შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში"
დღეს, 13 ივლისს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თელავში სტიქიის ზონაში ჩავიდა. პაპუაშვილმა 12 ივლისს თელავში მოსულ უხვ ნალექზე საუბრისას თქვა, რომ 4 წლის წინ ღვარცოფის დამცავი ნაგებობები შემოწმდა და "ყველაფერი იყო მწყობრში", რამაც მოსახლეობა სტიქიისგან უფრო მძიმე შედეგებისგან დაიცვა.
"მასშტაბური სტიქია მოხდა თელავში, ფაქტობრივად, როგორც აჩვენა შედეგებმა კვლევებმა, რამდენიმე საათში თელავისთვის თვის ნორმა, 85% მოვიდა, რაც თავისთავად უკვე აჩვენებს, რა მოცულობის სტიქიასთან გვქონდა საქმე. ასეთი მასშტაბის სტიქია ბოლოს 55 წლის წინ იყო თელავში და მაშინ მოეწყო ღვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც ფაქტობრივად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე.
თქვენ ნახეთ პირველადი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ სწორედ ღვარცოფდამცველებმა შეაკავეს, დამცავმა ნაგებობებმა შეაკავეს ხეების, მორების და ღორღის დიდი ნაწილი, თუმცა თვითონ მასშტაბი იმხელა იყო, რომ ბოლოს გვერდი აუარა თავად ამ ღვარცოფმა იმ სამ ჯებირს, რომელიც იცავდა ღვარცოფისგან ქალაქს და მისი დარჩენილი ნაწილი ჩამოვიდა ქალაქამდე. ვნახეთ, საკმაოდ მოცულობითი არის მასშტაბი სტიქიის და დაზიანების, რომელიც ქალაქს მიადგა," — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა თელავში მომხდარ სტიქიაზე საუბრისას.
ჟურნალისტების განმეორებით დასმულ კითხვაზე, თუ ბოლოს როდის მოხდა ღვარცოფის დამცავი ნაგებობების გაწმენდა, პაპუაშვილმა უპასუხა:
"ღვარცოფის შემკავებელი ოთხი წლის წინ არის გაწმენდილი, ყველაფერი იყო მწყობრში და სწორედ ამიტომაც მან [ღვარცოფის] ძირითადი მასის შეკავება შეძლო. ყველაფერი იყო მწყობრში და სწორედ ამიტომაც შეძლო დამცავმა ნაგებობებმა ღვარცოფის ძირითადი მასის შეკავება. თუმცა ეს სტიქია იმხელა იყო, სადღაც 3-4 საათი წვიმდა, ...მაგრამ კიდევ ერთხელ, ღვარცოფდამცველებმა შეასრულა თავისი როლი და ააცილა დიდი ზიანი თელავს" — განაცხადა პაპუაშვილმა.
12 ივლისს ქალაქ თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასებით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე 40.1 მმ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები