ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა
ფოტო: The Nation
ისრაელმა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო მონაცემები გაუზიარა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ეს გაფრთხილება მიმდინარე კვირაში გავრცელდა. მეორე წყარომ კი აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში აშშ ისედაც იღებდა მუდმივ სადაზვერვო სიგნალებს ტრამპის მკვლელობის შესაძლო გეგმებზე, თუმცა ისრაელისგან მიღებული ინფორმაცია ახალია და კონკრეტულ შეთქმულებას ეხება.
სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ისრაელის ეს ანგარიში შესაძლოა მიზნად ისახავდეს ტრამპის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას, რომელიც ამჟამად აფასებს, გააძლიეროს თუ არა ამერიკის სამხედრო მოქმედებები ირანის წინააღმდეგ.
გეგმის დეტალები, რომლის შესახებაც ისრაელმა აშშ გააფრთხილა, მყისიერად ცნობილი არ გამხდარა. საქმეში ჩახედული ორი წყაროს განცხადებით, ამერიკულ მხარეს ეს ინფორმაცია თავად ჯერ არ გადაუმოწმებია და არც ისრაელის გაფრთხილებამდე ფლობდა მასზე რაიმე მონაცემს. აშშ-ის მთავრობა დიდი ხანია აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ირანმა შესაძლოა სცადოს ტრამპის მკვლელობა 2020 წელს მისი ბრძანებით განხორციელებული დრონის დარტყმის გამო, რომელსაც ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა.
თეთრმა სახლმა, რომელსაც ისრაელის ამ გაფრთხილებაზე კომენტარი სთხოვეს, ყურადღება ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებზე გაამახვილა, სადაც ის ირანის მხრიდან მისი მკვლელობის სურვილზე საუბრობს.
"მათ სურთ აშშ-ის ლიდერის, ჩემი, თავიდან მოცილება.მე მათ ნებისმიერ სიაში ვარ. ამ დილით ვნახე, რომ მათ აბსოლუტურად ყველა სიაში ვფიგურირებ. აქამდე, ვფიქრობ, ცოტათი მიმართლებდა, მაგრამ ეს შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. ესენი ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან. ჩვენ ეს კიბო უნდა ამოვძირკვოთ. ეს კიბო. იცით, როგორ უნდა მოიქცეთ? კიბო ადრეულ სტადიაზევე უნდა მოკვეთო. აი, მე ასე ვფიქრობ", — განაცხადა ტრამპმა.
მოგვიანებით ტრამპმა აღნიშნა, რომ ახლახან შეიტყო ახალი სიის შესახებ, სადაც ის ირანის ნომერ პირველ სამიზნედ არის დასახელებული. ზუსტად უცნობია, გულისხმობდა თუ არა ის ისრაელის მიერ მიწოდებულ ახალ სადაზვერვო ინფორმაციას.
- ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ
- აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიძაბა — ტრამპის მუქარების გამო ირანულმა დელეგაციამ შეხვედრა დატოვა
ბოლო დღეებში აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია — მხარეები ერთმანეთს მუქარებსა და დარტყმებს უცვლიან, რის გამოც საომარი მოქმედებების შეწყვეტის 60-დღიანი შეთანხმება ფაქტობრივად ჩაშლილია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები