Tegeta Fest — თეგეტა მოტორსი წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ფოტო: თეგეტა
12 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (GASF) ორგანიზებით წრიული რბოლის ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართება. ჩემპიონატის მხარდამჭერი თეგეტა მოტორსი ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს Tegeta Fest-ზე ეპატიჟება — ფესტივალზე, რომელიც ავტოდრომს ცოცხალ, ინტერაქციულ პიტ-სტოპად აქცევს.
აქ სტუმრებს დახვდებათ გასართობი სივრცეები და ისინი მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვას შეძლებენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თეგეტა მოტორსის პარტნიორი საერთაშორისო ბრენდების — Bridgestone, Michelin, Petronas, Shell, Motul, Varta, ATE და Champion — სპეციალური ტერიტორიები, სადაც სტუმრები, კომპანიების პროდუქციის გაცნობა-შეძენასთან ერთად, სხვადასხვა ინტერაქციულ გამოცდილებას მიიღებენ.
თორნიკე ჩახვაშვილი, თეგეტა რითეილის მთავარი ოფიცერი: “Tegeta Fest-ის იდეა ავტოსპორტთან დაკავშირებით სრულიად ახალი გამოცდილების შექმნაა. გვინდოდა, ჩემპიონატის მორიგი ეტაპი მხოლოდ რბოლა არ ყოფილიყო და სტუმრებს შეძლებოდათ მთელი დღე ინტერაქციულ, გასართობ და ტექნოლოგიურ გარემოში გაეტარებინათ. ჩვენი პარტნიორი ბრენდების ჩართულობით ფესტივალი აერთიანებს იმას, რაც ავტოინდუსტრიას ყველაზე მეტად ახასიათებს — ინოვაციას, ხარისხსა და ემოციას.
ავტოსპორტის მხარდაჭერა თეგეტა მოტორსისთვის ერთჯერადი ინიციატივა არ არის. წლების განმავლობაში კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქართული ავტო- და მოტოსპორტის განვითარებაში და მხარს უჭერს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც სპორტის პოპულარიზაციას, ახალი თაობის ჩართულობასა და საავტომობილო კულტურის განვითარებას უწყობს ხელს“.
ფესტივალის კონცეფცია რეალური ავტორბოლის პიტ-სტოპის იდეას ეფუძნება — იმ რამდენიმე წამს, როდესაც ტექნოლოგია, სისწრაფე და გუნდური მუშაობა გამარჯვებას განსაზღვრავს. ამ გამოცდილებას სხვადასხვა აქტივობა გააცოცხლებს, რათა სტუმრებმა ავტოსპორტის ემოციები არა მხოლოდ ტრიბუნიდან, არამედ უშუალოდ შეიგრძნონ.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრები შეძლებენ, ჩაერთონ მრავალფეროვან აქტივობებში: შეამოწმონ რეაქციის სისწრაფე, გამოცადონ პროფესიონალური რბოლის სიმულატორი, შეადარონ სარბოლო და სამოქალაქო ავტომობილების სამუხრუჭე სისტემების შესაძლებლობები და სხვა ინტერაქციული გამოცდილება მიიღონ. დასწრება თავისუფალია.
სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყობა სივრცე, სადაც ისინი პატარა მრბოლელები გახდებიან — ბალანს-ბაიკებითა და პულტიანი სარბოლო ავტომობილებით გაერთობიან, ასევე სხვა სახალისო აქტივობებში ჩაერთვებიან.
სტუმრებს ფესტივალის ტერიტორიაზე დახვდებათ კვებისა და სასმელების ზონა, დასასვენებელი სივრცეები და VIP-ტერასა, საიდანაც ავტორბოლის კომფორტულად ყურება იქნება შესაძლებელი.
ავტოსპორტის მხარდაჭერა თეგეტა მოტორსისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია უკვე წლებია, ხელს უწყობს როგორც პროფესიონალური შეჯიბრებების განვითარებას, ისე ისეთი ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც საავტომობილო კულტურის პოპულარიზაციასა და საზოგადოების ჩართულობის ზრდას ემსახურება. ამ ხედვის გაგრძელებაა ფესტივალიც, რომლის მიზანი ავტოსპორტის მოყვარულთათვის ახალი სივრცის შექმნა და ღონისძიების ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბებაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები