იმ ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიას, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი.
ამით შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის რუსეთის ფედერაციას, რომ ოკუპირებული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ დადებული ნებისმიერი ე.წ. ხელშეკრულების შეთანხმება ან სხვა აქტი არის და თავისთავად იქნება ბათილად ცნობილი," — განაცხადა სამხარაძემ. [თარგმანი "პუბლიკა"]
2026 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის ე.წ. შეთანხმებები იურიდიული თვალსაზრისით ბათილია, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და აფერხებს კონსტრუქციულ დიალოგს.
- საგარეო უწყება: ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე
- მოსკოვი ისევ ძალის არგამოყენების შეთანხმებასა და ე.წ. "საზღვრების დელიმიტაციას" ითხოვს.
ე.წ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის. მათი განცხადებით, "რუსეთი აჩქარებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მიერთება".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები