ინტერვიუ საერთაშორისო ბესტსელერის — გახლეჩილი მიწის ავტორთან — კლერ ლესლი ჰოლისთან
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
- ძვირფასო კლერ, თქვენი შესანიშნავი რომანის სიუჟეტი 1950-60-70-იან წლებში ვითარდება დორსეტის ფერმაში. რამ შთაგაგონათ ამ ამბის დაწერა?
რამდენიმე წლის წინ მთელი ოჯახი ლონდონიდან გადავედით ერთ ძველ, მინდვრებით გარშემორტყმულ ფერმაში, რომელიც ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. სამი შვილი გვყავს. პირველ ორ ბავშვსა და ნაბოლარა ფელიქსს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ჩვენ მას ლეკვი ვუყიდეთ, რათა ბავშვს მარტოსულად არ ეგრძნო თავი. ბიჭი და ძაღლი განუყრელი მეგობრები გახდნენ! ერთ დღეს ჩემი ქმარი სარბენად იყო გასული. სწორედ ამ დროს ჩვენი ძაღლი ცხვრის ფარაში შევარდა და ფერმერმა კინაღამ მოკლა. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. აი, სწორედ ამ შემთხვევამ შთამაგონა რომანის დაწერა! ანაზდად, თვალწინ ცხადად წარმომიდგა საძოვარზე გამოსული ფერმერი, მისი ცოლი და ბიჭუნა, რომელიც მათკენ მირბოდა, რათა თავისი ძაღლი დაეჭირა. რატომღაც გულმა მიგრძნო, რომ ამ ქალსა და კაცს ეს ბიჭი თავიანთ ახლახან გარდაცვლილ შვილს აგონებდა. ამასთანავე, ვიგრძენი ბიჭის მამასა და ფერმერის ცოლს შორის არსებული ლტოლვა. ეს იყო სასიყვარულო სამკუთხედი, რომელიც მხოლოდ იმასღა ელოდა, რომ ფურცელზე გადამეტანა.
- ამ სულისშემძვრელ ისტორიაში რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის?
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი ისტორიის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად ნამდვილი ემოციებით იქნებოდა სავსე. ბეტი მგლოვიარე დედაა. ცხოვრებაც სწორედ მაშინ ენგრევა, როცა ყველაზე სუსტი და დაუცველია. თავად მე, როგორც დედას, ყოველთვის თავზარს მცემდა, როცა გავიგებდი, რომ ვინმეს შვილი გარდაეცვალა. ეს ხომ მშობლისთვის განუზომელი ტკივილია. თუმცა, როცა გახლეჩილი მიწის დაწერის იდეა გამიჩნდა, იმასაც მივხვდი, რომ ეს ტკივილიც უნდა მეხსენებინა. მსურდა, გამეცნობიერებინა ის ტკივილი, რასაც ბეტი და ფრენკი განიცდიდნენ და ისიც გამეგო, თუ როგორი გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა ამას მათ ოჯახსა და ბეტის არჩევანზე. იმავდროულად, მსურდა, ეს სევდა გამეკეთილშობილებინა იმ სინათლით, რომელიც თან სდევს ამ ისტორიას. იმედია, იგრძნობა, რომ ეს შუქი სხვა პერსონაჟებსაც სწვდება: მაგალითად, ჯიმისა და ნინას, ფრენკისა და ბეტის ქორწინების პირველ წლებსა და, რასაკვირველია, გაბრიელისა და ბეტის პირველ სიყვარულს. ვფიქრობ, იმ პასტორალური, იდილიური სამყაროს მშვენებაც ჩანს, სადაც ისინი ცხოვრობენ.
- საყვარელი პერსონაჟი თუ გყავთ?
ჩემი საყვარელი პერსონაჟი ფრენკია. ვფიქრობ, ამის მიზეზი ისაა, რომ ფრენკი საოცარი სტოიკური სიმშვიდითაა განმსჭვალული, თუმცა ემოციებითაც სავსეა და გამუდმებით ამ ემოციების ჩახშობას ცდილობს. ფრენკზე წერა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა — ეს არის მამაკაცი, რომელიც ბევრს განიცდის, მაგრამ არ გამოხატავს. მის შინაგან სამყაროს ნათლად ვხედავდი. ფრენკი თავიდანვე ჩემიანი იყო. ბეტიც ძალიან მიყვარს. მართალია, შეცდომები დაუშვა და ზოგჯერ არასწორ არჩევანსაც აკეთებს, მაგრამ ცხოვრებისგან ძლიერი დარტყმები მიიღო და მესმის, რამაც უბიძგა მცდარი არჩევანისკენ. მესმის, როგორ სჭირდებოდა რეალობისგან გაქცევა.
- თქვენ რომ ყოფილიყავით არჩევანის წინაშე, რომელს აირჩევდით: ფრენკს თუ გაბრიელს?
ამ არჩევანის გაკეთება შეუძლებელია! წერის პროცესში გული უფრო მეტად ფრენკისკენ მიმიწევდა. ერთი-ორჯერ შევჩერდი და გარკვეული ხნით წერა შევწყვიტე, რადგან ამბავი აღარ ესადაგებოდა ჩემს იდეებს და მეტისმეტად ჩახლართული მეჩვენებოდა. მერე წერას ვაახლებდი და ეს ყოველთვის ფრენკის გამო ხდებოდა — აუცილებლად უნდა გამერკვია, რა მოხდებოდა ბოლოს. თუმცა ამასობაში გაბრიელიც შემიყვარდა და ამ ორ პერსონაჟს შორის ვიხლიჩებოდი: ვეღარ ვიგებდი, ბეტი ბოლოს ვისთან დარჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღიდან ვიცოდი ფინალი. მე ფრენკი ავირჩიე (მაგრამ, გემუდარებით, იქნებ ცოტა გაბრიელიც დამითმოთ).
- როგორ, როდის და სად წერთ? გიყვართ რიტუალები? საყვარელი ადგილები თუ გაქვთ რომანის დასაწერად?
სახლში ვწერ. კაბინეტი მაქვს, რომელიც ადრე პატარა საძინებელი იყო და ჩვილობაში ჩემს შვილს ეძინა. წერისთვის ზედგამოჭრილია. პატარაა, მყუდროა და ზამთრის თავშესაფარს ჰგავს, ძილისთვის. თაროზე ჩემი საყვარელი წიგნები მიწყვია, ორი ლამაზი სანათი, სამუშაო მაგიდა და უამრავი საოჯახო ფოტოსურათიც მაქვს. განსაკუთრებული რიტუალები არ მჩვევია, თუმცა, ჩვეულებრივ, სურნელოვან სანთელს ვანთებ, ფინჯან ყავას ვსვამ და მუშაობას ვიწყებ. დილით ვიწყებ წერას და შემიძლია მთელი დღე ვწერო - თუმცა ხშირად ვისვენებ (ო, დიდი ზოზინა ვინმე ვარ). სხვაგან წერაც მიცდია, კაფეებშიც ვყოფილვარ და ბიბლიოთეკებშიც. მიუხედავად იმისა, რომ იქაურობა ძალიან მომწონს, ყურადღება მეფანტება, რადგან მარტო არ ვარ. ყველაზე კარგად ჩემს კაბინეტში და ჩემი საყვარელი ნივთების გარემოცვაში გახლავართ. რამდენიმე საათით მთელ ქვეყნიერებას ვეთიშები და მერე რეალობაში დაბრუნება ძალიან რთულია.
- წიგნის პერსონაჟების შექმნისას, თქვენთვის ნაცნობი ადამიანებიდან რომელიმე ხომ არ გამხდარა შთაგონების წყარო?
"გახლეჩილი მიწისთვის" მასალების მოძიების პერიოდში ერთ პატარა ფერმაში, ცოლ-ქმართან ვცხოვრობდი, კენტში. როცა წიგნის წერა დავიწყე, სულ ისინი მახსენდებოდა. ვერ ვივიწყებდი, როგორი განუყოფლები იყვნენ მიწასთან, ბუნებასთან... თუ როგორ აუშენა ქმარმა ცოლს რაღაც სამალავი, რათა იქედან დაჰკვირვებოდა ბუდეში მოკალათებულ ჩიტებს (ეს დეტალი წიგნშიც მაქვს ნახსენები). გარდა ამისა, ჩვენი სახლის გარშემო მინდვრებია, მათი მფლობელი ცოლ-ქმარი, ფერმერი კითი და ნინა (სამოცდაათ წელს არიან გადაცილებულები) მუდამ ჩემი შთაგონების წყარო იყვნენ. როცა ვფიქრობ, როგორ ეძახის კითი ცხვრებს, თავისებური ხმა, რომელსაც ის გამოსცემს და ყოველდღე მესმის ჩემს კაბინეტში, აი, ესეც კი ასახულია ფრენკის პერსონაჟში. გაბრიელის დედაზე, ტესა ვულფზე ვიტყვი, რომ იგი გარკვეულწილად შეკოწიწებულია იმ რთული ბუნების, ასაკოვანი ქალებისგან, რომლებიც ცხოვრებაში მინახავს. რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას არ ასახავს, მათი ნაზავია, ისეთ ადამიანთა ნაკრები, რომელთა სნობიზმი, განკითხვისადმი მიდრეკილება და ალკოჰოლის სიყვარული ღრმადაა ჩარჩენილი ჩემს ქვეცნობიერში!
- როგორ გგონიათ, რას იგრძნობს მკითხველი, როცა ამ წიგნს წაიკითხავს?
"გახლეჩილი მიწა" — ეს არის რომანი სიყვარულსა და მის ყველანაირ გამოვლინებაზე. ალბათ, უფრო ვისურვებდი, მკითხველმაც იმავე განიცადოს, რაც მე განვიცადე წიგნის დასრულების შემდეგ. პერსონაჟები ცხოვრების საკმაოდ რთულ გზას გადიან და ხშირად უწევთ ტკივილთან შეჯახება, უარყოფისა და დანაკარგის გადატანა, თუმცა იმედს მაინც არ კარგავენ. წიგნის დასასრული ჩემთვის სევდანარევია, ტკბილიც არის და მწარეც. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მოვლენები ისე დალაგდა, როგორც დალაგდა (არაფერს მიგანიშნებთ!) თუმცა გულდაწყვეტილიც გახლავართ იმ საფასურის გამო, რაც წიგნის გმირებმა გადაიხადეს!
გარდა ამისა, „გახლეჩილ მიწაზე“ მუშაობისას მოულოდნელად მივხვდი, რომ ბეტის მსგავსად, მეც სიღრმისეული კავშირი შევიგრძენი ბუნებასთან. ძალიან კარგი იქნება, თუ მკითხველსაც იგივე განცდა დაეუფლება. ფერმერებთან ცხოვრებამ თვალი ამიხილა და სოფლის, პასტორალური ყოფა-ცხოვრების მშვენიერება და სისასტიკე ერთდროულად დამანახა.
ინტერვიუ ინგლისურიდან თარგმნა თეონა ბითაძემ
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები