"ბოდიშს გიხდით, რომ ამდენი წელი გატყუებდით!" — უნგრეთის საზმაუმ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა
უნგრეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა M1-მა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. ეკრანზე გამოჩნდა წარწერა სადაც ეწერა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ტყუილის თქმის უფლება არ აქვს და რომ ისინი წლების განმავლობაში სიცრუის ტირაჟირებისთვის ბოდიშს იხდიდნენ.
ეს წარწერა ეკრანზე 19:56 საათამდე ჩანდა, რის შემდეგაც მაუწყებლობა მხატვრული ფილმით განახლდა, თუმცა საინფორმაციო გამოშვებების გარეშე.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა იტყუებოდეს. ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ ამას ამდენი წლის განმავლობაში ვაკეთებდით! საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს ტრანსფორმაციას, რათა მომავალში დამოუკიდებელი და სანდო გახდეს. საინფორმაციო სამსახურის მუშაობა დროებით შეჩერებულია. დარჩით ჩვენთან!" — ეწერა ეკრანზე.
ამავდროულად, მუშაობა შეწყვიტა ვებგვერდმა Hirado.hu-მაც, სადაც მომხმარებლებს იგივე წარწერა ხვდებოდათ, ხოლო "კოშუტ რადიოს" ეთერში მხოლოდ მუსიკა გადაიცემოდა.
უნგრეთის საინფორმაციო სააგენტოს (MTI) მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად: "19:56 საათზე M1 დროებით განაახლებს მუშაობას ახალი ფორმატით — ეთერში გავა ფილმები, საინფორმაციო გამოშვებების გარეშე. "ბარტოკ რადიოს" პროგრამის მოსმენა დროებით შესაძლებელი იქნება "კოშუტ რადიოს" სიხშირეზე, ამ ეტაპზე ასევე საინფორმაციო გამოშვებების გარეშე. ახალი საინფორმაციო დირექტორატის ჩამოყალიბების პარალელურად, საინფორმაციო გადაცემები ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით აღდგება. ეს გარდამავალი პერიოდი სხვა პლატფორმებზე საინფორმაციო გამოშვებების გარდა სხვა პროგრამების შეთავაზებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს".
პრემიერმინისტრმა პეტერ მადიარმა პროპაგანდის შეჩერებას Facebook-ზე ისტორიული მოვლენა უწოდა.
საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის დროს, პეტერ მადიარი და პარტია ტისზას რამდენიმე პოლიტიკოსი აცხადებდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საზოგადოებრივ მაუწყებელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პარტიულ პროპაგანდას წერტილს დაუსვამდნენ. MTVA-ის ფარგლებში, ფიდესის პროპაგანდის მთავარი დასაყრდენი ტელეარხი M1 იყო, რომელიც ორბანის მთავრობის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფიდესელმა ხელმძღვანელობამ საინფორმაციო არხად გადააკეთა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები