საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ინკლუზიური ფინანსური გარემოს განვითარებისა და უსინათლო მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფას აგრძელებს. ბანკი ქმნის გარემოს, სადაც თითოეულ მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ფინანსები დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ და სრულფასოვნად მართოს.
უსინათლო მომხმარებლებისთვის ფიზიკურ სივრცეებში, ციფრულ სერვისებსა და საბანკო ინფორმაციაზე წვდომის პროცესში არსებული ბარიერები ხშირად ზღუდავდა ფინანსურ მომსახურებაზე დამოუკიდებელ წვდომას. საქართველოს ბანკისთვის ხელმისაწვდომობა მხოლოდ ტექნიკური ადაპტაცია არ არის. ის მომხმარებლის უფლებების პატივისცემის, თანასწორი შესაძლებლობებისა და ინკლუზიური განვითარების განუყოფელი ნაწილია.
“ფინანსური ინკლუზია მხოლოდ ფინანსურ სერვისებზე წვდომას არ ნიშნავს. ეს არის შესაძლებლობა, ადამიანმა დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ფინანსები, მიიღოს გადაწყვეტილებები და სრულფასოვნად ჩაერთოს ეკონომიკურ ცხოვრებაში.
სწორედ ამ ხედვით შევქმენით გარემო, სადაც უსინათლო და მცირემხედველ მომხმარებლებს შეუძლიათ საბანკო მომსახურებით დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ და ღირსეულად სარგებლობა. ჩვენთვის ეს გაცილებით მეტია, ვიდრე სერვისების ადაპტაცია — იმ ბარიერების მოხსნაა, რომლებიც ადამიანებს დამოუკიდებლობასა და თანასწორ შესაძლებლობებს უზღუდავდა.
გვჯერა, რომ ფინანსური სერვისები ადამიანებს შესაძლებლობებს უნდა უხსნიდეს და არა დამატებით დილემებს უქმნიდეს. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ფინანსური ცხოვრება დამოუკიდებლად მართოს“, — განაცხადა ანა ოსაძემ, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა.
დღეისათვის საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისის თითოეულ რაიონში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია მინიმუმ ერთი სრულად ადაპტირებული ფილიალი, რაც უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის საბანკო მომსახურებაზე დამოუკიდებელ და თანაბარ წვდომას უზრუნველყოფს.
იმისთვის, რომ მომხმარებლებმა მომსახურება დამოუკიდებლად და კონფიდენციალურ გარემოში მიიღონ, სრულად ადაპტირებულ ფილიალებში მოწყობილია კერძო შეხვედრების ოთახები. ამ სივრცეებში უსინათლო და მცირემხედველ მომხმარებლებს შეუძლიათ ტექსტის ხმოვანი წაკითხვის პროგრამის გამოყენებით გაეცნონ საბანკო პროდუქტებისა და ხელშეკრულებების პირობებს და დამოუკიდებლად მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება. ტაქტილური ბილიკები და სპეციალურად ადაპტირებული ფილიალები კი მათ უსაფრთხო და დამოუკიდებელ გადაადგილებას უწყობს ხელს.
საქართველოს ბანკმა საბანკო მომსახურების ხელმისაწვდომობა გააფართოვა არა მხოლოდ ფილიალებში, არამედ თვითმომსახურების სერვისებშიც. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უსინათლო პირებისთვის 300 ბანკომატია ადაპტირებული. შემუშავებულია აუდიო ინსტრუქციები, ეკრანის ავტომატური დაბლარვის ფუნქცია და კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული დიზაინი.
განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მომხმარებლებს შეუძლიათ დამოუკიდებლად აწარმოონ საბანკო ოპერაციები და შეინარჩუნონ საკუთარი ფინანსების მართვის სრული კონტროლი.
"საქართველოს ბანკის მიზანია, შექმნას ფინანსური გარემო, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, ისარგებლოს საბანკო მომსახურებით და მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ ცხოვრებაში“, — განაცხადა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, ინკლუზიური საბანკო მომსახურება ნიშნავს:
- მომხმარებლების შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები;
- მიიღონ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები;
- ჰქონდეთ საბანკო სერვისებზე თანაბარი წვდომა;
- მიიღონ სრულფასოვანი მონაწილეობა საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებაში.
“ჩვენთვის წარმატება არ იზომება მხოლოდ იმით, რამდენად ბევრი ადამიანი სარგებლობს ჩვენი სერვისებით, არამედ იმითაც, რამდენად შეუძლია თითოეულ მომხმარებელს ამ სერვისებით დამოუკიდებლად, ღირსეულად და თანაბარ პირობებში სარგებლობა. გვჯერა, რომ რეალური ინკლუზია იწყება მაშინ, როდესაც ბარიერები აღარ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს“, — განაცხადა ანა ოსაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები