რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს?
ფოტო: Getty Images
10 წლის წინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტის ბუმი ახალი დაწყებული იყო, ჰუმანიტარული და ხელოვნების მიმართულების სტუდენტებს ხშირად ურჩევდნენ — თუ დასაქმება გინდათ, "კოდირება ისწავლეთო". როგორც ჩანს, ეს არც ისე ჭკვიანური რჩევა იყო. დღეს უკვე თავად პროგრამისტები ნერვიულობენ იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ სამუშაო ადგილებს წაართმევს.
ამ რეალობაში, შესაძლოა, პროგრამისტებმა ფილოსოფიის სწავლაზეც კი იფიქრონ. ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ ამერიკაში ფილოსოფიის კურსდამთავრებულებს დასაქმების უფრო მაღალი შანსი აქვთ, ვიდრე კომპიუტერული მეცნიერებების კურსდამთავრებულებს. მაგალითად, 2024 წლის მონაცემებით (რაც ბოლო ხელმისაწვდომი სტატისტიკაა), კომპიუტერული მეცნიერებების კურსდამთავრებულთა შორის უმუშევარი 7% იყო, მაშინ როცა ფილოსოფოსებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 5.1%-ს შეადგენდა.
მეტიც, ფილოსოფიის კურსდამთავრებულებს დღეს თავად AI კომპანიები ასაქმებენ. სტუდენტები სამუშაო შემოთავაზებებს დიპლომის აღებამდეც კი იღებენ.
ფოტო: Getty Images
საინტერესოა, რომ ხელოვნური ინტელექტის მკვლევრებს დღეს ყველაზე მეტად ანტიკური ხანის იდეები სჭირდებათ. მაგალითად, პლატონის მიერ აღწერილი სოკრატესეული მეთოდი, რომელშიც მთავარი ეჭვის შეტანა და მიზანმიმართული შეკითხვებია, საუკეთესო გზაა შეცდომებისა და წინააღმდეგობების აღმოსაჩენად. თანამედროვე AI მოდელებს ეს თვისება ყველაზე მეტად აკლიათ. ისინი ხშირად პირფერობენ და ცდილობენ ადამიანს ყველაფერში დაეთანხმონ. სოკრატესეული მეთოდით გაწვრთნილი პროგრამები ადამიანების გულის მოგებას კი არ შეეცდებიან, არამედ პირდაპირ სიმართლის ძიებაზე გადავლენ.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი იდეა "სოკრატესეული უცოდინარობაა". პლატონის აპოლოგიაში სოკრატე ამბობს, რომ მისი სიბრძნე მხოლოდ იმის გაცნობიერებაა, თუ რამდენი რამ არ იცის. ტექნოლოგიაში სწორედ ამგვარი "თავმდაბლობის" ჩანერგვა ეხმარება ხელოვნურ ინტელექტს, რომ ზედმეტი თავდაჯერებულობა თავიდან აიცილოს. Google DeepMind-ის წამყვანი ფილოსოფოსი, იასონ გაბრიელი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს სისტემების მიერ ფაქტების გამოგონების შემცირება სწორედ ამ მცდელობების დამსახურებაა.
ფოტო: Shutterstock
გარდა ამისა, ფილოსოფიას უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაც შეუძლია. მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის მოდელებში არაერთი საგანგაშო ქცევა დააფიქსირეს — დაწყებული კონტროლიდან თავის დაღწევის მცდელობებით, დამთავრებული მომხმარებლების შანტაჟითაც კი. ამგვარი გადაცდომების გამოსასწორებლად სპეციალისტები ახალ მიდგომას, ე.წ. "AI კონსტიტუციონალიზმს" იყენებენ. ახალი მიდგომა სისტემის გარშემო გარკვეული წესებისა და პრინციპების ჩარჩოს შექმნას გულისხმობს, რომლებიც სამართლებრივი თუ მორალური ავტორიტეტის მქონე ფილოსოფიური ნაშრომებიდანაა აღებული.
ამ იდეის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი Anthropic-ია. Claude-ის 78-გვერდიან კონსტიტუციაში კომპანიამ სრულიად განსხვავებული წყაროები გააერთიანა: იმანუელ კანტის იდეებიდან დაწყებული, Apple-ის მოხმარების პირობებითა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით დამთავრებული.
თუმცა, მთავარი კითხვა მაინც ისაა, თუ რა სახის წესები უნდა ჩაიწეროს თავად ამ კონსტიტუციებში. ფილოსოფოსებმა არჩევანი ორ ძირითად ეთიკურ ჩარჩოზე შეაჩერეს:
პირველი დეონტოლოგიაა — მიდგომა, რომელსაც, სხვებთან ერთად, იმანუელ კანტიც უჭერდა მხარს. ეს თეორია მკაცრ აკრძალვებს აწესებს ისეთ ქმედებებზე, როგორიც ტყუილი, იძულება ან რაიმე მიზნის მისაღწევად ადამიანის გამოყენებაა, თუნდაც ეს კეთილშობილურ ზრახვებს ემსახურებოდეს. Anthropic-ის კონსტიტუცია სწორედ ბევრ ასეთ დეონტოლოგიურ აკრძალვას შეიცავს. ეს წესები ხელოვნური ინტელექტის ქცევას უფრო პროგნოზირებადს ხდის, რაც რობოტების სახლებსა თუ საზოგადოებრივ სივრცეებში გამოსაყენებლად გადამწყვეტია.
ფოტო: LinkedIn
მეორე ეთიკური მიდგომა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ფილოსოფოსებს აინტერესებთ, კონსეკვენციალიზმია. ეს მიმართულება ნებისმიერ ქმედებას პოტენციური სარგებლისა და მოსალოდნელი ზიანის შეფასებით ზომავს. ამ პრინციპთან უფრო ახლოს ისეთი მოდელები დგანან, როგორიც OpenAI-ის ChatGPT და Google-ის Gemini-ია. მაგალითად, Google-ის სისტემები სპეციალურად ისეა მოწყობილი, რომ მათგან მიღებულმა "საბოლოო სარგებელმა მკვეთრად გადაწონოს შესაძლო რისკები", რაც სწორედ კონსეკვენციალიზმის კლასიკური მიზანია.
ეს მიდგომა უპილოტო ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია: როდესაც ავარია გარდაუვალია, სისტემამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი იქნება დაჯახების ყველაზე ნაკლებად ტრაგიკული გზა. კომპანია Waymo-ს (რომელიც თვითმავალ მანქანებს აწარმოებს) წამყვანი ინჟინერი აღნიშნავს, რომ მართვის სისტემები სულ უფრო მეტად ეყრდნობა ამ ფილოსოფიას.
წინ უამრავი ეთიკური თავსატეხია. კრიტიკოსები შიშობენ, რომ თუ მორალურ არჩევანს რობოტებს გადავაბარებთ, ადამიანები საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების უნარს დავკარგავთ. ერთი რამ კი ნათელია — მორალი ცვალებადი და რთული ფენომენია, ხელოვნური ინტელექტის ფილოსოფოსებს კი სამუშაო კიდევ დიდხანს არ გამოელევათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები