"არჩევნებზე უხალისოდ მივდივარ" — რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე ხელახლა წარადგინეს
მმართველი პარტიის, "ედინაია როსიას" ჩეჩნეთის რეგიონულმა განყოფილებამ რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე ხელახლა წარადგინა. გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ეს გადაწყვეტილება ორშაბათს, გროზნოში, პარტიის რეგიონული განყოფილების კონფერენციაზე მიიღეს, რის შესახებაც ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელმა და პარტიის რეგიონულმა მდივანმა, მაგომედ დაუდოვმა განაცხადა. არჩევნები 20 სექტემბერს, რუსეთის საყოველთაო არჩევნების ფარგლებში ჩატარდება.
კადიროვის განცხადებით ის არჩევნებზე "უხალისოდ მიდის" და მასზე, რომ იყოს დამოკიდებული, სხვა კანდიდატურას დააყენებდა.
"ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სხვა კანდიდატს ავირჩევდი, რადგან ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ვიცი, რამდენად რთული მისიაა. დღეს, შეიძლება ითქვას, არჩევნებზე უხალისოდ მივდივარ. დარწმუნებული ვარ, ხალხი მხარს დამიჭერს. თუ ხალხის მხარდაჭერა მექნება, მზად ვარ, მათ ვემსახურო," — განაცხადა კადიროვმა.
2026 წლის თებერვალში კადიროვმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას იმ პირობით დათანხმდებოდა, თუ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერას მიიღებდა. რუსული დამოუკიდებელი გამოცემა "ნოვაია გაზეტა ევროპა" მარტში წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ კრემლში კადიროვის ახალი ვადით არჩევა ჯერ კიდევ შემოდგომაზე შეათანხმეს, თუმცა პუტინს საბოლოო გადაწყვეტილება იმ დროისთვის მიღებული არ ჰქონდა.
აპრილში, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, პუტინმა კადიროვის კანდიდატურას საჯაროდ დაუჭირა მხარი.
რამზან კადიროვი ჩეჩნეთს სათავეში 2007 წლის 15 თებერვლიდან უდგას — მას შემდეგ, რაც ალუ ალხანოვის გადადგომის შემდეგ, პუტინის ბრძანებულებით რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2007 წლის 2 მარტს ჩეჩნეთის პარლამენტმა კადიროვი ჩეჩნეთის პრეზიდენტის პოსტზე დაამტკიცა. 2011 წელს რეგიონულ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შემდეგ, ამ თანამდებობას ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური ეწოდა.
წელს, 2007 წლის შემდეგ პირველად, რამზან კადიროვი ჩეჩნეთიდან "ედინაია რასიას" ფედერალური საპარლამენტო არჩევნების კანდიდატთა სიაში არ შეიყვანეს. მანამდე კადიროვი საპარლამენტო არჩევნებში "ედინაია რასიას" სიის რეგიონულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი დეპუტატის მანდატზე უარს ამბობდა.
ბოლო წლებში რუსული და უცხოური მედიასაშუალებები არაერთხელ ავრცელებდნენ ინფორმაციას კადიროვის ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემების შესახებ. თავად ჩეჩნეთის ლიდერი ამ ცნობებს უარყოფს.
კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, წყაროებზე დაყრდნობით, ხშირად წერდნენ რესპუბლიკაში ხელისუფლების შესაძლო გადაცემის სცენარების განხილვაზე. სხვადასხვა წყარო პოტენციურ მემკვიდრეებად მისი უახლოესი გარემოცვის წევრებს ასახელებდა, მათ შორის ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელ მაგომედ დაუდოვს, დეპუტატ ადამ დელიმხანოვსა და კადიროვის ვაჟებს — ადამსა და ახმატს. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, მის შვილებს რესპუბლიკის მეთაურის პოსტის დაკავება არ შეუძლიათ, რადგან ამ თანამდებობაზე კანდიდატის ასაკი 30 წელს უნდა აღემატებოდეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები