დიდ ბრიტანეთში მაშა და დათვის აკრძალვა უნდათ — აი, რატომ
ფოტო: Youtube
საბავშვო მულტფილმი, რომელიც დათვსა და პატარა გოგოზე მოგვითხრობს, ერთი შეხედვით, საპარლამენტო შეშფოთების საკითხს არ ჰგავს.
მიუხედავად ამისა, დიდი ბრიტანეთის მრავალპარტიულმა დეპუტატთა ჯგუფმა მთავრობას მოუწოდა, გაერთიანებულ სამეფოში მულტფილმ მაშა და დათვის აკრძალვა განიხილონ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის რუსული პროპაგანდის ფორმას წარმოადგენს.
მულტფილმი, რომელიც ნაწილობრივ რუსულ ხალხურ ზღაპარს ეფუძნება, YouTube-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა. მის ერთ-ერთ 7-წუთიან ეპიზოდს პლატფორმაზე 4.6 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.
ფოტო: Youtube
თუმცა, უკრაინის სახელმწიფო უწყებამ და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შოუ რუსული რბილი ძალის ინსტრუმენტად შეაფასეს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ Netflix-მა სერიალის ახალი სეზონი შეუკვეთა, ხოლო თავად მულტფილმი ბრიტანული ტელეკომპანია ITV-ის ციფრულ პლატფორმაზე (ITVX) გახდა ხელმისაწვდომი, დიდი ბრიტანეთის დეპუტატებმა კულტურის მინისტრ ლიზა ნენდის წერილი მისწერეს. წერილი ამტკიცებს, რომ 4 წლის მაშას ზოგიერთი ოინი პროპაგანდისტულ შინაარსს ატარებს.
დეპუტატები ორ კონკრეტულ ეპიზოდზე ამახვილებენ ყურადღებას: ერთ-ერთ სერიაში მაშას ტანკისტის ქუდი და საბჭოთა ეპოქის სამხედრო ფორმა აცვია; მეორე ეპიზოდში მას საბჭოთა მესაზღვრის ქუდი ახურავს, რაც ისტორიულად შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან — საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციასთან — ასოცირდება. ეს უწყება პასუხისმგებელი იყო მასობრივ დეპორტაციებზე, სიკვდილით დასჯასა და ათეულობით მილიონი ადამიანის დევნაზე.
ფოტო: Youtube
პარლამენტარების განცხადებით, ეს არის საბჭოთა სამხედრო სიმბოლიკის ნორმალიზება მცირეწლოვანი ბავშვების აუდიტორიისთვის.
მათ ასევე მოიშველიეს უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის კომენტარები, სადაც აღნიშნულია, რომ მაშა და დათვი მხოლოდ მულტფილმი კი არა, რუსული რბილი ძალის ინსტრუმენტია. ცენტრის განცხადებით, მულტფილმში მაშას საშუალებით სხვა ხალხების ტრადიციების დაცინვა, საბჭოთა სიმბოლოებისა და მილიტარისტული თემების ნორმალიზება ხდება.
მულტფილმის მწარმოებელი კომპანია Animaccord ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი კერძო ბიზნესს წარმოადგენენ, რომელიც უბრალოდ პოპულარულ საბავშვო შოუს ქმნის. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მათ არასდროს მიუღიათ სახელმწიფო დაფინანსება.
მიუხედავად ამისა, ბრიტანელი დეპუტატების წუხილს სხვა ქვეყნების მთავრობებიც იზიარებენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა:
"მაშა და დათვი კრემლის რბილი ძალის ნაწილია, რომელიც საბავშვო ინდუსტრიაში კრემლისტურ და მილიტარისტულ ნარატივებს ნერგავს. მრავალი ქვეყნისთვის, მათ შორის ესტონეთისთვის, საბჭოთა სიმბოლოები ოკუპაციას, მასობრივ მკვლელობებს, დეპორტაციებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს განასახიერებს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები