დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის EU-ის €90 მლრდ-იან დახმარების პროგრამას შეუერთდა
დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს დახმარების პროგრამას შეუერთდა. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას და ადასტურებენ მზადყოფნას, დაეხმარონ ქვეყანას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება რუსეთის უკანონო, აგრესიული ომის დასასრულებლად და ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად".
ევროკომისიის განცხადებით, ივნისში უკვე გამოიყო 7.1 მილიარდი ევრო, საიდანაც 3.2 მილიარდი ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერას მოხმარდა, ხოლო თითქმის 3.9 მილიარდი ევრო — თავდაცვას.
"დღეს ჩვენ მივესალმებით ხელშეკრულების გაფორმებას, რომლითაც დასრულდა მოლაპარაკებები გაერთიანებული სამეფოს მონაწილეობაზე უკრაინის მხარდაჭერის 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის პროგრამაში.
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გაერთიანებული სამეფოს ჩართვისკენ, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, აღნიშნული სესხის ფარგლებში, თავდაცვის სფეროს მწარმოებელთა უფრო ფართო წრიდან შეიძინოს საჭირო აღჭურვილობა და უზრუნველყოს რუსული აგრესიის მოსაგერიებლად აუცილებელი შესაძლებლობების ქონა. გაერთიანებული სამეფო სამართლიან და პროპორციულ წვლილს შეიტანს სესხთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში, ბრიტანულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტების ღირებულების შესაბამისად.
ეს სესხი უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს პროგნოზირებადი ფინანსური მხარდაჭერით, რაც მას როგორც ბიუჯეტის, ისე თავდაცვის ხარჯებისთვის სჭირდება. ივნისში უკვე გამოიყო 7.1 მილიარდი ევრო, საიდანაც 3.2 მილიარდი ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერას მოხმარდა, ხოლო თითქმის 3.9 მილიარდი ევრო — თავდაცვას. თავდაცვის მიზნობრიობით მორიგი ტრანშის გადარიცხვა ამ კვირაში იგეგმება.
ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ერთხმად მიიჩნევენ დღევანდელ შეთანხმებას უკრაინის მიმართ მათი საერთო ერთგულების დასტურად, რაც ასევე ხაზს უსვამს კავშირისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვით-სამრეწველო ბაზების მჭიდრო ურთიერთკავშირსა და ურთიერთდამოკიდებულებას.
ჩვენ კვლავაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან უკრაინის მდგრადობის გასაძლიერებლად, მისი ეკონომიკის მხარდასაჭერად და ქვეყნის როგორც მიმდინარე, ისე გრძელვადიანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ევროპის უსაფრთხოება ყველაზე მტკიცე მაშინ არის, როდესაც მოკავშირეები ერთად დგანან. უკრაინის მხარდაჭერის სესხი ასევე წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინვესტიციას ევროპის უსაფრთხოებაში — ძლიერი, სუვერენული და უსაფრთხო უკრაინა აუცილებელია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, ისევე როგორც მომავალი აგრესიის შესაკავებლად," — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები