თეგეტა გრინ პლანეტი სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
ფოტო: თეგეტა
ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები — თეგეტა გრინ პლანეტი "სოციალური დიზაინის დღეების“ ერთ-ერთი მხარდამჭერია. დიზაინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე იმსჯელეს მასალების ხელახალ გამოყენებაზე, ორგანულ წარმოებაზე, პროდუქტის გამძლეობასა და ახალ ბიზნესმოდელებზე. ღონისძიება წელს უკვე მეოთხედ გაიმართა. სამი დღის განმავლობაში დისკუსიაში მონაწილეობდა 30-ზე მეტი ქართველი და 7 ქვეყნიდან ჩამოსული საერთაშორისო სპიკერი, სტარტაპერი, ურბანისტი და დიზაინერი. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი შალვა ახვლედიანი.
ფოტო: თეგეტა
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: “საქართველოსთვის მსგავსი ფორმატის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რათა მსოფლიო რუკაზე დავმკვიდრდეთ, როგორც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებით მოქმედი ქვეყანა — როგორც სახელმწიფო, პასუხისმგებლობიანი ბიზნესებით, მოქალაქეებითა და ორგანიზაციებით. ჩვენთვის ამ ფორუმში მონაწილეობის მთავარი მოტივაცია ინფორმაციისა და ცოდნის ორმხრივი გაცვლაა: საქართველოში მიღებული გამოცდილებისა და იმ საუკეთესო პრაქტიკის, რომელიც ევროპულ ქვეყნებში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა. სწორედ ამ კომუნიკაციას უწყობს ხელს მსგავსი შეხვედრები.
ასეთი ფორუმი სტარტაპებისთვის ახალ იდეებზე ფიქრის მოტივაციაა, არქიტექტორებისა და ტექნიკური პერსონალისთვის კი ცოდნისა და ახალი ნოუჰაუს წყარო. სწორედ ამიტომ არის თეგეტა გრინ პლანეტი ამ ღონისძიების მხარდამჭერი — გვსურს, ეს ცოდნა გავაზიაროთ, რადგან მიღებული ინფორმაცია ცვლის როგორც ბიზნესის, ისე საზოგადოების დამოკიდებულებას“.
"სოციალური დიზაინის დღეების“ პროგრამა არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების საკითხებს, გადამუშავებული და ორგანული მასალების ყოველდღიურ გამოყენებას, ასევე მოდის ინდუსტრიასა და მდგრადი მასალების ტრენდებს მოიცავდა. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესიები, მოხსენებები, ლექციები, საგამოფენო დისპლეები, დისკუსიები და გასვლითი სესიები.
ნინო ეგაძე, დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი: “ჩვენი მიზანია, სოციალური დიზაინის კულტურა და მოძრაობა, მთელი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ახალი თაობისთვის მიმზიდველად ვაქციოთ, ყოველი გამოშვება მნიშვნელოვან სოციალურ ასპექტს ეხება, წინა კონფერენციები სივრცეების გამოყენებას, ინკლუზიას, მემკვიდრეობასა და ქალაქგეგმარებას ეხებოდა, ივლისის „სოციალური დიზაინის დღეების“ თემა ცირკულარული დიზაინია. ვფიქრობთ, დიზაინერებს, არქიტექტორებს, სტარტაპერებს, ინჟინრებს, მკვლევრებს, სტუდენტებსა და იმ კომუნას, რომელიც დიზაინის ინსტიტუტის გარშემოა შემოკრებილი, ყველაზე მეტად შეუძლიათ გაიაზრონ და შემდეგ რეალურ მოდელებში ასახონ წარმატებული ბიზნესმოდელები.
გვიხარია, რომ ამ მოძრაობას, სხვა პარტნიორებთან ერთად, თეგეტა გრინ პლანეტი შემოუერთდა, რადგან ასეთი ფორუმების მიზანი თანამშრომლობისა და ერთად ფიქრის ხელშეწყობაა, მხოლოდ სექტორების თანამშრომლობით და ახალი ტრენდების გადააზრებით შეიძლება უფრო მდგრადი და ცირკულარული გარემოს შექმნა“.
ღონისძიების ფარგლებში იმ პოტენციალის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც საქართველოში აქვს ცირკულარულ მოდელს. მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მშენებლობაზე.
ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები დღეს აღარ აღიქმება მხოლოდ გარემოსდაცვით ტენდენციად — ის თანდათან ხდება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. მიდგომა, რომელიც მასალის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებას, ნარჩენების ხელახალ გამოყენებასა და რესურსის რაციონალურ მართვას ეფუძნება, ერთდროულად ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას, ქმნის ახალ ღირებულებას ბიზნესისთვის და მომავალი თაობებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები