ევროპის 10 ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, ახალ ანტიბალისტიკურ კოალიციას ქმნის
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია 10 ევროპული სახელმწიფოს ერთობლივ დეკლარაციას ავრცელებს, რომელიც "ინტეგრირებული ანტიბალისტიკური კოალიციის" შექმნას ეხება. დოკუმენტის თანახმად, ახალი გაერთიანება სრულად თავდაცვითი ხასიათისაა და მიზნად ისახავს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების განმტკიცებას ბალისტიკური რაკეტების მხრიდან მომავალი საფრთხეების ფონზე.
კოალიციის დამფუძნებელი წევრები არიან დანია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და უკრაინა. პარტნიორები გეგმავენ, საკუთარი სამრეწველო, სამეცნიერო და ოპერატიული რესურსების გაერთიანებით, შექმნან საერთო რაკეტსაწინააღმდეგო არქიტექტურა, რომელიც შეავსებს ევროპაში უკვე არსებულ თავდაცვის სისტემებს. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უკრაინის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც მან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის პროცესში დააგროვა. კოალიციის ფარგლებში შემუშავდება საერთო ოპერატიული სტანდარტები, ერთობლივი სამუშაო ჯგუფები და განვითარების საგზაო რუკა, რაც სამომავლოდ კოალიციას ახალი წევრი ქვეყნების მიღების შესაძლებლობასაც მისცემს.
"ჩვენ, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები, ვაცნობიერებთ რა ბალისტიკური რაკეტების მხრიდან მზარდ საფრთხესა და თავდაცვის შესაძლებლობების მზარდ მნიშვნელობას ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის, დღეს ვაცხადებთ წმინდად თავდაცვითი ხასიათის ანტიბალისტიკური კოალიციის შექმნის ინიცირებას. ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას მისი ფლაგმანი პროექტის მიმართ, რათა სწრაფი ტემპით ვიმუშაოთ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების განსავითარებლად.
ჩვენ გვჯერა, რომ ევროპის დაცვა მოითხოვს ინტეგრირებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არქიტექტურის გლობალურ გადაწყვეტას მომავალი სარაკეტო საფრთხეების შესაკავებლად და მოსაგერიებლად, რომელიც შემუშავებული იქნება კოლექტიური ძალისხმევით, ტექნოლოგიური ღიაობითა და სანდო ინდუსტრიული თანამშრომლობით. იგი შეავსებს არსებულ ანტიბალისტიკურ თავდაცვის სისტემებს, მათ შორის სუვერენულ ევროპულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მონაწილე ქვეყნებმა უკვე შეიძინეს ან მომავალში შეიძენენ. ჩვენი თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზის, კვლევებისა და ოპერატიული გამოცდილების გაერთიანებით, ჩვენ მიზნად ისახავთ ევროპისთვის საერთო ანტიბალისტიკური შესაძლებლობების შექმნას და მასში წვლილის შემტანი შესაბამისი საქმიანობების მხარდაჭერას. ამას ვაკეთებთ არა რომელიმე ხალხის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ხალხის დასაცავად.
ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც მან რუსეთის აგრესიული ომისგან თავდაცვისას შეიძინა.
ამ დეკლარაციით, ჩვენ მიზნად ისახავთ საერთო ოპერატიული მოთხოვნების, ერთობლივი ტექნიკური სამუშაო ჯგუფების, მართვის მკაფიო მექანიზმებისა და კოალიციის პირველი ოპერატიული შესაძლებლობებისკენ მიმავალი საგზაო რუკის შემუშავებას — ჩვენი შესაბამისი კონსტიტუციური წესრიგისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
ჩვენ შევეცდებით მხარი დავუჭიროთ ერთობლივ კვლევით და განვითარების ღონისძიებებს ფლაგმანი პროექტის ფარგლებში, მათ შორის დაფინანსების შესაბამისი შესაძლებლობების მოძიების გზით, და ხელი შევუწყოთ მონაცემებისა და ინფორმაციის გაფართოებულ გაცვლას.
კოალიციის დამფუძნებელი წევრები არიან დანია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.
კოალიცია ღია რჩება სხვა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც იზიარებენ მის პრინციპებსა და მიზნებს", — აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები