EU-მა უკრაინელი ტყვეების წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულ პირებს სანქციები დაუწესა
ფოტო: DW
13 ივლისს ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაუწესა 15 ფიზიკური პირა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. საქმე ეხება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო დაკავებულების მიმართ გამოვლენილ სასტიკ მოპყრობას. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სანქციები მიღებულია ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში, რომელიც 2020 წლის დეკემბერში შეიქმნა.
დასანქცირებულ პირებს შორის არის დონეცკის ოლქის ქალაქ ოლენივკის ციხის უფროსის პირველი მოადგილე. იგი პირდაპირ პასუხისმგებლად მიიჩნევა 2022 წლის 28-29 ივლისს იქ მძიმედ დაჭრილთა ევაკუაციის განზრახ გაჭიანურების გზით უკრაინელი სამხედრო ტყვეების მასობრივ მკვლელობაზე, ასევე უკრაინელი ტყვეების სისტემატურ წამებასა და დამცირებაზე. შეზღუდვები ასევე შეეხო ოლენივკის ციხის ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს.
ალექსეი ხავეცკი — რუსეთის ქალაქ პაკინოს მე-7 გამასწორებელი კოლონიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში უკრაინელი ტყვეების სისტემატური წამებისა და შეურაცხყოფის ორგანიზატორად მიიჩნევა;
იან ზანევსკი — რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერი, რომელიც დაკავშირებულია ოკუპაციის დროს ხერსონის, მიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებურ დაკავებებსა და წამებასთან.
დასანქცირებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს შორის მოხვდა ტაგანროგის მე-2 საგამოძიებო იზოლატორი, სადაც სხვა პატიმრებთან ერთად წამებით მოკლეს უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა.
კიდევ შვიდ პირს სანქციები რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო დაუწესდა. მათ შორის არიან:
- ალექსანდრ გნუტოვი — დაბა უდარნიში მდებარე მე-10 გამასწორებელი კოლონიის უფროსი;
- მისი მოადგილეები;
- გალინა მოქშანოვა — ამავე კოლონიის სამედიცინო ნაწილის ხელმძღვანელი.
მე-10 კოლონიაში ასობით უკრაინელი იმყოფებოდა. ყოფილი დაკავებულები ადასტურებენ სისტემატურ წამებას, შეურაცხყოფას, სიკვდილით დასჯის იმიტაციასა და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმას.
"ევროკავშირი მკაცრად გმობს უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო დაკავებულების წამებას, სასტიკ მოპყრობასა და მკვლელობას. უწყება მოუწოდებს დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, მიეცეთ შეუფერხებელი წვდომა ყველა დაკავებულთან და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობას", — ნათქვამია განცხადებაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები