ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა — გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებამდე ალეკო ელისაშვილი სასამართლო დარბაზიდან გააძევა. ადვოკატების ინფორმაციით, თავდაპირველად სასამართლო ალეკო ელისაშვილს საბოლოო სიტყვის თქმის უფლებას არ აძლევდა, თუმცა ამის უფლება მაინც მისცეს.
"პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დავუშვი. ჩემი მთავარი შეცდომა ის იყო, პარლამენტში რომ შევედი, ვცდილობდი, რაღაცა სხვა პოლიტიკური კულტურა შემექმნა და შეურაცხყოფის გარეშე მელაპარაკა პირველი სამი წელი, სანამ ამ რუსულ კანონს შემოიტანდნენ, რომ მეთქი, აი, მოდი, კონსტრუქციული ოპონირების კულტურა შევქმნათ-მეთქი მარა, თურმე სად ბანაობ... ახლა იმას ვნანობ, ყოველდღე რატომ არ ვცემდი პაპუაშვილს და მაგ [...]
სხვათა შორის, მინდა, ძაან გავამხნევო გახარიას ხალხი. ძაან ვაჟკაცები იყვნენ. ციხეშიც არაჩვეულებრივი გამოხმაურება ჰქონდათ, ძაან ღირსეულები იყვნენ, ძაან ყოჩაღები იყვნენ, სულ იმას ვიძახდი და სხვებიც მეუბნებოდნენ, რომ რატომ არ ვიყავი გორდულაძეს მაინც გავაბრტყელებდი, გადმოვიღებდი... ამათთან პოლიტიკური კონსტრუქციულობით კი არ უნდა მელაპარაკა, ისე უნდა მელაპარაკა, როგორც იმსახურებენ.
ჩემთვის არის ერთი მთავარი რაღაცა და ძაან კარგად ვიცი, რომ ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები. ჩემთვის არის მთავარი ერთი რამ, რომ მამაჩემი და ჩემი შვილები ჩემით ამაყობენ და კობახიძის და მდინარაძის დედაც მოვ***!
უკრაინას გაუმარჯოს, საქართველოს და დედის***ნა რუსეთს!" — განაცხადა ელისაშვილმა (წყარო "პუბლიკა").
ელისაშვილის ამ სიტყვებს სასამართლო დარბაზში ოვაციები მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ სხდომა დახურა და ოჯახის წევრებსაც არ მისცა განაჩენის გამოცხადების მოსმენის უფლება.
ელისაშვილის ცოლის ირინა კილოსანიძემ "ტვ პირველთან" კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მის მეუღლეს განაჩენი 8 თვის წინ გამოუტანეს, როდესაც შალვა პაპუაშვილმა მას "ტერორისტი" უწოდა და ამის შემდეგ მას ბრალი გადაუკვალიფიცირეს.
"ეს განაჩენი დადგა 8 თვის წინ, როდესაც პაპუაშვილმა პირველად გამოაცხადა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი. ეს განაჩენი მაშინ გადაწყდა და მაშინ მიუსაჯეს რეალურად. დანარჩენი, აი ეს მთელი 8 თვის განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ცირკს, რომელიც იმართებოდა, აი, ამ შენობაში და უბრალოდ დღეს მათ, არ ვიცი, "ართული ოცნებისგან ფაქსით მოუვიდათ განაჩენი და გიორგი გელაშვილმა ის გამოაცხადა.
ალექსანდრე არის კარგად. ალექსანდრემ იცის, შეგნებულად გააკეთა ის, რაც გააკეთა. მან გამოხატა პროტესტი, ის მზად იყო ამისთვის. ესე იგი, 11 სექტემბერიც ტერორიზმი იყო, ეს რაღაცა ორი ქილა ბენზინის მისხმაც ტერორიზმია? გვახსოვს, რომ 11 სექტემბერს ჯერ ნგრევა მოჰყვა, მერე მოჰყვა 3000-მდე ადამიანი დაიღუპა... ანუ, ალექსანდრეს ქმედება ბინ ლადენის ქმედებას გაუთანაბრეს," — თქვა ირინა კილოსანიძემ.
ოფიციალური ბრალდების მიხედვით, პოლიტიკოსს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველ ნაწილს ედავება. აღნიშნული მუხლი ტერორისტულ აქტს (აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა მსგავსი ქმედება) გულისხმობს, რომელიც ჩადენილია ტერორისტული მიზნით და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან იწვევს მძიმე ქონებრივ ზიანს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, 23 ივნისს ელისაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის, განმარტებით, პაპუაშვილმა საჯარო გამოსვლებში არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და ბრალდებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს "ტერორისტი" უწოდა.
ადვოკატის თქმით, ელისაშვილს თავდაპირველად სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ, ხოლო პაპუაშვილის აღნიშნული განცხადების შემდეგ, მას ბრალი ტერორისტულ საქმიანობაზე გადაუკვალიფიცირეს. რეხვიაშვილის თქმით, აღნიშნული ქმედება "პროკურატურასა და სასამართლოზე ზეწოლას წარმოადგენს".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები