ოცნებებით შედგენილი მარშრუტი — 6 სოფელი, 200 ბავშვი და უამრავი ახალი ისტორია ლიბერთისგან
ფოტო: ლიბერთი
ლიბერთი “მთიელი წიგნებითა“ და “ვთამაშობთ „ვეფხისტყაოსანით“ კახეთს ესტუმრა. სამი დღის განმავლობაში პროექტის მონაწილეებმა საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 6 სოფელი მოიარეს. ყველა სკოლის ბიბლიოთეკა თანამედროვე ქართული და თარგმნილი საბავშვო გამოცემებით შეავსეს და, რაც მთავარია, 200-ზე მეტ ბავშვს სწორედ ის წიგნები აჩუქეს, რომელთა წაკითხვასაც მთელი გულით ნატრობდნენ.
ფოტო: ლიბერთი
“მთიელი წიგნების“ ყოველი მოგზაურობა აჩვენებს, რომ ამ ინიციატივების მიმართ ინტერესი და მოლოდინი სულ უფრო იზრდება. კახეთის ტური ოდნავ მოგვიანებით იგეგმებოდა, თუმცა, ადგილობრივი ბავშვების ოცნების ძალა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ამ შეხვედრების გადადება შეუძლებელი გახდა.
რაც შეეხება პროექტს “ვთამაშობთ „ვეფხისტყაოსანს“, მის ფარგლებში მე-11 ̶ მე-12 კლასის მოსწავლეები სპეციალურად შექმნილ საგანმანათლებლო სამაგიდო თამაშში ჩაერთნენ, რომელიც რუსთაველის უკვდავ პოემას თანამედროვე, ინტერაქციული მეთოდებით აცნობს ახალგაზრდებს.
თამაშს ტრადიციულად წინ უძღოდა ლიტერატურათმცოდნე ლევან გელაშვილის ლექცია "საინტერესო ამბები რუსთაველზე“, რომელმაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ მოსწავლეებში, არამედ მასწავლებლებშიც. ლექციასა და თამაშში აღმოჩენილი არაერთი ახალი დეტალი მათ მომავალში “ვეფხისტყაოსნის“ კიდევ უფრო მრავალფეროვნად სწავლების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, უკვე გაჩნდა იდეა, რომ მსგავსი შეხვედრები მასწავლებლებისთვისაც გაიმართოს.
“მთიელი წიგნები“ და „ვთამაშობთ „ვეფხისტყაოსანს“ ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტებია. თუმცა, ამ ინიციატივების ღირებულება მხოლოდ ცოდნის გაზიარებით არ განისაზღვრება — არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ემოციები, რომლებიც თითოეულ მოგზაურობასა და ბავშვებთან შეხვედრას ახლავს და ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის — პროექტის მონაწილეებისთვის. ყველა სოფელში განსაკუთრებული მოლოდინით გვხვდებიან — ბავშვები ელოდებიან წითელი მანქანის გამოჩენას, სანატრელ წიგნებს, ერთმანეთთა შეხვედრებს, ახალ ისტორიებს. მათი სიხარული და ის გულწრფელი ემოციები, რომლებსაც ერთმანეთს ვუზიარებთ, არის მთავარი ძალა, რომელიც ამ პროექტებს ამოძრავებს“. — ნინი ბუკია, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების მენეჯერი
ლიბერთის საგანმანათლებლო პროექტების რუკაზე ახალი ადგილები უკვე მონიშნულია და წინ ახალი გზებია — ახალი სოფლებისკენ, სკოლებისკენ და ბავშვებისკენ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები