20 წლის ფატიმა კერიმოვა ბიძაშვილმა, სავარაუდოდ, ღირსების აღდგენის მოტივით მოკლა
ფოტო: რადიო თავისუფლება
26 ივნისს, მას შემდეგ, რაც 20 წლის ფატიმა კერიმოვა დის ზარებს არ პასუხობდა, პოლიციელებმა მისი გვამი სახლში იპოვეს.
ფატიმა კერიმოვას დამ, ზულეიხა კერიმოვამ "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა, რომ ეს ბიძაშვილის მხრიდან ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. დებს მშობლები გარდაცვლილი ჰყავთ, ფატიმამ შეყვარებულთან ერთად საქართველოში ჩამოსვლა და მუშაობა გადაწყვიტა. გარდაცვლილის დის თქმით, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, შეყვარებულმა ფატიმაზე ფიზიკური ძალადობა დაიწყო.
"სცემდა, სიგარეტს აწვავდა ტანზე, დაუხია დოკუმენტები, მისი ტელეფონი ჩააბარა ლომბარდში და საბოლოოდ გაუჩინარდა. ფატიმა უფულოდ, დოკუმენტების, ტელეფონის გარეშე დარჩა ქუჩაში," — იხსენებს ზულეიხა კერიმოვა.
ამის შემდეგ, კერიმოვას ნაცნობები დაეხმარნენ, რომ მამის მხრიდან ბიძაშვილს დაჰკონტაქტებოდა და შველა ეთხოვა. გარდაცვლილი გოგოს დის თქმით, ბიძაშვილი თბილისში 3 ივნისს ჩამოვიდა.
"ჩემმა დამ მოახერხა მამის მხრიდან ბიძაშვილთან დაკავშირება. სთხოვა, რომ ჩამოსულიყო თბილისში და აზერბაიჯანში დაბრუნებაში დახმარებოდა. თითქოს ჩვენი ბიძაშვილი მართლაც აპირებდა, რომ მისი დოკუმენტები მოეწესრიგებინა და უკან, ბაქოში ჩამოეყვანა, თუმცა, როგორც გაირკვა, ის მის მოსაკლავად ჩამოვიდა," — განაცხადა ზულეიხა კერიმოვამ.
კერიმოვა იხსენებს, რომ ერთ-ერთი ვიდეოზარით საუბრისას დამ უთხრა, რომ ბიძაშვილი მასზე ფიზიკურად ძალადობდა, მაგრამ შეშინებული იყო და აფრთხილებლდა, ეს არავისთვის ეთქვა.
"ვიდეოზარით ველაპარაკებოდი ხოლმე. თავდაპირველად თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო. მაგრამ ერთ-ერთი საუბრისას ფატიმამ მითხრა, რომ ჩვენი ბიძაშვილი დანით ემუქრებოდა და უნდოდა მისი მოკვლა. გამომიგზავნა ფოტოებიც, სადაც ჩანდა ძალადობის კვალი. თან მაფრთხილებდა, ამის შესახებ არავისთვის მეთქვა. მიუხედავად მუდარისა, არც სახლის მისამართს მაძლევდა, რომ პოლიცია გამომეძახებინა, რადგან იყო შეშინებული და ამბობდა, რომ თუკი ვინმე გაიგებდა, რომ მასზე ძალადობდა ეს ადამიანი, აუცილებლად მოკლავდა, მეუბნებოდა, სიცოცხლე მინდაო," — იხსენებს გარდაცვლილის და.
ინციდენტიდან მალევე კერიმოვა დას ვეღარ უკავშირდებოდა — ბიძაშვილთან დაკავშირება სცადა, მაგრამ მან განუცხადა, რომ "სახლიდან გამოსულია და არ იცის ფატიმას ადგილსამყოფელი". დამ ნაცნობების დახმარებით ფატიმას სახლის მისამართი გაარკვია და პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავებმა სახლში 20 წლის გოგოს გვამი აღმოაჩინეს — დის ვარაუდით, ფატიმა, სავარაუდოდ, გაგუდვით მოკვდა.
რადგან ზულეიხა კერიმოვა აზერბაიჯანში იმყოფება და საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, მას საქმის მასალებზე წვდომა არ აქვს. კერიმოვა ითხოვს, რომ მას საქმის მასალები გადასცენ და გამოძიებაში ჩართონ. ასევე, მისი მოთხოვნაა, გამოძიება დაიწყოს ფატიმას ყოფილი შეყვარებულის წინააღმდეგაც, რადგან, მისი თქმით, მის დასზე ისიც ძალადობდა.
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, ქართულ მხარეს მკვლელობის გამოძიებაში დაეხმაროს. რადგან მკვლელობაში ბრალდებული ბიძაშვილი აზერბაიჯანის მოქალაქეა, აზერბაიჯანის მხარემ საქართველოს პროკურატურას ოფიციალურად მიმართა და გამოთქვა მზაობა, გამოძიებას "სრულად გაუწიოს სამართლებრივი და სხვა აუცილებელი დახმარება საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში".
არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" იურისტმა, ეკა მუზაშვილმა, "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას განაცხადა, რომ საქმის მასალებზე წვდომის გარეშე დანამდვილებით ვერ იტყვის, იყო თუ არა მკვლელობის მოტივი "ღირსების აღდგენა", — თუმცა, იურისტის შეფასებით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, 20 წლის ფატიმა კერიმოვა ბიძაშვილმა სწორედ ამ მოტივით მოკლა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები