ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ
22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ — ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ბრალდებულ ძმებს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდებათ. ხოლო მათი და ძებნაში მყოფი ბუსა ჟვანიას წინასასამართლო სხდომა აგვისტოში ჩატარდება.
ძმებ კაკულიების ადვოკატმა, დავით კუტალაძემ "ინტერპრესნიუს" განუცხადა, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზა მსგავს დანაშაულებზე სტანდარტული პროცედურაა. ბრალდებულების ადვოკატის შეფასებით, "ბრალი ხელოვნური აჟიოტაჟის შედეგია" და სასამართლოსგან გამამართლებენ განაჩენს ელოდება.
"ეს სტანდარტული პროცედურაა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, მაშინ, როცა კონკრეტულ ადამიანს ბრალად ედება 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნულში განსაკუთრებული არაფერია და ვფიქრობ, რამე განსხვავებული შედეგის მოლოდინი არც ერთ მხარეს არ გააჩნია, არც ბრალდების და არც დაცვის მხარეს. [...]
უამრავი ობიექტური ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ეს ბრალი ხელოვნური აჟიოტაჟის შედეგია და ალბათ, დაზარალებული მხრიდან წამოწეული კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ემსახურება და არა იმ ობიექტურ მოცემულობას და მტკიცებულებებს, რაც საქმეშია. შესაბამისად, სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ველოდებით," — განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 17 თებერვალს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას, ბესარიონ ჟვანიას ბრალი წარედგინა.
ძმებ კაკულიებს ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს. მათ სხვა საქმეზე 9-9 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი. კერძოდ, 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, კაკულიებმა განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრეს.
რაც შეეხება ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, რომელიც ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას შვილია, წარსულშიც ნასამართლევია. 2020 წლის 2 აგვისტოს ჟვანიამ, მის ბიზნეს-პარტნიორს, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ სამი წლიდან მსჯავრდებულმა 1,5 წელი საპატიმროში მოიხადა, დანარჩენი — პირობითი სასჯელის სახით. ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
2021 წლის 15 სექტემბერს, 22 წლის ნიკო კვარაცხელია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. თავდამსხმელმა ნიკო კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღით მრავალჯერ ესროლა და შემდეგ ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ვერსიით, 22 წლის ახალგაზრდას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან — მათ სასამართლომ 17 და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კვარაცხელიას ოჯახს დღემდე არ სჯეროდა გამოძიების ამ ვერსიის და ამტკიცებდა, რომ კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთ პირს სახელმწიფო მფარველობდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები