არქიმ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
ფოტო: ნექსთ დეველოპმენტი
საქართველოს წამყვანმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ და საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა NEXT-მა ვარშავაში ერთობლივი გაყიდვების ოფისი ოფიციალურად გახსნეს. ახალი სივრცე ვარშავის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბიზნესუბანში, The Warsaw HUB-ში განთავსდა. აღნიშნული ცენტრი, სადაც გლობალური კომპანიების, მათ შორის Google-ის რეგიონული ოფისებია განლაგებული, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბია, რაც კომპანიების საერთაშორისო გაფართოებისთვის სტრატეგიული ლოკაციაა.
არქის და NEXT-ის ერთობლივი ოფისი ვარშავაში
ფოტო: ნექსთ დეველოპმენტი
ოფისის ოფიციალურ გახსნას, კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, პარტნიორები, საერთაშორისო ინვესტორები და პოლონური ბიზნესსაზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩიც იყო.
პოლონური ოფისი, კომპანიების მენეჯმენტის წევრებთან ერთად, არქის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა და NEXT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ჭელიძემ ოფიციალურად გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში პოლონეთის ბაზარზე კომპანიის გრძელვადიან ხედვაზე ისაუბრეს და ყურადღება უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში არსებულ მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებზე გაამახვილეს.
ვარშავის ახალი ოფისი რეგიონულ ჰაბად იმუშავებს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და სასტუმრო პროექტებით არიან დაინტერესებული. ოფისი მომხმარებლებს ადგილობრივ საკონსულტაციო მომსახურებას, საინვესტიციო მხარდაჭერასა და არქისა და NEXT-ის უახლეს პროექტებზე პირდაპირ წვდომას შესთავაზებს.
არქი საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის დაახლოებით 20%-ს ფლობს. არქი საქართველოში პირველი დეველოპერია, რომელმაც მასშტაბური მასტერდეველოპმენტის კონცეფცია დანერგა. ილია წულაიასა და მისი პარტნიორების მიერ 2006 წელს დაფუძნებულ კომპანიას 55-ზე მეტი პროექტი აქვს დასრულებული და 30 ქვეყნიდან 70,000-ზე მეტ მაცხოვრებელსა და ინვესტორს აერთიანებს. ბოლო წლებში არქიმ საერთაშორისო გაფართოება დაიწყო და პროექტები გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის აშშ-ში, ფლორიდაში წარადგინა. კომპანიის მთავარი ღირებულებებია ხარისხი, საერთაშორისო ნდობა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული გრძელვადიანი ხედვა.
"პოლონეთში წარმომადგენლობის გახსნა არქის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. უძრავი ქონების მიმართულებით ევროპელი ინვესტორებისთვის საქართველო სულ უფრო საინტერესო ხდება, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, მათთან კომუნიკაცია უფრო ხელმისაწვდომი, პირდაპირი და ეფექტიანი გავხადოთ. ვარშავის ოფისი დაგვეხმარება, პოლონელ ინვესტორებსა და საბროკერო კომპანიებს საქართველოს ბაზრის პოტენციალი ადგილზე გავაცნოთ და მათთან გრძელვადიანი პარტნიორობა განვავითაროთ", — განაცხადა არქის გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა.
NEXT-ისთვის ვარშავის ოფისის გახსნა კომპანიის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს დუბაისა და კენიის შემდეგ კომპანიის მესამე საერთაშორისო ოფისია.
"დღევანდელი დღე NEXT-ისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ჩვენს განვითარებას, როგორც საერთაშორისო ბრენდის კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. ეს უკვე ჩვენი მესამე საერთაშორისო ოფისია დუბაისა და კენიაში წარმატებული საქმიანობის შემდეგ. თბილისსა და ბათუმში მდებარე სათავო ოფისთან ერთად, დღეს უკვე სამ კონტინენტზე ვოპერირებთ", — განაცხადა NEXT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოფიო ჭელიძემ, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
დღეისათვის NEXT-ს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე აშენებული და მიმდინარე განვითარების პროცესში 1 000 000 კვადრატულ მეტრზე მეტი უძრავი ქონება აქვს, ხოლო კომპანიის მართვის ქვეშ არსებული აქტივების ღირებულება 1.2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. კომპანია 65-ზე მეტი ქვეყნის ინვესტორს ემსახურება, მისი საერთაშორისო გაყიდვების გუნდი კი კონსულტაციას შვიდ ენაზე უზრუნველყოფს, მათ შორის პოლონურად, რაც სხვადასხვა ბაზარზე მომხმარებლებისთვის კომუნიკაციასა და მომსახურებას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა პოლონეთში დიანა ჟღენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებაზე, და აღნიშნა:
"ოფისის გახსნა პირდაპირი დასტურია იმისა, რომ პოლონელი ინვესტორების ინტერესი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ სტაბილურად მზარდია. საქართველომ უკვე მყარად დაიმკვიდრა თავი რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო ჰაბად, რომელიც ბიზნესს ლიბერალურ ეკონომიკურ გარემოსა და ევროპისა და აზიის გასაყარზე ხელსაყრელ, სტრატეგიულ მდებარეობას სთავაზობს. ბოლო წლებში დაფიქსირებული შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა ამის ნათელი ილუსტრაციაა: 2024 წელს მაჩვენებელმა 9%-ს მიაღწია, ხოლო 2025 წელს - 7.5%-ს. ეს მონაცემები კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს, როგორც საერთაშორისო კაპიტალისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და საიმედო ლოკაციის, პოზიციას".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები