ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში NATO-ს სამიტზე ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩავიდა, სადაც 7-8 ივლისს დაგეგმილ NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას Kyiv Post ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავად უკრაინის პრეზიდენტმა Telegram-ზე ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ხვდებიან მას და პირველ ლედის, ოლენა ზელენსკის ანკარაში.
ჩასვლის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ NATO-ს სამიტისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდება.
"ანკარაში მნიშვნელოვანი სამუშაო გველის წინ. ჩვენ ველით NATO-ს ძლიერ და პროდუქტიულ სამიტს. ახლა ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის უკეთეს დაცვას, ჩვენი თავდაცვის მეტ შესაძლებლობებს და კიდევ უფრო ძლიერ უსაფრთხოების თანამშრომლობას უკრაინას, ევროპასა და ამერიკას შორის", — წერს ზელენსკი და ამბობს, რომ უკრაინა პარტნიორებთან დრონებთან და თავდაცვის სფეროს სხვა მიმართულებებთან დაკავშირებული ახალი შეთანხმებების გაფორმებასაც ელოდება.
"ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ახალი სისტემები, მათი რაკეტები და წარმოების ლიცენზიებთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს პრიორიტეტებს შორისაა. ჩვენ მადლიერები ვართ ყველასი, ვინც უკრაინას კონკრეტული ქმედებებით ეხმარება", — დასძინა მან.
Kyiv Post-ის ინფორმაციით, NATO-ს სამიტის გახსნის პარალელურად ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი მასშტაბური სარაკეტო და დრონებით თავდასხმები უკრაინის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
"უკრაინა ცვლის დინამიკას ბრძოლის ველზე, მათი შეიარაღებული ძალების სიმამაცის, თავდადებისა და გამომგონებლობის წყალობით.
მათ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა სჭირდებათ, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის კუთხით. რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე დრონებითა და სარაკეტო თავდასხმებს, გუშინ ღამით კიდევ ერთი საშინელი თავდასხმა განხორციელდა," — განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს ანკარაში NATO-ს სამიტი გაიხსნა, სადაც საქართველო მიწვეული არ არის. სამიტს NATO-ს 32 წევრი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
- დონალდ ტრამპი ანკარაში, NATO-ს სამიტზე ჩავიდა
- მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში "მოკავშირეები ანკარაში"
- საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება: დღეს საქართველო პრაქტიკულად გამქრალია ალიანსის [NATO-ს] პოლიტიკური დღის წესრიგიდან
- ნიკოლოზ ხატიაშვილი: ანკარაში NATO-ს სამიტზე, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოებას განიხილავენ, საქართველო მიწვეული არაა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები