ესპანეთი დავამარცხეთ! საქართველო მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე რჩება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი — საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი.
კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე, საქართველოს ნაკრებმა საკალათბურთო სამყაროს დაუმტკიცა, რომ ჩვენთან ფავორიტი არ არსებობს. ესპანეთთან დაპირისპირება მძაფრსიუჟეტიან კინოს ჰგავდა — ეს იყო სცენარი, რომლის ბოლომდე დაძაბულობა გინარჩუნდება და ფინალში კულმინაციას აღწევ. 22-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ჩვენმა კალათბურთელებმა უკან არ დაიხიეს და არ გაჩერდნენ: აჩვენეს არა მხოლოდ მაღალი კლასის თამაში, არამედ შეუპოვრობა, რომელიც მხოლოდ დიდ სპორტსმენებს ახასიათებთ.
მატჩი ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის არენაზე მიმდინარეობდა - ეს იყო პირველი ოფიციალური სანაკრებო შეხვედრა მას შემდეგ, რაც დარბაზმა ამ ორი ლეგენდის სახელი მიიღო და როგორი, სიმბოლურია, რომ სწორედ ამ კედლებში, ჩვენმა ბიჭებმა საქართველოს დაუვიწყარი გამარჯვება მოუტანეს.
მატჩის დასაწყისი საკმაოდ მძიმე იყო: ჯგუფში დაუმარცხებელი ესპანეთის ნაკრები მალე სოლიდური სხვაობით გაიჭრა წინ და პირველი მეოთხედის შემდეგ უკვე 18-ქულიან უპირატესობას მიაღწია (32:24). შესვენების შემდეგ, ჩამორჩენამ კრიტიკულ, 22-ქულიან ნიშნულს მიაღწია. დანებება ყველაზე მარტივი გზაა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ქართული უტეხი ხასიათი სწორედ ამ დროს გამოვლინდა.
ჩვენი კაპიტანი, თორნიკე შენგელია, მოედანზე ფაქტობრივად უწყვეტად, 45 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. 37 ქულა და 10 მოხსნა — ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის. თორნიკემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რას ნიშნავს ლიდერობა — უხილავი ძალა, რომელსაც მთელი გუნდი და საკალათბურთო არენაზე შეკრებილი გულშემატკივრები გრძნობდნენ.
მატჩის მიწურულს, დაღლილობის მიუხედავად, შენგელიამ ენერგია აღიდგინა და პარტნიორებიც დამუხტა: მისი დამსახურებით, წინ გავედით, თუმცა ესპანელებმა გაათანაბრეს და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. აქ თავი კვლავ შენგელიამ გამოიჩინა, საქართველომ კი ესპანეთს მორიგი “ქამბექი” შესთავაზა: 5-ქულიანი ჩამორჩენა განულდა, ბოლო აკორდი კი ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მარკის რიდმა აიღო — რიდმა, რომელმაც 42 წუთში 32 ქულა და 7 ასისტი დააგროვა, ბოლო ზუსტი ორქულიანით მატჩის ბედი გადაწყვიტა (91:89).
ესპანელთა ბოლო, არაზუსტი სამქულიანი და დარბაზის მხურვალე ოვაცია — ეს იყო გამარჯვება, რომელიც მხოლოდ ქულებით არ იზომება. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ როდესაც მიზანი მკაფიოა, ხოლო გუნდი — ერთიანი, ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობა შესაძლებელია.
სიმტკიცე, გამბედაობა, რწმენა, ღირებულებები და ხასიათი — გამარჯვების შემდეგ ამ სიტყვებით დაახასიათა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა თავისი გუნდი. მან აღნიშნა, რომ უკრაინასთან რთული მატჩის შემდეგ გუნდმა მენტალური რეაბილიტაცია შეძლო. გუნდის დახასიათებასთან ერთად, ჯიკიჩმა ხაზი გაუსვა კაპიტნის შეუპოვრობას: “მოედანზე ყოფნას მთხოვდაო“. — აღნიშნა სერბმა სპეციალისტმა.
შენგელიამ თავგანწირვით ინდივიდუალური რეკორდიც მოხსნა: 37 ქულით მაიკლ დიქსონისა და ზაზა ფაჩულიას ისტორიული მაჩვენებელი გააუმჯობესა, თუმცა ასევე აღნიშნა: “ამას ხაზს ნუ გავუსვამთ, მთავარი გუნდური შედეგიაო“.
და რას ნიშნავს ეს გამარჯვება? რა ხდება ამის შემდეგ?
ვიმსჯელოთ ემოციების გარეშე და მომავალ შეხვედრებზე ვკონცენტრირდეთ. პირველი ჯგუფური ეტაპი ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა 3-3 ბალანსით დაასრულა და მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში ესპანეთისა (5-1) და უკრაინის (4-2) შემდეგ მესამე ადგილი დავიკავეთ, მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის.
სატურნირო ფორმატის თანახმად, პირველი ეტაპის შედეგები მეორე რაუნდში გადაგვყვება, სადაც A ჯგუფის სამეული B ჯგუფის საუკეთესო გუნდებს დაუპირისპირდება. მეორე ეტაპზე ჩვენი მეტოქეები უკვე ცნობილია: საბერძნეთი, მონტენეგრო და პორტუგალია.
ჯიკიჩის გუნდისთვის მეორე ეტაპის მატჩები 2026 წლის აგვისტოდან დაიწყება და 2027 წლის თებერვალ-მარტამდე გაგრძელდება. სწორედ აქ გაირკვევა, რომელი სამი ნაკრები მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.
მატჩების განრიგი:
- 28.08 | საქართველო v მონტენეგრო
- 31.08 | პორტუგალია v საქართველო
- 26.11 | საბერძნეთი v საქართველო
- 29.11 | საქართველო v პორტუგალია
- 26.02.27 | მონტენეგრო v საქართველო
- 01.03.27 | საბერძნეთი v საქართველო
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს.
საქართველოს ბანკი — საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები